განათლება რისთვის?
განათლება ემსახურება ცხოვრებას, ის ჩვენს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის გვამზადებს. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
ჯანმრთელობა
ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი პირველ რიგში ცოცხლად ყოფნაა. ამრიგად, განათლება პირველ რიგში იმაში გვამზადებს, რომ ვისწავლოთ და შევიგრძნოთ ისეთი სახის კვება, რაც გამოგვადგება ჯანმრთელად ყოფნაში და იმაშიც, რომ შემდგომში ჩვენი პარტნიორის დახმარებით სიცოცხლე გადავცეთ ჩვენს მომავალ თაობებს...
ჩვენი საკუთარი ოჯახი
განათლებამ ბავშვებს და ახალგაზრდებს უნდა მისცეს იმის უნარი, რომ მომავალში ურთიერთობა შეძლონ თავიანთ პარტნიორთან. ამრიგად, განათლების საშუალებით ისინი ასევე ეცნობიან ადამიანური ურთიერთობების ძირითად კანონებს, რომლებიც ოჯახური განლაგების საშუალებით შემდეგნაირად ვლინდება:
ა. Სისრულე
ყველას, ვინც ერთ დროს განეკუთვნებოდა, თანაბარი უფლება ააქვს რომ განეკუთვნებოდეს. თუ მათ ამ უფლებაზე რაიმე მიზეზის გამო უარი ეთქვათ, მოგვიანებით ისინი იმ ბავშვის მიერ არიან ხოლმე სისტემაში წარმოდგენილნი, რომელიც არაცნობიერად მათ ბედს იღებს თავის თავზე...
სწორედ ამიტომ, იმათ განათლებაში, ვინც ჩვენგან რაიმე მნიშვნელოვანის გამოვლინებას მოელიან, პირველ რიგში ვეძებთ იმას, რაც მათთვის წარმოშობის ინფორმაციაში არ იყო ცნობილი, რათა მათ ეს დაფარული ცოდნა მივაწოდოთ. ამ გზით ისინი თავისუფლდებიან მათ ოჯახში არსებული მსგავსი ჩახლართულობებიიდან...
აქ ჩნდება კითხვა: როგორ შეუძლია აღმზრდელს, რომ დაეხმაროს მოსწავლეს ამ საკითხის პოვნაში?
თუ აღმზრდელს თავისუფლება უკვე ნაპოვნი აქვს, როგორც საკუთარ თავში, ასევე მისივე ოჯახში და ის შინაგანად ყველასთან ერთიანობას დაუბრუნდა. ანუ, თუ ისინი დაცარიელებულები არიან ასეთი გადაჯაჭვულობებისგან.
პირველ რიგში ჯერ მშობლები უნდა დაცარიელდნენ ამ ჩახლართულობებისგან. ისინი შვილებს გადასცემენ ხოლმე იმ გადაჯაჭვულობებს, რომელშიც თავად არიან გახვეულები. ამიტომ, აღმზრდელები პირველ რიგში მოსწავლეების მშობლებს რთავენ ხოლმე ამ მოძრაობაში...
და Როგორ? პირველ რიგში, მათი თანამონაწილეობისადმი პატივისცემით და მათდამი ყოველგვარი საყვედურის და პრეტენზიების გარეშე. ისინი ისევე არიან მშობლების მხარეზე, როგორც შვილების მხარეს. ამრიგად, განათლება მოიაზრება ყოვლისმომცველად ცხოვრების სამსახურში...
ბ სწორი პოზიცია
პირველ კანონზომიერებასთან მჭიდრო კავშირშია ასევე მეორეც. ის თითოეულს მის განსაკუთრებულ პოზიციას ანიჭებს. პრიორიტეტის რიგი განისაზღვრება ამ ცხოვრებაში მოვლინების დროის მიხედვით. ანუ მას, ვინც ადრე დაიბადა, უფრო მაღალი რანგი აქვს, ვიდრე მათ, ვინც ამ ცხოვრებას მოგვიანებით მოევლინენ. ამიტომ მშობლებს უფრო მაღალი პოზიცია აქვთ ვიდრე შვილები და პირველშობილს უფრო მაღალი პოზიცია ვიდრე მის შემდგომ დაბადებულს...
ეს პრიორიტეტი ასევე ვრცელდება ყველა ორგანიზაციაზე. ამიტომ, აღმზრდელს უფრო მაღალი რანგი აქვს, ვიდრე მოსწავლეს, ხოლო მშობლებს - უფრო მაღალი, ვიდრე მასწავლებელს.
ამავდროულად, ვინც პირველი იყო აქ, ის ემსახურება მათ, ვინც მათ შემდეგ მოდის. ამრიგად, მშობლები ემსახურებიან და მხარს უჭერენ მასწავლებლებს და ორივენი, როგორც მშობლები, ასევე მასწავლებლები, ემსახურებიან ბავშვებს...
ბერტ ჰელინგერი
Commenti