top of page
AutorenbildMoksha Peikari

აუტიზმი განლაგებებში



როგორ შეიძლება ოჯახური განლაგება დაეხმაროს ჩემს შვილს?


აუტისტური სპექტრის და განვითარების სხვა დარღვევების მქონე ბავშვები ხშირად მგრძნობიარენი არიან გარე ენერგიებისა და გარემოდან წამოსული სენსორული სტიმულების მიმართ (ვიზუალური, სმენითი, შეხების, ყნოსვითი), ამიტომ ისინი ძალიან ადვილად განიცდიან სენსორულ გადატვირთვას. დიტრიხ კლინგჰარდტი MD, PhD თვლის, რომ ენერგეტიკული მგრძნობელობის მქონე ეს ბავშვები მოწყვლადები არიან თავიანთ ოჯახებში არსეული ენერგეტიკული დარღვევების მიმართ.


 

ყველა ოჯახს აქვს მრავალი განუკურნებელი, თაობათაშორისი ოჯახური პრობლემა, რაც საბოლოოდ ენერგიის ბლოკირებას იწვევს. დოქტორი კლინგჰარდტი თვლის, რომ ამ ბავშვების წარმომავლობითი ოჯახების განკურნებით, მცირდება მათ ოჯახებში არსებული ენერგეტიკული ბლოკები და ასევე ტოქსიკური ტვირთი, რომელსაც ისინი ატარებენ. დოქტორი კლინგჰარდტი თვლის, რომ ოჯახური განლაგების თერაპია ის მეთოდია, რომელსაც შესწევს ძალა დააკორექტიროს მრავალი დისბალანსი, რომელსაც ეს ბავშვები განიცდიან.


მაგალითი:

აუტიზმის მქონე ბიჭის ოჯახური ისტორია სავსე იყო არეულობითა და ტკივილებით, მისი ორივე მშობლის მხრიდან. მამამისი საკუთარი დედის ტრაგიკული ისტორიდან არ იყო გამოსული. ბიჭის დედა, ემიგრანტი გახლდათ, რომლის ოჯახი პოლიტიკურ დევნილობაში იმყოფებოდა და შესაბამისად ამერიკაში ფეხის მოკიდება გაუჭირდათ. გარდა ამისა, მათ გადაწყვიტეს წინა ბავშვზე აბორტი გაეკეთებინათ, რასაც არ მოჰყოლია შესაბამისი გლოვა. როდესაც სცენა გაიშალა, ბიჭის წარმომადგენლის სხეულის ენამ მისი დაკავშირებულობა აჩვენა ამ საკითხებთან. თვალშისაცემი იყო მისი მკვეთრი თვალის კონტაქტი აბორტი მსხვერპლი ბავშვის წარმომადგენელთან.

შვილისთვის ტვირთის შესამსუბუქებლად, საჭირო იყო მამა ნაკლებად ყოფილიყო მიჯაჭვული დედამისის ამბავთან და მეტად ჩართულიყო მისი ამჟამინდელი ოჯახის საკითხებში. დედას სჭირდებოდა პატივისცემა მოეპოვებინა და დაფუძნებულიყო მის ახალ ქვეყანაში. ასევე საჭირო იყო, დედას და მამას ერთობლივად მიეგოთ პატივი აბორტირებული ბავშვის სულისთვის და მისთვის ადგილი გამოეყოთ მათ გულებში. როდესაც მათ ეს გააკეთეს რიტუალიზებული სიტყვებითა და ჟესტებით, ბიჭის წარმომადგენელმა შვებით ამოისუნთქა.


