top of page

გაშვილების და შვილად აყვანის შესახებ - ნაწილი 1



გაშვილების და შვილად აყვანის შესახებ - ნაწილი 1


თუ ბავშვს დახმარება ესაჭიროება, არავინ არის მის მომვლელად და ვიღაც წყვილი იტყვის დიახ, ჩვენ ვზრუნავთ ბავშვზე, ეს მშვენიერია. ეს ყველასთვის კარგია.


თუ წყვილს არ შეუძლია თავად რომ ჰყავდეთ ბავშვი და უნდათ რომ ამ თავიანთი მოთხოვნილების გამო ეს სიცარიელე სხვა მშობლებისგან ბავშვის აყვანით შეავსონ, მაშინ როგორც წესი მათ პრობლემბი შეექმნებათ.


ეს არ არის მიზანშეწონილი და ეს მათ ძვირად უჯდებათ ხოლმე. ძალიან ხშირად მთავრდება ეს ურთიერთობები. ან, სხვაგვარად იმაში გამოიხატება, რომ ბავშვი თავის მომავალ პარტნიორებთან ურთიერთობებს ადვილად დაანგრევს.


როდესაც ბავშვს მზრუნველობა ესაჭიროება, პირველ რიგში უნდა მოინახოს ვინმე ნათესავებიდან, ვინც ამას გააკეთებს. გასაკვირია, მაგრამ ხშირად ხდება ხოლმე, როდესაც ამის შესახებ ბავშვის მამას არც კი ეკითხებიან და დედა ბავშვს მამასთან შეთანხმების გრეშე აშვილებს. არადა ამ დროს დედასაც და მამასაც, ორივეს ჰყავთ თავიანთი მშობლები. თუ მათ არ შეუძლიათ ბავშვის აღზრდა, მაშინ შეიძლება მათ მშობლებს ჰქონდეთ ამისი სურვილი.


ამრიგად, თუკი ამას თავად მშობლები ვერ შეძლებენ, ბავშვის მოვლაზე ბებია -ბაბუა უნდა იყვნენ პირველ რიგში გათვალისწინებულები. ხოლო თუ მათაც არ შეუძლიათ ამის გაკეთება, მაშინ შეიძლება ბიძები, დეიდები ან მამიდები იყვნენ ამისი მსურველები. როდესაც ბავშვი ოჯახის შიგნით რჩება, ეს მისთვის ძალიან უსაფრთხოა დაკარგია.


ეს ყველაფერი პირველ რიგში უნდა იქნას გათვალისწინებული.


უცხო ბავშვების შვილად აყვანა…


უცხო ქვეყანაში ბავშვის ასაყვანად წასვლა კრიმინალურია, ეს პირდაპირ საშინელებაა.


მაგალითად, ჩინეთში იყო სასტუმრო, სადაც ბავშვების ასაყვანად მთელი მსოფლიოდან მოდიოდნენ წყვილები. აქ ვხედავდით ბავშვებს, რომლებიც ტიროდნენ, ისინი ძალიან იტანჯებოდნენ. ასევე ვხედავდით იმ წყვილების უმწეობას, რომელთაც სურდათ და ფიქრობდნენ, რომ ისინი რაღაცას სწორად გააკეთებდნენ. ეს სცენები დაუჯერებელი იყო, მართლა დაუჯერებელი...


მაგრამ ... არ არის კი ეს უკეთესი ბავშვისთვის?


ასევე არსებობს იდეა, რომ ეს კარგია ბავშვისთვის. მე არ ვარ დარწმუნებული, სურს თუ არა ბავშვს ეს, რომ ის წაიყვანონ და მას სხვა, უკეთესი და მშვენიერი სიცოცხლე შესთავაზონ. თავისი სულით ბავშვი მშობლებთან და ოჯახთან არის შეკრული, თუნდაც ის ცუდ პირობებში ცხოვრობდეს.


ეს არ არის ის, რაც ბავშვის სულს სურს და თუ ის მოკვდება კიდეც, მისი სული უფრო ადვილად დათანხმდება ამას, ვიდრე სხვა უკეთეს პირობებში ცხოვრებას.


ასე რომ ეს ყველაფერი გასათვალისწინებელია.


ბერტ ჰელინგერი

8 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page