top of page
AutorenbildMoksha Peikari

ბერტ ჰელინგერის ცნობილი გამონათქვამები




1. წარმატებას დედის სახე აქვს.


2. ჩვენი პარტნიორის თვალებში ჩვენ ვეძებთ დედის თვალებს, იმის და მიუხედავად, მამრობითი სქესის ვართ თუ მდედრობითი.


3. მათ, ვისაც დიდი მუცელი აქვთ, დედას ატარებენ მასში. დედა, მე უარგყოფ და ამიტომაც მუცელში გიტარებ. თუ თქვენ გაქვთ მუცელი, კაცი ხართ თუ ქალი, თქვენ გაქვთ პრეტენზია დედასთან დაკავშირებით.


4. მამიკოს გოგონა პატივს არ სცემს მამაკაცებს. ქალიშვილი, რომელიც თაყვანს სცემს მამას, იდეალიზაციას უკეთებს მის თვისებებს. მაშინ ყველა სხვა მამაკაცი მასთან შედარებით მისთვის უსარგებლოდ გამოიყურება.


5. გაბრაზება იმედგაცრუებაა. საკუთარ ცოლზე გაბრაზება იმედგაცრუებაა დედაშენის მიმართ.


6. ეჭვიანობა არის პარტნიორთან განშორებისკენ მოქმედება.


7. დანაშაული და სირცხვილი იწვევს სიკვდილს.


8. ვინც ალკოჰოლურ სასმელს სვამს მას სიკვდილი უნდა.


9. ის უსამართლო ქმედება, რასაც მე ვაკეთებ სხვა ადამიანებისთვის, ხდება ჩემი ბედი.


10. ტანჯვა ბევრად უფრო ადვილია, ვიდრე ცვლილება. იმისათვის, რომ გახდე ბედნიერი, უნდა გქონდეს ამის გამბედაობა.


11. როდესაც ოჯახი თავის ბუნებრივ წესრიგს უბრუნდება, მაშინ ინდივიდს შეუძლია დატოვოს ის მის უკან, ამავდროულად გრძნობდეს თავისი ოჯახის ძალას და მხარდაჭერას. როდესაც მისი კავშირი ოჯახთან აღიარებული, პიროვნების პასუხისმგებლობა ნათლად დანახული და ასევე განაწილებულია, მხოლოდ მაშინ შეუძლია ინდივიდს თავი იგრძნოს განტვირთულად, შევიდეს პირად ურთიერთიბებში წარსულიდან გამომდინარე ყოველგვარი შეზღუდულობის და დაბრკოლების გარეშე.


12. დიდი სული მოძრაობს მხოლოდ ერთი მიმართულებით და ეს არის გაერთიანება იმისა, რაც განცალკევდა.


13. სულის სპეციფიკური წონა იმ ჯამის ტოლია, რაც მან გაბედა.


14. ადამიანის სიდიადე ის არის, რაც მას სხვებთან გათანაბრებულს ხდის.


15. როდესაც სამხრეთ აფრიკაში ვცხოვრობდი, ვიღაცამ მითხრა, რომელია აფრიკაში ყველაზე გრძელი გზა. ეს არ არის გზა კაიროდან კეიპტაუნამდე, ეს არის გზა თქვენი თავიდან გულამდე და ასევე იქიდან - აქ და ახლა.


მოქშა ფეიქარი

7 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page