top of page
201182922_4767792569914324_791963131979073526_n.jpg

დეა თავბერიძე

დეა არის სისტემური განლაგებების ვორკშოპების ორგანიზატორი, ასისტენტი, სამოტივაციო და თვითშემეცნებითი სახის ინტერნეტ ჟურნალი jolo.ge -ს დამფუძნებელი.

ჩემს შესახებ

ჟურნალისტი, ქოუჩი, სამოტივაციო ინტერნეტჟურნალ Jolo.ge -ს დამფუძნებელი. ონლიან ტრეინინგების და სისტემური განლაგებების ვორკშოპების ორგანიზატორი.

 

მე ვეხმარები ადამიანებს, გახდნენ ბევრად უფრო მოტივირებულები და ბედნიერები, ვიდრე არიან. სწორედ ამისთვის შეიქმნა „ჟოლო“.

 

გადავწყვიტე შემომეკრიბა პროფესიონალი ფსიქოლოგები, ქოუჩები, წარმატების ექსპერტები და ასე გამეზიარებინა ის ცოდნა და სამყაროს კანონები, რომლებიც აუცილებელია მშვიდი და ჰარმონიული ცხოვრებისთვის. ჩემი ჟურნალის დახმარებით ხელს ვუწყობ საინტერესო ადამიანების აღმოჩენას, ფსიქოლოგებისა და ქოუჩების პოპულარიზაციას, ვაცნობ მკითხველს ჩემი რესპონდენტების წარმატების ისტორიებს და ამით ბევრად უფრო მოტივირებულს ვხდი მათ.

 

Jolo.ge მომხმარებელს აძლევს პიროვნული განვითარების შანსს, საინტერესო სტატიების, რეკომენდაციების, ინტერვიუების და ასევე იმ სასარგებლო ტრენინგების საშუალებით, რომელიც Jolo.ge -ის ორგანიზებით ტარდება.

 

სწორედ ამის დამსახურებით გავეცანი მოქშა ფეიქარს და სისტემური განლაგების მეთოდს, რამაც ჩემზე და ჩემს ცხოვრებაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამიტომ გადავწყვიტე სიღრმისეულად შემესწავლა და განლაგებების დახმარებით ჩემი ცხოვრების მსგავსად, ბევრის ცხოვრება  უკეთესობისკენ შემეცვალა.

 

ამჟამად მოქშასთან და შტეფანი ჰარტუნგთან ერთად გავდივარ საერთაშორისოდ აღიარებულ საოჯახო განლაგების სასწავლო ტრეინინგ IASA-ს და საორგანიზაციო განლაგების სასწავლო ტრეინინგ OCATO-ს. 

კონტაქტი

მე დაგეხმარებით სისტემური განლაგების ვორკშოპების შესახებ ინფორმაციის მოწოდებასა და დაკვალიანებაში.

bottom of page