top of page

„ათი მცნება“ კარგი მეწარმისთვის



სისტემურ განლაგებაში ოჯახური სტრუქტურების გარდა ასევე განიხილება სხვა და სხვა სახის დაჯგუფებებიც. ისეთები, როგორებიც არის მაგალითად სამსახურეობრივი, სამეგობრო, კლუბის ან რაიმე სახის ნეტვორკის წევრობის და ასევე სხვა ტიპის გაერთიანებები, სადაც ოჯახებისგან განსხვავებით განსხვავებული კანონზომიერებები მოქმედებს. მაგალითისთვის - ოჯახებში ურთიერთობები არ წყდება და არ მრთავრდება. ასევე მის წევრებს შორის იერარქიები უცვლელი რჩება. საწარმოებში და ორგანიზაციებში ეს პირიქით არის. იერარქიები ცვალებადია და ურთიერთობების დამთავრებაც შესაძლებელი.


 

ქვემოთ გთავაზობთ სამსახურეობრივი და საწარმოს ტიპის ორგანიზაციული სისტემების მიმართ განლაგების მეთოდოლოგიის დამოკიდებულებას:



„ათი მცნება“ კარგი მეწარმისთვის


**პირველი: კარგი მეწარმე მაშინ ვარ, როცა იმას, რაც სხვას უნდა შევთავაზო, მისთვის სარგებლობა მოაქვს. რაც უფრო მეტად ჭირდებათ მათ ის, რასაც ვთავაზობ, მით უფრო მნიშვნელოვანი ხდება ის, რაც შემიძლია მათ შევთავაზო. მაშინ წარმატებას წინ აღარაფერი უდგას. რით გამოირჩევა მეწარმე? მას აქვს ის, რაც სხვებს ჭირდებათ და ის, რაც მას აქვს, სხვებისთვის ხელმისაწვდომს ხდის. რაც უფრო მეტი აქვს მას ის, რაც სხვებს ჭირდებათ, მით უფრო იზრდება მისდამი პატივისცემა და ამასთან, მისი წარმატებაც. დასკვნა: საწარმოს სარგებლობა მოაქვს. რაც უფრო მნიშვნელოვანია მისი საყოფაცხოვრებო მომსახურება, მით უფრო დიდია მისი გავლენა.


**მეორე: მეწარმეს დამხმარეები ჭირდება. მან უნდა მოიზიდოს თანამშრომლები, მათ შესაბამისად ასწავლოს და შესასრულებელი სამუშაო გააცნოს, რათა მათ, ის, რაც მას აქვს სესათავაზებელი, საუკეთესოდ გააკეთონ და ადამიანებამდე მიიტანონ. მაშასადამე, ის, რაც მან სხვებს უნდა შესთავაზოს, უნდა აწარმოოს დს გაყიდოს.


**მესამე:

მეწარმე საწარმოს უნდა წარუძღვეს. საწარმოს ის თავისი იდეებით მართავს. ის მართავს პროდუქციის წარმოებით, მართავს გაყიდვით და ყველაფერ იმით, რაც მას ამისთვის ესაჭიროება.


**მეოთხე:

მეწარმე კონკურენციას თავს არ არიდებს. კონკურენციის მეშვეობით ის თავის პროდუქციას აუმჯობესებს და ამით მათთვის, ვისაც ეს პროდუქცია ჭირდება, მეტი სარგებლობა მოაქვს.


**მეხუთე:

მეწარმე იცავს თავის საწარმოს თავდასხმებისგან და მის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს. ის თავდაჯერებას და დამოუკიდებლობას არ კარგავს.


**მეექვსე: მეწარმემ იცის, რომ სხვებზეა დამოკიდებული, მათზე, ვისთან ერთადაც საერთო საქმე უნდა გააკეთოს. მან იცის, ისინი როგორ მოიზიდოს და თავისთან დაიტოვოს.


**მეშვიდე: მეწარმეს ახარებს თავისი წარმატება, რადგან წარმატებას მისთვის ბედნიერება მოაქვს. როცა მეწარმე ბედნიერია და ამ ბედნიერებას სხვას უზიარებს, ამით მისი თანამშრომლები და მათთან ერთად მათი ოჯახებიც ხარობენ.


**მერვე: მეწარმე სხვების მიმართ სოლიდარულია. მან იცის, რომ ბევრი ადამიანის ბედნიერება მის წარმატებაზეა დამოკიდებული. ამიტომ ის სხვების ცხოვრების საფუძვლების სიმტკიცისათვის, სხვათა დახმარებით, ახალ-ახალ წარმატებებს აღწევს.


**მეცხრე: მეწარმე დროულად გადასცემს თავის საწარმოს მემკვიდრეს. ის მისთვის თავისუფალ სივრცეს ტოვებს, რომელიც მას წარმატებისთვის ჭირდება. თავად კი კვლავაც ამ საწარმოს სული და გულია, რომელიც მისთვის სიკეთით მოქმედებს.


**მეათე: მეწარმე საწარმოს განვითარებას უთმობს, თუნდაც განვითარების ტენდენციები მის წარმოდგენებს ეწინააღმდეგებოდეს. ის საწარმოს დროის მდინარებას გადასცემს, რომელიც არც მას უწევს ანგარიშს და რომელსაც ის კეთილგანწყობით უყურებს.


ბერტ ჰელინგერი

5 Ansichten0 Kommentare

Comments


bottom of page