…ჰონგ-კონგში იყო ერთი ქალი, რომელსაც თერთმეტი დაავადება ჰქონდა. ამ დაავადებების წარმომადგენლებად განლაგების დროს მის გარშემო დავაყენეთ თერთმეტი რეპრეზენტატორი. დროთა განმავლობაში ზოგიერთი მათგანი დიდი ტკივილით ეცემოდა მიწაზე, ზოგიერთი ტიროდა... კლიენტმა ყველა მათგანს შეხედა და ისინი სათითაოდ გულში ჩაიკრა...
ერთი წლის შემდეგ იგი სხვა განლაგებაზე მოვიდა. თავს უკვე ბევრად უკეთ გრძნობდა. მან თქვა, რომ სურდა რაღაცა ეთქვა მის ოჯახზე, რაც ადრე მოხდა. მან მოყვა, რომ მისმა მშობლებმა დაახლოებით ხუთი-ექვსი შვილი გააშვილეს. მათ ეს შვილები ფულზე გაყიდეს, რადგან ძალიან ღარიბები იყვნენ და ვერ აღზრდიდნენ. მათ ასევე აბორტითაც მოიცილეს რამდენიმე ბავშვი. ვკითხე ეს ბავშვები სულ რამდენი იყვნენ მეთქი და თერთმეტიო მიპასუხა იმ ქალმა.
შემდეგ ეს თერთმეტივე ბავშვი დავაყენეთ და ის ქალი ისევ წრეში მოვათავსეთ. მათი მშობლები წრის გარეთ დავაყენეთ. კლიენტი აქაც ისევ შუაში იდგა, როგორც ადრე და უყურებდა თითოეულ და-ძმას. მათ შორის იყო ღრმა ემოცია - ძალიან ღრმა სიყვარული.
მშობლები გარეთ იდგნენ და ტიროდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ეს წრე გავხსენით და მშობლებიც შევიდნენ. ყველას ერთმანეთის ხელები ეჭირათ, ერთმანეთს უყურებდნენ და ღრმა სიყვარულით ერთიანდებოდნენ...
ბერტ ჰელინგერი
Comments