top of page
AutorenbildMoksha Peikari

აბორტი



განლაგებების მეშვეობით ჩანს ხოლმე, რომ აბორტი არ არის მხოლოდ მშობლების პრობლემა. ეს ასევე სხვა ბავშვებზეც ძლიერად მოქმედებს. შეგნებულად თუ არაცნობიერად, ამ ბავშვებს ძალიან ეშინიათ დედის, რადგან დედები უზარმაზარ ძალას ფლობენ, სიცოცხლესა და სიკვდილზე ძალაუფლებას. დედები ბავშვებს სიცოცხლეს ანიჭებენ, მათ საზრდოობენ და ასევე იცავენ მათ. ისინი მთლიანად ცხოვრების სამსახურში არიან. ამიტომ ქალები ამას უზარმაზარ ძალად და ძალაუფლებად აღიქვამენ...


 


ეს ზოგჯერ მათ აფიქრებინებს, რომ მათ სიკვდილზეც კი ძალა აქვთ. ასე, რომ ისინი არამარტო სიცოცხლეს ემსახურებიან, არამედ ისე იქცევიან ხოლმე, თითქოს სიცოცხლესა და სიკვდილზე, ორივეზე ერთად ჰქონდეთ ძალა. ეს განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ხოლმე აბორტის შემთხვევაში.


რა თქმა უნდა, ამაში ასევე მამებიც თანამონაწილეობენ, მაგრამ არა ისეთი ფორმით, როგორც ქალები. შედეგად, არამარტო ბავშვებს, არამედ მამაკაცებსაც ასევე ხშირად ეშინიათ ხოლმე ასეთი შორ შედეგებზე წამსვლელი ქალების.

ახლა დავუბრუნდეთ აბორტს. შესაძლებელი იყო, რომ აბორტი არ დაგვეყენებინა იმავე დონეზე, როგორც მკვლელობა და ისე ჩაგვეთვალა, რომ თითქოს ამას არ მოჰყვებოდეს იგივე შედეგები. თუმცა განლაგების დროს ჩანს ხოლმე, რომ აბორტს ისეთივე მსგავსი შედეგები აქვს, როგორც მკვლელობას.


პირველი აქ ის არის, რომ ქალმა და რა თქმა უნდა ასევე მამაკაცმაც, თუ ისიც აბორტის მომხრეც იყო, უნდა აღიარონ, რომ მათ ბავშვი მოკლეს. ეს ერთი შეხედით შეიძლება ძალიან მკაცრად გამოიყურებოდეს...


მაგრამ მე ამას ხშირად ვხედავდი ხოლმე, როდესაც განლაგებაში მყოფი დედა ნააბორტალ ბავშვს (ამ შემთხვევაში მის რეპრეზენტატორს, ანუ წარმომადგენელს) ეუბნებოდა: ”მე შენ მოგკალი”, მაშინვე უცებ ყველა სისტემის თანამონაწილე უკეთ ხდებოდა ხოლმე. ეს ასეა, იმიტომ რომ ასეთ დროს არაფერი აღარ არის რაღაცით „შელამაზებული“.


მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს აღიარდება და შეიგრძნობა სულში, შესაძლოა რომ ეს გარკვეულწილად მოგვარდეს.


პირველი შედეგი აბორტის ის არის, რომ ამის შემდეგ მამაკაცთან ურთიერთობა ჩვეულებრივ სრულდება. ის აღარ არის იგივე, რაც ადრე იყო. მამაკაციც ასევე აბორტდება ბავშვთან ერთად. თუ აბორტზე ორივე თანახმა იყო, მათი ურთიერთობაც აბორტდება ბავშვთან ერთად...


აქ არებობს გარკვეული ბალანის მოთხოვნილებაა და საჭიროება.

განსაკუთრებით ქალი, მაგრამ ასევე ხშირად მამაკაციც, შინაგანად ამის გამოსყიდვას ცდილობიენ სიკვდილით. მათ აქვთ იდეა, რომ თავადაც უნდა მოკვდნენ. თუმცა ისინი რა თქმა უნდა ყოველთვის პიდაპირ ასე არ იქცევიან. დედა ძლიერად გრძნობს მიზიდულობას თავის ნააბორტალ ბავშვებთან. მაგრამ თუ ის ამ შეგრძნებას შინაგანად წინააღმდეგობას უწევს, ამას მისი სხვა შვილი იღებს თავის თავზე. შესაბამისად, აქედან გამომდინარე, მერე ამ ბავშვს უჩნდება ხოლმე სიკვდილთან მიზიდულობა...


აბორტს ასევე კიდევ ერთი რამ უკავშირდება. აბორტის შედეგად ქალიც და კაციც კარგავენ თავიანთი სულების ნაწილს. ქალი ამასთან ერთად კარგავს თავისი სხეულის ნაწილს, თითქოს მისი რომელიმე კიდურის ამპუტაცია ხდება. ის თითქოს ახლა მის დაკარგულ სულის სხეულის ნაწილებს ეძებს. ამიტომაც მიილტვიან ხოლმე ისინი შინაგანი განცდებით მათი ნააბორტალი შვილების სიკვდილში...

საოჯახო განლაგებში ამ მოძრაობიდან გამოსავალი არ არსებობს. ჩვენ ამას ვხედავთ და მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ „ეს ასეა“.

მაგრამ კიდევ არის ისეთი რაღაც, რაც სცილდება საოჯახო განლაგებას, და ეს რაღაცა სხვა დონეზეა.


შეუძლია ვინმეს მართლა მოკლას სხვა ადამიანი? ნამდვილად გვაქვს ძალაუფლების სხვა ადამიანის ცხოვრებაზე? მართლა აქვთ ძალა დედებს შვილების ცხოვრებაზე? ასე ვთქვათ, მათ ისინი სამყაროდან მართლა გააქრეს? ისინი აქედან საბოლოოდ წავიდნენ?


არაფერი არ ქრება. სიცოცხლესა და სიკვდილს, ორივეს, მათზე კიდევ უფრო დიდი ძალა განაპირობებს. ეს ძალა მფარველობს ყველას და ასევე ნააბორტალ ბავშვებსაც. ამიტომ ისინი აქ არიან. ახლა ქალს შეუძლია ეს ბავშვები შინაგანად მიანდოს ამ უფრო დიდ ძალას.


ბერტ ჰელინგერი

8 Ansichten0 Kommentare

Comentários


bottom of page