ბავში მიმართავს მშობლებს:
(სქემა - ოჯახური განლაგების დროს გამოყენებული წინადადებები განკურნებისთვის)
ქვემოთ მოცემული წინადადებები ძირითადად ამოკრეფილია ბერტ ჰელინგერის წიგნებიდან. ეს არის მისი აღმოჩენილი ე.წ ,,ძალის'' წინადადებები, რომლებსაც შეუძლიათ ოჯახურ სისტემებში წესრიგის აღდგენა.
ეს სია მიზნად ისახავს პროცესის მთავარი მოქმედი პირის ოჯახური სისტემის შემოწმებას ამ წინადადებებთან მიმართებაში და ამითი გამოკვეთილი სისუსტეების აღმოჩენას:
1. ძვირფასო დედა / ძვირფასო დედიკო, მე შენგან ვიღებ,
ყველაფერს, მთლიანობაში, მთელი მოკაზმულობით,
იმ საფასურად, რაც შენ ის დაგიჯდა, და რაც მე დამიჯდა ის.
მისგან რაიმე ისეთს შევქმნი, რაც გასიამოვნებს (რაც შენს მოგონებად დარჩება).
2. ყველაფერს ამაოდ არ ჩაუვლია.
3. გულთან ახლოს მივიტან და პატივით ვატარებ ამ ყველაფერს და თუ შევძლევ სხვას გადავცემ მას, როგორც ამას შენ აკეთებ.
4. მე გიღებ ჩემს დედად და შენც შეგიძლია მიმიღო საკუთარ შვილად.
5. სწორია, რომ შენ დედაჩემი ხარ და რომ მე შენი შვილი ვარ
6. შენ უფროსი ხარ, მე - უმცროსი.
7. შენ გასცემ, მე ვიღებ - ძვირფასო დედა.
8. მიხარია, რომ მამა აირჩიე.
9. მხოლოდ თქვენ შეგეძლოდ რომ ყოფილიყავით ჩემთვის მშობლები, მხოლოდ თქვენ!
10. ძვირფასო მამა / ძვირფასო მამიკო, შენგანაც ვიღებ, ყველაფერს, მთლიანად, მთელი მორთულ-მოკაზმულობით,
იმ საფასურად, რაც შენ ის დაგიჯდა, და რაც მე დამიჯდა.
მე მისგან შევქმნი რაღაცას რაც გესიამოვნება (შენი მოგონებისთვის).
11. ამ ყველაფერს ამაოდ არ ჩაუვლია. მე შევინარჩუნებ და დავაფასებ მას და თუ შევძლებ სხვას გადავცემ.
12. მე გაღიარებ ჩემს მამად და შენც შეგიძლია მაღიარო საკუთარ შვილად.
13. შენ ჩემთვის სწორი ადამიანი ხარ.
14. სწორია რომ მე შენი შვილი ვარ.
15. შენ უფროსი ხარ, მე უმცროსი.
16. შენ გასცემ, მე ვიღებ - ძვირფასო მამა.
17. მოხარული ვარ, რომ დედა აირჩიე.
18. მხოლოდ თქვენ შეგეძლოდ რომ ყოფილიყავით ჩემთვის მშობლები, მხოლოდ თქვენ!
ბერტ ჰელინგერი
Comments