სისტემური და საოჯახო განლაგების მეთოდოლოგია შექმნილი იქნა 1990 წელს ფსიქოლოგ, ფილოსოფოს და ავტორის, ბერტ ჰელინგერის მიერ, ვინც 50 წელზე მეტი ხნის განმავლობაში სწავლობდა და კურნავდა ინდივიდებს და ოჯახებს. ის აკვირვებოდა, რომ ბევრი ჩვენთაგანი, როგორც ოჯახის განკუთვნადობის გზას, არაცნობიერად ჩვენს თავზე ვიღებთ დამანგრეველ ოჯახურ თვისებებს, როგორებიც არის შიში, დანაშაულის შეგრძნება, დეპრესია, ალკოჰოლიზმი და ასევე სხვადასხვა სიმპტომური დაავადებებიც.
განლაგების მეთოდი ახლა უკვე ფართოდ გამოიყენება ბევრი სხვადასხვა ჰუმანური სამუშაოების დარგებშიც. როგორებიც არის მაგალითად თერაპიული ინსტიტუციები და ფსიქოლოგიურ კლინიკები. თუმცა ეს სამუშაო გაცილებით უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ თერაპევტული მეთოდი, რომელიც შეიძლება ჩაინიშნოს და ზოგად წესებად მომხმარებლის ინსტრუქციების სახით გადაიცეს.
ადრინდელად კათოლიკი მღვდელი ჰელინგერი სამხრეთ აფრიკაში წავიდა როგორც მისიონერი და 1950 იან და 1960 იან წლებში ზულუს ხალხს ეწვია. 16 წლის განმავლობაში, რომელიც მან მათთან დაჰყო, მან შეისწავლა მათი ენა და აკვირდებოდა ასევე მათ ადგილკობრივ განმკურნებელ ტრადიციებს, მათი მეთოდების შესწავლით ის ნელ ნელა ხვდებოდა შთამომავლობითი თვისებების და მათი ტრანსგენერაციული ტრავმის ეფექტების შედეგების მნიშვნელობას ინდივიდის ცხოვრებაში.
მღვდლობის დატოვების შემდეგ 1960 იან წლებში, ჰელინგერმა ბევრი მასწავლებლისგან შეისწავლა თანამედროვე ფსიქოლოგია. მის სამუშაოზე გავლენა იქონიეს:
ალფრედ ადლერმა - რომელმაც თეორიულად მიუთითა, რომ ინდივიდი და ოჯახის სისტემაში მისი ურთიერთობა ერთმანეთთან კავშირშია.
ჯაკობ მორნომ (ფსიქოდრამის დამფუძნებელი),
ვან ბოზორმონილ ნაჯიმ (ტრანსგენერაციული სისტემური აზროვნების პიონერი).
მილტონ ერიკსონმა (ჰიპნოთერაპიის პიონერი),
ერიკ ბერნემ (ცხოვრების სცენარების კონცეფციის შემადგენელი).
ვირჯინია სატირმა (ოჯახური ქანდაკებების შემქმნელი - რაც საოჯახო განლაგების წინამორბედადაც შეიძლება ჩაითვალოს).
ეს სამუშაო უნიკალურად აშუქებს დამანგრეველ ოჯახურ დინამიკებს, რომლების შესაძლოა ზედაპირის ქვეშ არის მოქცეული. განლაგებას როგორც წესი, ახორციელებს ადამიანთა ჯგუფი, სადაც ჯგუფის წევრები ოჯახის წევრების სანაცვლოდ მონაწილეობენ. ზოგჯერ სხვა ცნებებსაც ან პიროვნების ნაწილებსაც წარმოადგენენ, როგორიცაა გული, სხეული და გონება. ამ მეთოდის გამოყენებით შეიძლება აღდგეს მოვლენათა წესრიგი და სიყვარულს ექნება შესაძლებლობა შეუზღუდავად მიედინებოდეს სისტემაში.
ეს მეთოდი სხვაგვარადაც მუშაობს ინდივიდუალური სესიების დროს, სადაც პატარა ფიგურები შეიძლება ოჯახის წევრების წარმოსადგენლად იყოს გამოყენებული., ან სადაც უბრალოდ ოჯახის წევრები გონებაში შეიძლება იყვნენ წარმოსახულნი. ან ზოგჯერ მარტივი და განმმარტებელი წინადადებების გამოყენების საშუალებით შეიძლება შებოჭილობების გამოხსნა. ყველას შეუძლია მოიპოვოს თავისი ადგილი და ამითი ახალი წესრიგი წარმოისახება: სიყვარულის წესრიგი.
ეს წარმოსახული სურათი ახდენს შინაგან განმკურნებელ ეფექტს.
მოქშა ფეიქარი
Comments