top of page

განლაგების დროს გამოყენებული წინადადებები



შვილები მიმართავენ მშობლებს:


(სქემა - ოჯახური განლაგების დროს გამოყენებული წინადადებები განკურნებისთვის)


ბავშვი დედას და მამას ქედს უხრის და მიმართავს:


  1. დედას: მე ქედს ვიხრი შენს წინაშე და პატივს მოგაგებ.

  2. მამას: მე ქედს ვიხრი შენს წინაშე და პატივს მოგაგებ.


ვაჟი დედას, რომელიც მასზე მშობიარობისას გარდაიცვალა:


  1. ძვირფასო დედა, გთხოვ დამლოცე.


ვაჟი, რომელსაც სურს მამამისს მიჰყვეს, რომელიც ნასამართლევი იყო და ციხეში გარდაიცვალა:


  1. არ მიგატოვებ, გთხოვ დამლოცო.


ვაჟი მიმართავს მამას, რომელმაც ომში ჩაიდინა დანაშაული:


  1. მამა, მე შენ გაგიშვებ, როგორიც არ უნდა იყოს შენი ბედი და დანაშაული.


სასიკვდილოდ დაავადებული ვაჟი მიმართავს მამას, როდესაც მას ჯერ კიდევ არ შეუძლია მის მიმართ თაყვანისცემა:


  1. გთხოვ კიდევ მომეცი ცოტა დრო.


ბავშვი მიმართავს მამას, რომელმაც თავი მოიკლა:


  1. ქედს ვიხრი შენი გადაწყვეტილების წინაშე

  2. ქედს ვიხრი შენი ბედის წინაშე.

  3. შენ ყოველთვის დარჩი მამაჩემად და მე ყოველთვის ვიქნები შენი შვილი.


ალკოჰოლიკი მამის შვილი მიმართავს დედას:


  1. დედა, მე შენ გენდობი და მამასაც ისეთ პატივს ვცემ, როგორც შენ.


ყოფილი ცოლისგან გაჩენილი ქალიშვილი მიმართავს მამას (მიუთითებს დედისკენ):


  1. ის ჩემი დედაა, მე კი მისი ქალიშვილი ვარ.

  2. ის ერთადერთი და სწორი დედაა ჩემთვის.

  3. სხვასთან არაფერი მაქვს საერთო.


ეს ქალიშვილი მიმართავს ასევე დედას:


  1. შენ ჩემი დედა ხარ, მე კი შენი ქალიშვილი.

  2. შენ ჩემთვის ერთადერთი ხარ.

  3. მამაჩემის მეუღლესთან არაფერი მაქვს საერთო.


ყოფილი ქმრისგან გაჩენილი ვაჟიშვილი მიმართავს დედას (მიუთითებს მამაზე):


  1. ის მამაჩემია, მე კი მისი შვილი.

  2. მხოლოდ ის შეიძლებოდა ყოფილიყო მამაჩემი.

  3. მე სხვასთან საერთო არაფერი მაქვს.


ეს ვაჟი მამამისს:


  1. შენ მამაჩემი ხარ, მე კი შენი შვილი.

  2. მხოლოდ შენ შეიძლებოდა მამაჩემი ყოფილიყავი.

  3. მე არაფერი მაქვს საერთო დედაჩემის სხვა კაცთან.


შვილი მიმართავს დედას, რომელიც მამამისზე დამცინავად საუბრობს:


  1. როდესაც მას ხედავ, მე მხედავ.


ქალიშვილი მიმართავს დედას, როდესაც ეშინია რომ მას დაემსგავსოს:


  1. აი, მე შენნაირი ვარ და მომწონს ეს


ბერტ ჰელინგერი

12 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page