top of page

"არქეტიპები და AUM-ი"

ფასი

$255

ხანგძლივობა

რეგისტრაცია

კურსის შესახებ

სამდღიან გასვლით ინტენსიურ ვორქშოფზე მოქშა შემოგთავაზებთ შემდეგი პრაქტიკების სინთეზს: იუნგიანური არქეტიპების ცეკვა, სოციალურ-ემოციური გაცნობიერების მედიტაციები (AUM -Awareness Understanding Meditation), კონსტრუქტივისტული სისტემური განლაგებები.


ამ სამი პრაქტიკის კომბინაცია კოგნიტური, სომატური და ინტუიციური შრეების სინთეზია, რომელიც გულისხმობს ვიზუალიზაციაზე დამყარებულ, აქტიურ, კათარზისულ და ჩუმი მედიტაციის ფაზებს.


 

ვორქშოფის პირველი დღე: პარასკევ საღამოს Warm up-ისთვის 5 ელემენტის ცეკვა:

მიწა, წყალი, ჰაერი, ცეცხლი და სიყვარული.


მეორე დღე: AUM-ის მარათონი - სოციალური მედიტაცია, რომელიც შედგება 13 ფაზისგან. თითოეულ მათგანს ეთმობა 10-12 წუთი. ეს პრაქტიკა ოშოს შექმნილი მედიტაციური თერაპიის მეთოდია, რომლის თანაავტორია ცნობილი ჰოლანდიელი თერაპევტი, ვირეში.

პრაქტიკის განმავლობაშს ვიმოგზაურებთ ჩვენი შინაგანი სამყაროს სხვადასხვა ემოციურ შრეებში, როგორებიცაა სიცილი, ტირილი, პატიება, სიყვარული. ჯგუფურ პრაქტიკას ინდივიდუალურისგნ განსხვავებით განსაკუთრებული სარგებელი აქვს: ერთმანეთს ვეხმარებით რეფლექსიაში და საკუთარი ემოციური ცენტრის დინამიკის უკეთ გაცნობიერებაში.შემდეგ ეტაპზე განვიტვირთებით ცეკვით, რასაც მოჰყვება სისტემური განლაგების კლასიკური ჰელინგერიანული და კონსტრუქტიული მეთოდების წარდგენა, როგორებიცაა: ევა მადელუნგის NIG, მატიას ვარგას 9 ველის პოლარობის ფორმატი, ტეტრალემა და სიბრძნის სამკუთხედი - ბჰაქტი, კარმა და ჯნანა.


მესამე დღე: არქეტიპების ცეკვა სონია მიტერმაიერის მიხედვით, რომელსაც დავიწყებთ ვიზუალიზაციური მოგზაურობით. თითოეულ არქეტიპს შევხვდებით ცეკვით შესაბამისი მუსიკის თანხლებით. არქეტიპიები თავიანთი თვისებებით დაკავშირებული არიან ჩვენს ენერგეტიკულ ცენტრებთან, როგორებიცაა: ვიტალური, ემოციური, ემპათიური, კომუნიკაციური, ინტუიციური და საკრალური. ვიზუალიზაციითა და ცეკვებით აქტიურდება ჩვენი კოგნიტური და სომატური შრეები, რაც გვეხმარება დაბლოკილი ენერგიების გაცნობიერებაში, დაფარული რესურსების აღმოჩენასა და მათ გამთლიანებაში. შემდეგ გვექნება სისტემური განლაგებები არქეტიპებზე რობერტ დილტსის ნიადაგის ღუზებით რეპრეზენტატორებთან ერთად.


სამდღიანი გასვლითი ინტენსიური ვორქშოფი ჩატარდება ბაკურიანში სასტუმრო ნოელში, რომელიც იდეალური ადგილია თერაპიული გასვლებისთვის. სასტუმროში დაგხვდებათ გემრიელი ვეგეტარიანული მენიუ დღეში სამჯერადი კვებით.


 

თარიღი: 16-17-18 ივნისი

დრო: 10:00 – 18:00 სთ

მდებარეობა: სასტუმრო ნოელი, წერეთლის ქუჩა 31, ბაკურიანი

ღირებულება: 255 $ (სამივე დღე)

რეგისტრაცია: ივენთი უკვე ჩატარებულია


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვეკონტაქტეთ.

დაგვირეკეთ: +995 595 620 001

მოგვწერეთ ჩათში: https://www.facebook.com/lumos.ge

თქვენი ინსტრუქტორი

თამთა კილასონია

თამთა კილასონია

სისტემური განლაგების ვორკშოპის, ტრეინინგების და სემინარების ასისტენტი

bottom of page