top of page

"ტრავმა და ინტეგრაცია"

ფასი

$255

ხანგძლივობა

რეგისტრაცია

კურსის შესახებ

მოქშა ფეიქარის სისტემური განლაგებების "ტრავმა და ინტეგრაცია" -ს 3 დღიანი ვორკშოპი განკუთვნილია თერაპევტებისთვის, ტრენერებისთვის, კონსულტანტებისთვის და ასევე მათთვისაც, ვისაც სურს შეეხოს პიროვნული განვითარების თემებს და გაეცნოს მასთან რელევანტურ საკითხებს სისტემური კუთხით, გაიგოს საოჯახო ურთიერთობების დისჰარმონიის გამომწვევი მიზეზები, გაეცნოს სისტემების შინაგანი ფუნქციების კანონზომიერებებს და თვისებებს. ვორკშოპზე ამ კუთხით ასევე განხილული იქნება სიმპტომები და დაავადებები, რომლებიც ტრანსგენერაციულ ხასიათს ატარებენ.


განლაგების მეთოდის პროცესის დროს ხდება ოჯახური სისტემების დაფარული დინამიკების გაცნობიერება, რაც იმ კონკრეტული ბლოკირებების გადაჭრას ეხმარება, რომელიც სისტემაში სიყვარულის და ჰარმონიის დენადობის დამაბრკოლებელია.


 

ამასთან ერთად მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებასაც ინდივიდუალურად და სემინარისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.


ადრეული ასაკიდან ოჯახიდან ვიღებთ როგორც საარსებოდ მნიშვნელოვან რესურსებს, ასევე აკრძალვებს, განპირობებებს, რომლებზეც ჩვენი რეაქციები ხშირად ტრავმული ხასიათის არის, რადგან ჩვენ ვერ ვახერხებთ ამ ემოციებთან გამკლავებას. თუმცა ჩვენ ჩვენივე დღევანდელი რესურსებით შეგვიძლია აღვადგინოთ დაკარგული მნიშვნელოვანი კავშირები ჩვენს შინაგან სტრუქტურებთან, რომლებიც არ არიან ჩვენს ფსიქიკაში ინტეგრირებულები და ამითი ასევე  ხელს შევუწყობთ ტრავმის დარეგულირებასაც. ესაა ის მთავარი საკითხები, რომლებზეც ამ ვორკშოპის დროს ვიმუშავებთ.


სამდღიანი ინტენსივის თემების და მეთოდების ზოგადი ჩამონათვალი:


თემატური აუდიო მედიტაციები - ბერტ ჰელინგერი

წარმომავლობითი და აწმყოს გენოგრამა - ბერტ ჰელინგერი

დედა (სიყვარული), მამა (ცხოვრება), შვილი - ბერტ ჰელინგერი

დაო (TAO) უნივერსალური სინდისი - რობერტ დოიჩი

ნიადაგის ღუზა (Anchoring) - რობერტ დილტსი

სუბ-ჯგუფური სავარჯიშოები სტრუქტურულ თემებზე

წინაპრების ხაზი - ტრანსგენერაციული გადაცემები

დაფარული განლაგებები და მინიატურები - მატიას ვარგა

ნეირო იმაგინატორული გეშტალტი (NIG) - ევა მადელუნგი

დრამის და წარმატების სამკუთხედი - შტეფან კარპმანი

მიჯაჭვულობები და მათი სახეობები - დაიანა პოლ ჰელერი

სიმბიოზის და ავტონომიის ფსიქოტრავმა (IoPT) - ფრანც რუპერტი

ჩრდილოვანი და მზის ბავშვი - შტეფანი შტალი


 

თარიღი: 3-4-5 ოქტომბერი

დრო: 10:00 – 18:00 სთ

მდებარეობა: დიალობის სტუდიო, კეკელიძის ქუჩა 32, თბილისი

ღირებულება: 255 $ (სამივე დღე)

რეგისტრაცია: 


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვეკონტაქტეთ.

დაგვირეკეთ: 032 250 02 88

მოგვწერეთ ჩათში: https://www.facebook.com/dialogigeorgia



თქვენი ინსტრუქტორი

ქეთი მესხიშვილი

ქეთი მესხიშვილი

ქეთი არის სისტემური განლაგების ვორკშოპების და სემინატების ორგანიზატორი

bottom of page