top of page

ქეთა მოდებაძე

ქეთა არის სისტემური განლაგებების ვორკშოპების ასისტენტი, მედიტაციების და თანამედროვე ჰუმანიტარული ფსიქოთერაპიული თვითშემეცნების მეთოდოლოგიების დიდი  მოყვარული.

ჩემს შესახებ

ჩემი ინტერესების სფეროს ყოველთვის წარმოადგენდა თვითშემეცნება. ამ მხრივ, მონაწილეობა მიღებული მაქვს როგორც სხვადასხვა თერაპიულ სემინარებში და ვორკშოპებში, ასევე აქტიური და პასიური მედიტაციების უამრავ სხვა და სხვა პრაქტიკებში.

 

თანამედროვე ჰუმანიტარული და კონსულტაციური ფსიქოთერაპიული მეთოდოლოგიებიდან გამოვყოფდი ჰოლოტროპულ სუნთქვებს და ასევე ნეო-რაიხიანულ ბიოენერგეტიკას, რომლებიც კუნთოვან ჯავშანის შრეზე მუშაობენ და ძალიან სარგებლიანია ემოციური და სომატური შრისთვის.

 

რაც შეეხება მედიტაციებს, აქ ოშოს აქტიურ მედიტაციებს ავღნიშნავდი, როგორებიც არის Kundalini, Dynamic, No-Dimention. ესენი სტრესული ყოველდღიურიბისთვის ზედგამოჭრილი მეთოდებია, რადგან მათში გაბალანსებულია აქტიური და პასიური მხარე. თავიდან გვესაჭიროება განმუხტვა, რომ უფრო ადვილად შევძლოთ მედიტირება. ჩვენში ამისთვის გარკვეული პირობა უნდა შევქმნათ და ამაში სხეულის და ემოციების ჩართულობა გარდაუვალია თანამედროვე ადამიანისთვის.

 

ბოლო დროს ძალიან დამაინტერესა ასვე სისტემურმა და საოჯახო განლაგებებმა. ეს მეთოდი უნიკალურია იმ მხრივ, რომ ჩვენში არაცნობიერ შრეებს ძალიან მარტივად წვდება და ურთიერთობების დაფარულ დინამიკებს და მათში რესურსულ პოტენციებსაც აშკარას და ხელშესახებს ხდის.

 

თავიდან მონაწილეობას ვიღებდი მოქშას სისტემური განლაგების ვორკშოპებში, როგორც უბრალოდ მონაწილე. ახლა ვარ სისტემური და საოჯახო განლაგებების ვორკშოპების ასისტენტი. ეს სფერო კიდევ უფრო სიღრმისეულად მინდა რომ შევიმეცნო, რადგან ჩემთვის ეს არ არის უბრალოდ რაიმე ფსიქოლოგიური ტექნიკა.

 

ამ მეთოდის მეშვეობით ხელი ეწყობა ჩვენს პიროვნული ზრდას, ადამიანებს გვიყალიბდება უფრო ფართო და გაცნობიერებული ხედვა საკუთარი თავის შინაგანი პროცესების შესახებ და ასევე უფრო სიღრმისეული და ფართო აღქმა იმ გარემოსი, რომელშიც სხვებთან ერთად თანაარსებობაში ვიმყოფებით.

კონტაქტი

მე დაგეხმარებით სისტემური განლაგების ვორკშოპების შესახებ ინფორმაციის მოწოდებასა და დაკვალიანებაში.

bottom of page