top of page
AutorenbildMoksha Peikari

განკუთვნადობა



განკუთვნადობა არის კიდევ ერთი ტერმინი, რომელიც ხშირად ჩნდება ხოლმე საოჯახო განლაგებებში. მაგრამ რას ნიშნავს ეს სინამდვილეში? სისტემაში მყოფები ყველანი განეკუთვნებიან მას. არ აქვს არანაირი მნიშვნელობა ცოცხალია თუ მკვდარი, ცუდია თუ კარგი, თან ესწრებოდა ყველაფერს თუ მთელი ცხოვრება საიდუმლოდ ინახებოდა მისი არსებობა. კოლექტიური სინდისი აქ არაფერს არ გამოარჩევს ერთმანეთისგან. დინამიკა, რომელიც აქედან გამომდინარეობს და რომელსაც ემყარება საოჯახო განლაგების სამუშაო ჰიპოთეზას, არის ის, რომ კოლექტიური სინდისი ყოველთვის ისწრაფვის წონასწორობისკენ.


თუ ოჯახში ვინმეს არსებობას საიდუმლოდ ინახავდნენ, ჩვეულებრივ, მოგვიანებით დაბადებული უნებლიედ იღებს თავის თავზე მათ ბედს. როდესაც ვინმე სისტემიდან გარიცხულია - მაშინ ამ სისტემაში გვიან დაბადებულიც ჩვეულებრივ თავს იშორებს საზოგადოებისგან. განკუთვნადობა და კავშირი ძლიერი მამოძრავებელი ძალაა ყველა საზოგადოებაში: ეს საკმაოდ არქაულია, რადგან შორეულ წარსულში ცალკეულ ადამიანებს არ შეეძლოთ გადარჩენა. ეს საკითხი ინდუსტრიალიზაციის დაწყებასთან ერთად შეიცვალა, კოლექტივი აღარ იყო ისეთი მნიშვნელოვანი - ახლა უკვე ადამიანებსაც შეეძლოთ საკუთარი თავის გადარჩენა. თუმცა მაინც, დღესაც, კავშირი და განკუთვნადობა ჩვენი წარმოშობის სისტემასთან ან ოჯახთან, კვლავ მნიშვნელოვანი და განმსაზღვრელი ფაქტორია ჩვენს ცხოვრებაში.


გამოსავალი


როდესაც საქმე ეხება ოჯახურ განლაგებებში განკუთვნადობის საკითხს, ერთ-ერთი გამოსავალია მათი აღიარება და დაფასებაა, ვინც ამ სისტემიდან გამოტოვებულია. სისტემაში არსებობს როგორც განკუთვნადობის თანაბარი უფლება, ასევე მასზე უარის თქმისთვის თანაბარი კომპენსაცია. აქ არის ერთი გამონაკლისი: თუ ვინმე სისტემაში მოკლავს მეორეს ან ჩაიდენს სერიოზული დანაშაულს სხვა წევრების მიმართ, მაშინ მან უნდა დატოვოს ეს სისტემა ან უნდა იქნას გაძევებული. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გამოსყიდვის სახით ვინმე სხვა წევრმა თავი გამოირიცხოს.


ასევე შეგიძლიათ მოაწყოთ ერთგვარი საოჯახო საკურთხეველი, რომელზეც ყველა, ვინც განეკუთვნება, მასზე იქნება განთავსებული. ისეთებიც კი, რომლებიც ყველას ან ზოგიერთებს არ მოსწონთ, ან რომლებიც ოფიციალურად გასაიდუმლოებულნი არიან, რადგან ისინი არ ჯდებოდნენ ოჯახის ნორმებში. ასე რომ თქვენ შეგიძლიათ ასეთი ფორმით ყოველდღე თვალი ადევნოთ მთელ თქვენს ოჯახს, ვინმე ცალკეულ წევრზე განსაკუთრებული ან გამახვილებული ყურადღების გარეშე.

Comments


bottom of page