top of page
269979438_4957880527575947_7593489613592048599_n.jpg

ლილა
(ნინი ანდღულაძე)

ლილა არის სისტემური განლაგებების ვორკშოპების ასისტენტი, აქტიური მედიტაციების, NLP-ს და

EMDR-ს სპეციალისტი

ჩემს შესახებ

საკუთარ თავს შინაგანი სამყაროს მკვლევარად მოვიაზრებ. ადრეული წლებიდან მოყოლებული ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო პასუხები მეპოვა იმ კითხვაზე, თუ ვინ ვარ მე.

 

ჩემმა ძიებამ მიმიყვანა ფილოსოფიის შესწავლამდე, მოგვიანებით კი რელიგიის კვლევების მაგისტრი გავხდი და ვიკვლევდი შამანურ პრაქტიკებს ურბანულ გარემოში. ამის პარალელურად დამაინტერესა ადამიანის გონების შესაძლებლობებმა და გავხდი ნეირო ლინგვისტური პროგრამირების ქოუჩი და REM დეკოდირების სპეციალისტი. მაქვს ინდივიდუალურ კლიენტებთან და ჯგუფებთან მუშაობის რამდენიმეწლიანი გამოცდილება.

 

ჩემს სამუშაოში გაერთიანებული მაქვს დასავლური ეზოთერული ცოდნა, თანამედროვე ფსიქოლოგიის ინსტრუმენტები და შამანიზმის სიბრძნე. მიყვარს, როდესაც ადამიანებს თავიანთი ბუნებრივი მშვენიერების აღმოჩენაში ვეხმარები, რისი ხედვაც ხშირად დაბლოკილია ჩვენს სხეულეში, გულში და გონებაში საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდების განმავლობაში და იწვევს როგორც შინაგან, ისე, ინტერპერსონალურ კონფლიქტებს.

 

ჩემი მიდგომა თანაბრად არის მისტიურიც და პრაქტიკულიც, რადგან ჩემი შეხედულებით ადამიანური გამოცდილება საკრალურიცაა და ამქვეყნიურიც.

 

ძირითადად ვიყენებ NLP-ს, EMDR-ს და მედიტაციას, რომ შევქმნა საჭირო ველი, ადამიანების შინაგანი გამოცდილების ტრანსოფრმაციისთვის.

 

ამჟამად ვსწავლობ IASA -ს სისტემური და საოჯახო განლაგების მეთოდს, რომელიც ჩემთვის აღმოჩენა იყო. იგი საშუალებას იძლევა პრობლემა აღვიქვათ სისტემურად და ამით ადამიანის ცხოვრების ძალიან ღრმა ფუნდამენტს შევეხოთ.

კონტაქტი

მე დაგეხმარებით სისტემური განლაგების ვორკშოპების შესახებ ინფორმაციის მოწოდებასა და დაკვალიანებაში.

bottom of page