top of page

"ფესვები და ნაყოფები"

ფასი

€230

ხანგძლივობა

რეგისტრაცია

კურსის შესახებ

მოქშა ფეიქარის სისტემური განლაგებების "ფესვები და ნაყოფები" -ს 2 დღიანი ვორკშოპი განკუთვნილია თერაპევტებისთვის, ტრენერებისთვის და ასევე მათთვისაც, ვისაც სურს შეეხოს პიროვნული განვითარების თემებს და გაეცნოს მასთან რელევანტურ საკითხებს სისტემური კუთხით, გაიგოს საოჯახო ურთიერთობების დისჰარმონიის გამომწვევი მიზეზები, გაეცნოს სისტემების შინაგანი ფუნქციების კანონზომიერებებს და თვისებებს. ვორკშოპზე ამ კუთხით ასევე განხილული იქნება სიმპტომები და დაავადებები, რომლებიც ტრანსგენერაციულ ხასიათს ატარებენ.


განლაგების მეთოდის პროცესის დროს ხდება ოჯახური სისტემების დაფარული დინამიკების გაცნობიერება, რაც იმ კონკრეტული ბლოკირებების გადაჭრას ეხმარება, რომელიც ოჯახურ სისტემაში ოჯახის წევრების ურთიერდამოკიდებულებებში სიყვარულის და ჰარმონიის დენადობის დამაბრკოლებელია.


 

ამასთან ერთად მონაწილეები ასევე გაეცნობიან იმ სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებასაც ინდივიდუალურად და სემინარისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.


ვორკშოპის დროს აქცენტი გვექნება იმაზეც, თუ როგორ გავაცნობიეროთ ჩვენი წარმომავლობითი ოჯახების, აწმყოს ოჯახების და პირადი ცხოვრების ურთიერთდამოკიდებულებები.


სიმბიოზის და ავტონომიის ფსიქოტრავმა (IoPT) – ფრანც რუპერტი

სისტემური თვითინტეგრაცია (sSI)  - ერო ლანგლოცი

ნიადაგის ღუზა (Anchoring) – რობერტ დილტსი

სუბ-ჯგუფური სავარჯიშოები სტრუქტურულ თემებზე

წინაპრების ხაზი – ტრანსგენერაციული გადაცემები

სიცოცხლის ინტეგრაციის პროცესი (LIP) – ვილფრედ ნელესი

ურთიერთობების დინამიკა (BIP) – ვილფრედ ნელესი


 

თარიღი: 24, 25, 26 ივნისი

დრო: 10:00 – 18:00 სთ

მდებარეობა: FELD Institute, Kamekestraße 12, 50672 Köln

ღირებულება: 230 € (სამივე დღე)

რეგისტრაცია: ივენთი უკვე ჩატარებულია


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვეკონტაქტეთ.

დაგვირეკეთ: +49(0)178 824 31 65

მოგვწერეთ ჩათში: https://www.facebook.com/groups/constellatorsgeorgia






თქვენი ინსტრუქტორი

თეონა თეთრაძე

თეონა თეთრაძე

თეონა არის სისტემური განლაგების ვორკშოპების და სემინატების ორგანიზატორი და ასისტენტი

bottom of page