დამშვიდობება
(სქემა - ოჯახური განლაგების დროს გამოყენებული წინადადებები განკურნებისთვის)
ბავშვი მიმართავს მშობლებს, როდესაც ის გაიზრდება და სახლიდან მიდის:
მე ვიღებ იმას, რაც თქვენ მომეცით.
ეს ძალიან ბევრი და საკმარისია.
დანარჩენს მე თვითონ გავაკეთებ.
ახლა კი მშვიდობით გტოვებთ.
ცოლ-ქმარი ერთმანეთს, განშორებისას:
მე ვიღებ იმას, რაც შენ მომეცი.
ეს ძალიან ბევრი იყო.
მე მას ვიღებ და ვაფასებ.
მე ვიღებ პასუხისმგებლობის ჩემს წილს, იმაზე რაც ჩვენს შორის არასწორად წარიმართა და შენს წილს შენ გიტოვებ.
ახლა მშვიდად გტოვებ.
მშობლები მიმართავენ გარდაცვლილ შვილს:
ჩვენ სიამოვნებით გაჩუქეთ სიცოცხლე და სიამოვნებით გავაკეთეთ შენთვის ყველაფერი.
ახლა მშვიდად გიშვებთ, მაგრამ შენ სამუდამოდ ჩვენს შვილად დარჩები და ჩვენ შენი მშობლები ვიქნებით.
მამა მიმართავს შვილს, რომელმაც თავი მოიკლა:
ჩემს გულში შენთვის ადგილი ყოველთვის მოიძებნება.
შენ სამუდამოდ დარჩები ჩემს შვილად, მე კი შენს მამად
ბავშვი მიმართავს მამას, რომელმაც თავი მოიკლა:
მე პატივს ვცემ შენს ბედს და შენს გადაწყვეტილებას.
მინდა იცოდე, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა.
შეგიძლია ახლა მშვიდად იყო.
ქალიშვილი მიმართავს მამას, რომელიც მან თვითმკვლელობის შემდეგ გარდაცვლილი იპოვა:
ძვირფასო მამა, შენ ჩემში კვლავ ცხოვრობ და კარგად იქნები.
შეგიძლია გაიზიარო, ჩემი ქმედებები
დედა მიმართავს შვილს, რომელიც უბედური შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა და რომელსაც იგი დღემდე გლოვობს:
მე პატივს ვცემ შენს სიცოცხლეს და შენს სიკვდილს.
ქალიშვილი მიმართავს მამას, რომელიც მის პატარაობაში გარდაიცვალა:
ძვირფასო მამა, შენ ჩემში კვლავ ცოცხლობ.
ბერტ ჰელინგერი
Comentarios