top of page

"წინაპრული პატერნები"

ფასი

$255

ხანგძლივობა

რეგისტრაცია

კურსის შესახებ

მოქშა ფეიქარის სისტემური განლაგებების "წინაპრული პატერნები" -ს სამდღიანი ვორკშოპი განკუთვნილია თერაპევტებისთვის, ტრენერებისთვის, კონსულტანტებისთვის და ასევე მათთვის, ვისაც სურს ჩაუღრმავდეს პიროვნული განვითარების თემებს და გაეცნოს მასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს სისტემური მიმართულებით, გაიგოს საოჯახო ურთიერთობების დისჰარმონიის გამომწვევი მიზეზები, გაეცნოს სისტემების შინაგანი ფუნქციების კანონზომიერებებს და თვისებებს. ვორკშოპზე, ამ თემების გათვალისწინებით, ასევე განხილული იქნება სიმპტომები და დაავადებები, რომლებიც ტრანსგენერაციულ ხასიათს ატარებენ.



განლაგების მეთოდის პროცესის დროს ხდება ოჯახური სისტემების დაფარული დინამიკების გაცნობიერება, რაც იმ კონკრეტული წინაღობების გადაჭრას ეხმარება, რომელიც სისტემაში სიყვარულის და ჰარმონიის დენადობის დამაბრკოლებელია.


ვორკშოპის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ სავარჯიშოებს და პრაქტიკებს, რომელთა გამოყენებასაც ინდივიდუალურად და სემინარისგან დამოუკიდებლად შეძლებენ.


გარდა ამისა, ვორკშოპის დროს აქცენტი გვექნება იმაზეც, თუ როგორ გავაცნობიეროთ ჩვენი სიმბიოზური დამოკიდებულებები და რა გვაკლია შინაგანი ავტონომიურობის ინტეგრაციისთვის.  


ხშირად გაუცნობიერებლად ოჯახიდან ვიღებთ არასასურველ თვისებებს, რომლებიც შემდგომ ტრანსფორმირდება და გამოიხატება შიშის, დანაშაულის შეგრძნების, დეპრესიისა თუ სიმპტომური დაავადებების სახით. ეს არის ის ძირითადი საკითხები, რომლებზეც ამ ვორკშოპზე ვიმუშავებთ.


 

სამდღიანი ინტენსივის თემების ზოგადი ჩამონათვალი:


თემატური აუდიო მედიტაციები - ბერტ ჰელინგერი

წარმომავლობითი და აწმყოს გენოგრამა - ბერტ ჰელინგერი

დედა (სიყვარული), მამა (ცხოვრება), შვილი - ბერტ ჰელინგერი

დაო (TAO) უნივერსალური სინდისი - რობერტ დოიჩი

ნიადაგის ღუზა (Anchoring) - რობერტ დილტსი

სუბ-ჯგუფური სავარჯიშოები სტრუქტურულ თემებზე

წინაპრების ხაზი - ტრანსგენერაციული გადაცემები

დაფარული განლაგებები და მინიატურები - მატიას ვარგა

ჟნანა, ბჰაქტი, კარმა - ცნობიერება, სიყვარული, ქმედება

სილოგისტური და ღირებულების კვადრატი - არისტოტელე

ნეირო იმაგინატორული გეშტალტი (NIG) - ევა მადელუნგი

პრობლემის განლაგება (PA) ბლოკები და რესურსები - მატიას ვარგა

დრამის და წარმატების სამკუთხედი - შტეფან კარპმანი

მიჯაჭვულობები და მათი სახეობები - დაიანა პოლ ჰელერი

ჩრდილოვანი და მზის ბავშვი - შტეფანი შტალი


 

თარიღი: 6-7-8 ოქქტომბერი

დრო: 10:00 – 18:00 სთ

მდებარეობა: ლუმოსის იოგა სტუდიო საირმის 7, გოძიაშვილის პარკში

ღირებულება: 255 $ (სამივე დღე)

რეგისტრაცია: მალე დაანონსდება


დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვეკონტაქტეთ.

დაგვირეკეთ: +995 595 620 001

მოგვწერეთ ჩათში: https://www.facebook.com/lumos.ge




თქვენი ინსტრუქტორი

თამთა კილასონია

თამთა კილასონია

თამთა არის სისტემური განლაგების ვორკშოპის, ტრეინინგების და სემინარების ასისტენტი.

bottom of page