top of page

"დაფარული დინამიკები"

ფასი

$255

ხანგძლივობა

რეგისტრაცია

კურსის შესახებ

მოქშა ფეიქარის სისტემური განლაგებების "დაფარული დინამიკები" -ს სამდღიანი ვორკშოპი განკუთვნილია თერაპევტებისთვის, ტრენერებისთვის, კონსულტანტებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც სურს ჩაუღრმავდეს პიროვნული განვითარების თემებს და გაეცნოს მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს სისტემური მიმართულებით, გაიგოს საოჯახო ურთიერთობების დისჰარმონიის გამომწვევი მიზეზები, გაეცნოს სისტემების შინაგანი ფუნქციების კანონზომიერებებს და თვისებებს. ვორკშოპზე, ამ თემების გათვალისწინებით, ასევე განხილული იქნება სიმპტომები და დაავადებები, რომლებიც ტრანსგენერაციულ ხასიათს ატარებენ.


განლაგების მეთოდის პროცესის დროს ხდება ოჯახური სისტემების დაფარული დინამიკების გაცნობიერება, რაც იმ კონკრეტული წინაღობების გადაჭრას ეხმარება, რომელიც სისტემაში სიყვარულის და ჰარმონიის დენადობის დამაბრკოლებელია.


 

ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებასაც ინდივიდუალურად და სემინარისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.


ამ დღეებში გვექნება როგორც პირადი განვითარების, ასევე საოჯახო სისტემური თემებიც. როგორც ფენომენოლოგიური, კლასიკური, ასევე კონსტრუქტივისტული და კონცეტუალური მეთოდებიც.


აქვე გთავაზობთ ვორკშოპის მეთოდების ზოგად ჩამონათვალს:


ნიადაგის ღუზა (Ground Anchoring) - რობერტ დილტსი

სუბ-ჯგუფური სავარჯიშოები სტრუქტურულ თემებზე

წინაპრების ხაზი - ტრანსგენერაციული გადაცემები

აუდიო მედიტაციები - ბერტ ჰელინგერი

უკან სვლა და წაძღოლა (Guiding) - მატიას ალექსანდერი

ტეტრალემა (Decision Making) - მატიას ვარგა

დაფარული განლაგებები (Miniature) - მატიას ვარგა

ცხრა ველის განზომილება (Timeline) - ინზა შპარერი

ნეირო იმაგინატორული გეშტალტი (NIG) - ევა მადელუნგი

პრობლემის განლაგება (PA) ბლოკები და რესურსები - მატიას ვარგა

აქტუალური წინადადების განლაგება - ფრანც რუპერტი


 

თარიღი: 13-14-15 ოქტომბერი

დრო: 10:00 -18:00

მდებარეობა: სასტუმრო ციტადინესი შენობა 2ა, 4 თავისუფლების მოედანი

ღირებულება: 255 $ (სამივე დღე)

რეგისტრაცია: მალე დაანონსდება


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვეკონტაქტეთ.

დაგვირეკეთ: +995 599 886 086

მოგვწერეთ ჩათში: https://www.facebook.com/psyspace1




თქვენი ინსტრუქტორი

ნინო კერესელიძე

ნინო კერესელიძე

ნინო არის სისტემური განლაგების ვორკშოპების, სემინარების და ტრეინინგების ორგანიზატორი.

bottom of page