როდესაც ადამიანი განსრისხდება რაღაცა ცუდის გამო, ეს ისე ჩანს, თითქოს ის ბოროტების წინააღმდეგაა და სიკეთის მხარეზეა, სიმართლის მხარეზეა და არასწორის მხარის წინააღმდეგ. ის დამნაშავეებსა და მსხვერპლებს შორის შუაში დგება შემდგომი მოსალოდნელი ზიანის თავიდან ასაცილებლად.
თუმცა მას ასევე შეეძლო რომ მათ შორის სიყვარულით ჩამდგარიყო და რა თქმა უნდა უფრო ეს უფრო უკეთესი იქნებოდა. რა უნდა განსრისხებულს? რას აკეთებს ის სინამდვილეში?
განსრისხებული ადამიანი ისე იქცევა, თითქოს ის იყოს მსხვერპლი, მაგრამ ის ეს არ არის. იგი თავის უფლებას აძლევს, რომ დამნაშვავისგან ანაზღაურება მოითხოვოს, მიუხედავად იმისა, რომ მას თავად ზიანი არ ჰქონია მიყენებული.
ის საკუთარ თავს მსხვერპლის ადვოკატად აცხადებს, თითქოს მათგან აიღო მათი წარმომადგენლობის უფლება თუმცა, ამასთანავე თავად მათ უფლებების გარეშე ტოვებს.
და საერთოდ რა უნდა რომ მოიმოქმედოს ამ განცხადებით განსრისხებულმა?
იგი იღებს ნებართვას, რომ ზიანი მიაყენოს დამნაშავეებს, მძიმე პერსონალური შედეგების შიშის გარეშე, რადგან მისი ეს სიბოროტე, მხოლოდ "სიკეთის გამო" ხდება და ამიტომ მას არ სჭირდება სასჯელსაც რომ უფრთხოდეს...
იმისათვის, რომ მრისხხანება გამართლებული დარჩეს, განრისხებული ადამიანი აყალბებს ორივეს - როგორც უსამართლობისგან დაზარალებას, ასევე დანაშაულის შედეგებსაც...
ის აძლებს დაზარალებულებს, რომ უსამართლობა მათაც იმავე საშინელ შუქზე დაინახონ, როგორც ამას თავად ხედავს. წინააღმდეგ შემთხვევაში, დაზარალებულები მის თვალში ეჭვქვეშ აყენებენ თავიანთ თავებს... ამიტომ თავადაც უნდა ეშინოდეთ განრისხებულის, რომ მისი მრისხანების მსხვერპლი არ გახდნენ, თითქოს და ისინი ყოფილიყვნენ აქეთ დამნაშავეები...
განრისხების ფონზე, მსხვერპლებს უძნელდებათ რომ თავიანთი ტანჯვა მიატოვონ. ასევე უჭირთ დამნაშავეებსაც თავიანთი დანაშაულის შედეგების მიტოვება...
თუ მსხვერპლებს და დამნაშავეებს თავადვე მიეცემოდათ კომპენსაციისა და შერიგების უფლება და მათ ამისი ნება ექნებოდათ, ისინი ასე უფრო ადვილად შეეცდებოდნენ ურთიერთშეთანხმების მოპოვებას...
მაგრამ ამის გაკეთება ძალიან ძნელია განრისხებული ადამიანების წინაშე, რადგან განრისხებულები, როგორც წესი, მანამდე არ კმაყოფილდებიან, სანამ ისინი ბოლომდე არ გაანადგურებენ და არ დამცირებენ დამნაშავეებს, თუნდაც ამისი შედეგი მსხვერპლის ტანჯვას ამძიმებდეს...
მრისხანება, პირველ რიგში, მორალურია. ანუ, ეს ვინმეს დახმარებას კი არ ეხება, არამედ უპირველეს ყოვლისა ეს ეხება სარჩელის აღსრულებას, რომლის აღმსრულებელადაც განრისხებიული ადამიანი გრძნობს საკუთარ თავს...
ამიტომ, განსხვავებით იმ ადამიანისგან, ვისაც მართლა და ნამდვილად უყვარს, მას არც თანაგრძნობა და არც არანაირი ზომიერება არ გააჩნია...
ბერტ ჰელინგერი
Comments