ბალანსის მნიშვნელობა არქაული გაცემის და მიღების შინაგანი სტრუქტურიდან მოდის. მისი ერთ-ერთი არსებული თეზისი ნიშნავს, რომ ურთიერთობები მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება წარმატებული იყოს, თუ გაცემასა და მიღებას შორის ბალანსი წესრიგშია.
თუ ვინმე რამეს იღებს, ის გამცემის "ვალშია". ეს გაძლევს უდანაშაულობის და დანაშაულის განცდას. ადამიანს ააქვს დანაშაულის შეგრძნება, როცა მას როგორც გამცემს არაფერი აქვს დასაბრუნებელი; ის გრძნობს უდანაშაულობას, როცა მან შეძლო დაბრუნება, ანუ ან "ვალის" გადახდა. ის ამითი თავისუფალდება ვალდებულების შეგრძნებისგან და განცდისგან.
რეალური და ჯანსაღი ურთიერთობა მხოლოდ მანამდე ფუნქციონირებს, სანამ ყველა დონეზე ბალანსია.
თუ ერთი პარტნიორი შინაგან განვითარებაში ნახტომს აკეთებს და მისი მეწყვილე მას მიჰყვება, ამ შემთხვევაში ერთი პარტნიორი აძლევს, მეორე იღებს. ასევე უნდა ხდებოდეს პირიქითაც, მეორე პარტნიორის მხრიდანაც. მაგრამ, თუ ქანქარა მხოლოდ ერთ მხარეს ტრიალებს, მაშინ ასეთი ურთიერთობა აღარ ფუნქციონირებს. ამ შემთხვევაში გამცემი პარტნიორის მოთხოვნილებები არ არის პატივნაცემი, დანახული და დაკმაყოფილებული. სწორად ამიტომ ინგრევა ხოლმე ხშირად ასეთი ურთიერთობები.
სიყვარულში ბალანსი ასევე იმასაც ნიშნავს, რომ როდესაც ვინმემ შენთვის რაღაც ცუდი გააკეთა, შენ მისთვის ნაკლებად ცუდი უნდა გააკეთო. ეს ამთავრებს ჯაჭვურ რეაქციას და მეორეს შესაძლებლობას აძლევს რომ შენდამი კეთილგანწყობის დამოკიდებულება და სივრცე შეიგრძნოს.
ჩვენ ხშირად შეცდომას ვუშვებთ ხოლმე და ან უფრო მეტს ვუბრუნებთ უკან, ან საერთოდ არაფერს არ ვუბრუნებთ. პირველ შემთხვევაში ტიპიურად ჭაჭვური რეაქცია ხდება და ეს დაუსრულებლად მოუგვარებელ პროცესში გადადის. მეორე შემთხვევაში კი, ჩვენ ამით საკუთარ თავებს მასზე მაღლა ვაყენებთ, რაც პრობლემას ასევე არ აგვარებს.
განკუთვნადობა, ბალანსი, წესრიგი (სტრუქტურა)
სამივე მცნება მათივე საკუთარი დანაშაულის და უდანაშაულობის განცდით განისაზღვრება:
განკუთვნადობის დროს ჩვენ უდანაშაულობას ისე განვიცდით, როგორც კლანთან ან ოჯახთან შინაგან კავშირს. მათი წევრობისგან გამორიცხვის დროს დანაშაულის გრძნობას განვიცდით. ამ კონტექსტში ინდივიდსა და ჯგუფს შორის ნებისმიერი უთიერთ-დამოკიდებულებითი ქმედება განკუთვნადობასთან მიმართებაშია.
გაცემისა და მიღების ბალანსში უდანაშაულობა არის ვალდებულებისგან თავისუფლება და დანაშაული ვალდებულებაა.
წესრიგის, ან შინაგანი სტრუქტურის გადმოსახედიდან უდანაშაულობა აღიქმება როგორც ერთგულება, დანაშაული კი როგორც გამყიდველობა და ასევე როგორც სასჯელის შიში.
განკუთვნადობის და სიყვარულთან მიჯაჭვულობის გამო, ადამიანების უპირატესობებსა და ნაკლოვანებებს შორის გარკვეული ბალანსია საჭირო. ერთის მხრივ უდანაშაულობასა და ბედნიერებას, მეორე მხრივ დანაშაულსა და ბედნიერებას შორის. ასევე როგორც სიცოცხლესა და სიკვდილს შორის ოჯახის სისტემაში. (ასევე სისტემაში არსებულ მრავალ თაობებს შორის). ხშირად ხდება, რომ სისტემაში ვიღაცას სურს უბედური იყოს, რადგან რომელიმე სისტემის სხვა წევრი იყო უბედური. ან უნდა რომ ამ სხვა წევრს თავისი ტანჯვით დაეხმაროს, რადგან ეს სხვა უბედური იყო.
ეს არის არაცნობიერი სიყვარული, რომელიც სისტემასთან მიჯაჭვულობით და მასთან განკუთვნადობის სურვილით და განცდით არის გამოწვეული. ამის უკან დგას გადარჩენის სტრატეგია. როდესაც ამის გაცნობიერებას ვიწყებთ, ნელ ნელა ვხედავთ და ვხვდებით, რომ აღარ არის ეს გადარჩენის სტრატეგია ჩვენი ცხოვრებისთვის და არსებობოსთვის საჭირო და საკუთარი თავის გაგებას, მიღებას და სიყვარულსაც სწორედ აქედან ვიწყებთ.
საკუთარი თავის მიღება და სიყვაული რეალურად წინაპირობაა იმის, რომ ასევე ჩვენი ოჯახის თუ სისტემის წევრების მიმართაც ჭეშმარიტი გრძნობები და სიყვარულის დამოკიდებებულება გვქონდეს, რომელიც უპირობოდ ინდივიდუალურობაზე და დამოუკიდებლობაზეა დაფუძნებული. ეს არის ცნობიერი სიყვარული და ამისკენ ილტვის ასევე სისტემის შინაგანი დინებაც. ამის დანახვა მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, როდესაც ჩვენში გაცნობიერებულობა შემოდის და შვენი შინაგანი ხედვა, აღქმა და პერსპექტივაც შესაბამისად უფრო ნათელი, აშკარა და ცხადი ხდება.
ბერტ ჰელინგერი ამ პროცესს სულის მოძრაობას უწოდებდა. ქართულ ენაში გვაქვს გამონათქვამი, რომ ყველა ოჯახს თავისი სული აქვს. მისი განკურნება სწორედაც ცნობიერ სიყვარულშია დაფარული. თუ ჩვენ შეგვიძლია ამ სიღრმიდან და სიმაღლიდან დაკავშირება საკუთარ სისტემასთან, მაშინ ჩვენი ასევე მისი განკურნვაც შეგვიძლია. პირველი ნაბიჯი საკუთარი თავის არაცნობიერი მიჯაჭვულობების და გადარჩენის სტრატეგიების გაცნობიერებით იწყება.
Comments