დასკვნა:

ტრანსგენერაციული ტრავმები აძლიერებენ ავადმყოფობებისკენ მიდრეკილებას. ჩვენი წინაპრების უბედურებამ ან მოუგვარებელმა კინფლიქტებმა შეიძლება არეულობა გამოიწვიოს ოჯახურ სფეროში, რაც აისახება ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე და მეტაბოლურ ფუნქციონირებზე. ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვები განსაკუთრებით მგრძნობიარენი არიან ასეთი დარღვევების მიმართ. ხშირად თერაპია და ბიოსამედიცინო ჩარევები წარმატებულია მხოლოდ ოჯახური განლაგების სესიებზე მომხდარი განკურნების შემდეგ. საბედნიეროდ, არასდროს არის გვიან წარსულის ჭრილობების შეხორცებაზე ზრუნვა. ოჯახური განლაგებით მუშაობა უნიკალურია იმით, რომ ოჯახის ნებისმიერ ცოცხალ წევრს შეუძლია ცვლილებების განხორციელებას ყველას სასარგებლოდ.


ოჯახური განლაგებები

ოდესმე გაუოცებიხართ იმ ფაქტს რომ ზოგიერთი ოჯახი, მაგალითად კენედების, სავსე იყო ტრაგედიითა და ტკივილებით, თითქოს ,,გაჟღენთილები’’ იყვნენ ამ ყველაფრით? როგორც მშობლების, ჩვენი ღრმა სურვილია, რომ ჩვენი შვილები სიყვარულით, სიხარულითა და ბედნიერებით იყვნენ სავსე, როდესაც ამის ნაცვლად ვიღებთ მათ ავადმყოფობას, წარუმატებლობას და კონფლიქტს სურვილი გვიჩნდება გამოვარკვიოთ თუ რა არის ამის მიზეზი. პლანეტები? ალერგიები? დაბადების ტრავმა? ამაზე განსხვავებული პასუხი აქვს გერმანელ ფსიქოანალიტიკოს ბერტ ჰელინგერს. მისი ოჯახური განლაგების მეთოდი დაფუძნებულია იმ იდეაზე, რომ ინდივიდის დისფუნქციისა და ტანჯვის მიზეზი ხშირად მის ცხოვრებას კი არ უკავშირდება დაბადებიდან აწმყომდე, არამედ წარსულში, ოჯახის ხაზში მომხდარ მტკივნეულ მოვლენებს. დღეს ოჯახური განლაგება ერთ-ერთ ყველაზე ღრმა თერაპიად ითვლება ევროპასა და ამერიკაში.


რატომ არის წარსული ასე მნიშვნელოვანი?

არაფერია ისე მნიშვნელოვანი ბავშვისთვის, ვიდრე კუთვნილების განცდა. თუმცა, ზოგჯერ ბავშვი მიკუთვნებულობის გზად ისახავს ისე ტანჯვას, როგორც მის ოჯახში მასზე უფრო ადრე დაბადებულები იტანჯებოდნენ. ბავშვი შეიძლება „გაიხლართოს“ სხვა ოჯახის წევრის რთულ ბედში და გაუცნობიერებლად მოიზიდოს უბედურება, წარუმატებლობა, დამოკიდებულება ან ავადმყოფობა საკუთარ ცხოვრებაში. ოჯახური განლაგების მიზანია გამოავლინოს ეს ფარული დინამიკა და მიგვითითოს საკითხის მოგვარების საშუალებებზე.


როგორ უკავშირდება განლაგებები აუტიზმს?

თაობათაშორისი განუკურნებელი ოჯახური პრობლემები არეულობას ქმნის ოჯახის ენერგეტიკაში, რაც აისახება ბავშვის ფსიქიკაზე, ნერვულ სისტემაზე და მეტაბოლურ ფუნქციონირებაზე. ტოქსინები ხელს უშლიან მათ ფიზიკურ სხეულს ინფორმაციის მიღებაში. მათი განსაკუთრებული ენერგეტიკული მგრძნობელობის გამო, აუტიზმით დაავადებულ ბავშვებზე ადვილად გადადის წინაპრების მოუგვარებელი ტრავმები, რაც მათ ავადმყოფობას ართულებს. ეს ბავშვები სხეულის გარეთ უფრო ცხოვრობენ, ვიდრე შიგნით. თითქოს სული სხეულის გარეთ ეძებს დასამკვიდრებელ ადგილს, მაგრამ დაზიანებული რეცეპტორების გამო ვერ პოულობს მას.


