top of page
364194345_243303955248396_8438204864204289671_n.jpg

მამუკა გურული

მამუკა გურული არის ფსიქოლოგი, პიროვნული განვითარების მენტორი, ინდივიდუალური და ჯგუფური ტრენერი, არაცნობიერის მკვლევარი, ეზოთერიკოსი, magma.ge-ს დამფუძნებელი.

ჩემს შესახებ

ფსიქოლოგიაში ჩემი ძირითადი მიმართულებებია: იუნგიანური ფსიქოლოგია, სისტემურ-ვექტორული ფსიქოლოგია, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოლოგია, REM დეკოდირების სესიები, ვედური ფსიქოლოგია, ბიოენერგეტიკული პრაქტიკები... დაინტერესებული ვარ აღმოსავლური მისტიციზმით და დასავლური შამანიზმით. სხვადასხვა კუთხით და მიმართულებით ვიკვლევ ადამიანის არაცნობიერს, და ვცდილობ ვიპოვო კავშირები სხვადასხვა ფსიქოლოგიურ და ეზოთერულ სისტემას შორის. ასევე ვარ ეგრეგორების მკვლევარი.

 

ჩემს მიერ დაფუძნებული პლატფორმა - magma.ge - საშუალებას აძლევს ადამიანებს, რომ გაეცნონ ძალიან საინტერესო ლიტერატურას, სტატიებს, ვიდეოებს. შეიმეცნონ საკუთარი თავი - უამრავი თეორიული და პრაქტიკული საშუალებით, გაიარონ ინდივიდუალური და ჯგუფური ტრენინგები.

 

ამჟამად ვსწავლობ სისტემური განლაგების მეთოდს, და ვთვლი, რომ ეს არის ძალიან კარგი და პრაქტიკული მეთოდი არაცნობიერის კვლევისთვის - იმ პროგრამების გაცნობიერებისთვის და შეცვლისთვის, რომლებიც ცხოვრებაში და პიროვნულ განვითარებაში ხელს გვიშლიან.

 

ამჟამად მოქშასთან და შტეფანი ჰარტუნგთან ერთად გავდივარ საერთაშორისოდ აღიარებულ საოჯახო განლაგების სასწავლო ტრეინინგ IASA-ს.

კონტაქტი

მე დაგეხმარებით სისტემური განლაგების ვორკშოპების შესახებ ინფორმაციის მოწოდებასა და დაკვალიანებაში.

bottom of page