ოჯახურ განლაგებაში ბულიმიას შემდეგი დინამიკა აქვს: დედის თვალში მამა „არაფრის ღირსია“, ან „არასაკმარისად კარგი“. ბავშვს ასევე შთააგონებენ, რომ რაც დედისგან მოდის ის არის კარგი და მხოლოდ ამის ამისი მიღება შეიძლებაა. ამიტომ, დედისადმი ერთგულების გამო ბავშვი ღებულობს იმას, რაც დედისგან მოდის. თუმცა ის ასევე ამის პარალელურად მამისადმი ერთგულების გამო აღებინებს და ისევ გარეთ ყრის ამ ყველაფერს. ასე რომ, ასე რჩება ბავში ორივე მშობლის მიმართ ჭეშმარიტი და ერთგული მათდამი შინაგანი და უპირობო ლოიალურობის გამო.
ამასთან მიმართებაში არსებობს ერთ ერთი სტანდარტული ინტერვენცია: როდესაც საკვების მიმართ ძლიერი ლტოლვა ჩნდება, ამ დროს რისი ჭამა სურვილიც არის, ეს ყველაფერი, მაგიდაზე უნდა დაიდოს. ამის მერე შვილმა წარმოსახვაში უნდა წარმოიდგიონს, რომ ის პატარაა და მამასთან ახლოს იმყოფება ან მამის კალთაში ზის. ამის წარმოდგენისას, პირველი ლუკმის დროს, მას ასევე შეუძლია ასეთი სახის წინადადება წარმოითქვას: „მამა, მე ძალიან მომწონს შენთან ერთად ყოფნა და შენგან მიღებაც". ეს პროცესი მეორდება ნელ ნელა, ყოველი ახალი ლუკმის დროს.
არის კიდევ ერთი დამატებითი ინტერვენცია, რომელიც დედასთან არის მიმართებული: „დედა, გთხოვ, რომ კეთილგანწყობილად შემომხედო, როდესაც მამისგანაც ვღებულობ. მე ისიც გამიხარდება, მამაჩემისგან შენც რომ ღებულობდე “.
ბულიმიას და კვებით დარღვევებს ძალიან მჭიდრო კავშირი აქვს წამრომავლობითი ოჯახების ისტორიასთან და ამ სისტემების წევრების ურთიერთქმედებებთან. ბულიმია შეიძლება განიხილებოდეს, როგორც დისფუნქციური ოჯახის სიმპტომი. ამიტომ ყოველთვის არ არის ხოლმე საკმარისი მხოლოდ დაზარალებულ ბავშვთან ან მოზარდთან მუშაობა. ბულიმიისგან თავის დაღწევის გზების მოსაძებნად მის ოჯახურ სისტემასთანაც ბევრი სამუშაოებია ჩასატარებელი.
ასევე არსებობს ბულიმიის სხვა მიზეზებიც
ბულიმიისა და კვების დარღვევების მიზეზი შეიძლება ასევე უშუალოდ ძალაუფლებასთან იყოს დაკავშირებული. უძლური და უსუსური ბავშვი თავდაცვის გამო ამითი ითავის ბოლო მძლავრ იარაღს ყენებს რაც მას გააჩნია - ეს არის მისი სხეული. ასეთი სახის მანიპულაციით ის წინააღმდეგობას უწევს თავისი აღმზრდელების ძალისხმევას, რომლებიც აქ ძირითადად უმწეოები არიან ხოლმე და არ იციან თუ ამასთან მიმართებაში რა გააკეთონ ადნ რა მოიმოქმედონ.
თუმცა ეს ყველაფერი შესაძლოა განსაზღვრული ასპექტები იყოს. ბულიმია და კვებითი აშლილობები ისეთი სახის დაავადებებია, რომლებიც აუცილებლად საჭიროებენ სწორ მკურნალობას - ან კარგი სპეციალისტის ან იმ კლინიკების მიერ, სადაც მათ უკვე მეთოდოლოგიურად შეეძლებათ ახალი კვებითი ჩვევების ათვისება და მათთან ადაპტირება.
ტესტი
ეს არის ჩემი ტესტი
მეორე ტესტი
მესამე ტესტი
Comments