ავადმყოფობაც და განკურნებაც ხდება კლინგჰარდტის პარადიგმის ხუთივე დონეზე: ფიზიკური, ელექტრომაგნიტური, გონებრივი, ინტუიციური და სულიერი. ნებისმიერი დარღვევა ფიზიკურ სფეროში, სხეულის სტრუქტურასა და ფუნქციებში, ასევე სხვადასხვა ფორმით ვლინდება დანარჩენ ოთხ დონეზე. ოჯახური განლაგება მუშაობს მეოთხე (ინტუიციურ) დონეზე, რასაც კარლ იუნგი უწოდებს „კოლექტიურ არაცნობიერს“. ეს დონე ჩვეულებრივ იგნორირებულია უფრო ცნობილ განკურნების მეთოდებში.


განლაგებებით მუშაობა უნიკალურია; ის შეიძლება ჩატარდეს ბავშვების განკურნებისთვის ნებისმიერ დროს, ოჯახის ნებისმიერი წევრის მიერ. კლინგჰარდტი გვირჩევს გავიაროთ ოჯახური განლაგების ორი ან სამი სესია, რათა სისტემა გათავისუფლდეს. შემდეგ სხვა მკურნალობის მეთოდები მოულოდნელად უფრო ეფექტური ხდება. ბევრი ადამიანი იყენებს ოჯახური განლაგების მეთოდს მათ სამუშაოში. მათი უმეტესობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პროფესიონალია. თუმცა, აუტიზმის სირთულის გათვალისწინებით, განლაგების მეთოდი ეხმარებათ ექიმებს, ექთნებს, დიეტოლოგებს და სხვა დისციპლინების წარმომადგენლებსაც.


როგორ მუშაობას ოჯახური განლაგება?

ოჯახური განლაგებები ძირითადად ჯგუფში ტარდება. ფასილიტატორთან მცირე კითხვა-პასუხის შემდეგ, ინდივიდი, რომელსაც თავისი პრობლემის განხილვა სურს, მონაწილეებიდან ირჩევს მისი და მისი ოჯახის წევრების წარმომადგენლებს, რეპრეზენტატორებს. იგი განალაგებს მათ, ისე, როგორც მისთვის სწორია და ჯდება, რომ პროცესს დააკვირდეს. მალევე რეპრეზენტატორები იწყებენ ფიზიკური შეგრძნებების, ემოციების, ან საჭიროებების გამოხატვას, რომლებიც ეკუთვნით არა პირადად მათ, არამედ ოჯახის იმ წევრებს, რომლებსაც ისინი წარმოადგენენ. ისე ჩანს, რომ ისინი ანტენები ხდებიან და ინფორმაციას იღებენ ,,ოჯახის სულისგან’’ რომელიც მისტიურად იმყოფება სესიის ოთახში. ფასილიტატორები მას ,,მცოდნე ველს’’ ეძახიან.


დაკვირვების, კითხვების, განცხადებებისა და მოძრაობების მეშვეობით ფასილიტატორი და კლიენტი ახლებურად აღიქვამენ საკითხს. შეიძლება პროცესში გამოიკვეთოს გზა, რომელიც კლიენტს საშუალებას მისცემს გაწყვიტოს კავშირი ოჯახის წარსულში არსებულ სირთულეებთან. განლაგებები გრძელდება 10 ან 15 წუთიდან ერთ საათზე მეტ ხანს. როდესაც ფარული დინამიკა ნათელი ხდება და მშვიდობისა და შერიგების მოძრაობები წარმოიქმნება, ოჯახში ნამდვილი სიყვარული და ძალა იწყებს დინებას.

9 Ansichten0 Kommentare

Comments


bottom of page