top of page
AutorenbildMoksha Peikari

გაშვილების და შვილად აყვანის შესახებ - ნაწილი 2



გაშვილების და შვილად აყვანის შესახებ - ნაწილი 2


ეს დიალოგი გაიმართა გერმანიაში განლაგების ერთ ერთ სემინარზე, სადაც ასევე ახალგაზრდების აღმზრდელობითი ორგანიზაციიდან ბევრი წარმომადგენელი იყო მოსული.


ალბათ რაღაცა უნდა ვთქვა გაშვილებაზე და მასთან დამოკიდებულებაზე.


პირველი რამ არის - არავითარი შენდობა მშობლების მიმართ, თუნდაც ის 14 წლის იყოს. მაგრამ შენდობა შვილის მიმართ. ეს არის პირველი.


აქ ისეა, თითქოს და დიდებს პატარებით თამაში შეუძლიათ. პატარებს კი თავდაცვა არ შეუძლიად და ამიტომ მათ უნდა ატარონ მთელი ტვირთი.


მეორე რამ არის - ზოგს ჰგონია, რომ მოგვიანებით ამისი გამოსწორება არის შესაძლებელი. თითქოს და ბავშვი ისევ დაუბრუნდება მშობლებს და ისინი მას მიიღებენ.


წარმოიდგინეთ, რომ მშობლებმა შვილი გააშვილეს. მათ უნდოდათ მისგან სამუდამოდ გათავისუფლება. თუ შვილი უკან დაუბრუნდებათ, როგორი რეაქცია ექნებათ მათ ამაზე? რა თქმა უნდა მათ ექნებათ დანაშაულის შეგრძნება. აქ აღარ არის არანაირი გამოსავალი და ამის გამოსწორება შეუძლებელია.


ბავშვის გაშვილების გამოსწორება შეუძლებელია.


ბავშვისთვის შემდეგი რამეა - მან უნდა მიიღოს სიტუაცია, როგორც ის არის. მშობლებმა ის სამუდამოდ გააშვილეს. ეს იგივეა, როგორც აბორტი. ამასთან შეიძლება ამისი შედარება.


ბავშვმა უნდა შინაგანად მიიღოს მათთან დაშორება. მხოლოდ ასე პოულობს ის თავის შინაგან ძალას.


თუმცა, მიუხედავად ამ ყველაფრისა, ბავშვმა სიცოხლე მათგან მიიღო. ამიტომ კარგია მშობლობა, ასეთი მხრიდანაც კი. ამითი ბავშვმა არსებითი რამ მიიღო, მაგრამ გადარჩენა მას მხოლოდ აღმზრდელი მშობლების დახმარებით შეუძლია. ამიტომ ბავშვს შეუძლია და აქვს უფლება რომ მათ განეკუთვნებოდეს.


აღმზრდელი მშობლებისთვის მნიშვნელოვანია -


ასეთი ბავშვი თავის მშობლებზე გაბრაზებულია, რადგან მათ ის მიატოვეს. მაგრამ ხშირათ ამ ბრაზს ის თავის აღმზრდელ მშობლებზე გამოხატავს ხოლმე. ასე ვთქვათ, ის ამითი თავის ბიოლოგიურ მშობლებს იცავს და მისი აღმზრდელი მშობლები ღებულობენ იმას, რაც წესით ბიოლოგიურმა მშობლებმა დაიმსახურეს.


ამიტომ ბავშვმა უნდა დაიწყოს ამისი გამოსწორება. მან უნდა თქვას, რომ ის იღებს ყველაფერს, რაც მათ მისცეს. რამხელაა ის, რაც მათ მისთვის გააკეთეს. ამის მერე აღმზრდელი მშობლებიც უპასუხებენ, რომ მათ ეს მისთვის სიამოვნებით და სიხარულით გააკეთეს.


ეს არის ის, რაც ამ თემასთან დამოკიდებულებაში გათვალისწინებული უნდა იყოს.


ამიტომ არ შველის ბავშვის თავის მშობლებთან უკან დაბრუნების მცდელობა. თუმცა, თუ შესაძლებლობა არის, ბავშვისთვის მნიშვნელოვანია მისი მშობლების მოსანახულებლად ან გასაცნობად მისვლა.


არის ასეთი სიტუაციები, მაგალითად:


იყო ერთი ქალი, რომელიც შიზოფრენიით დაავადდა. ამის გამო მისი ქალიშვილი აღმზრდელი ოჯახისთვის უნდა მიებარებინათ. გარკვეული დროის მერე ეს ქალი გამოკეთდა და უნდოდა თავისი შვილის უკან დაბრუნება.


რა არის ამ შემთხვევაში მართებული? ბავშვი უნდა დარჩეს მის აღმზრდელ მშობლებთან.


დედას შეუძლია მას უთხრას: ახლა მე შენთვის ისევ აქ ვარ და შენ ნებისმიერ დროს შეგიძლია ჩემთან მოსვლა, მაგრამ მე გიშვებ შენს აღმზრდელ მშობლებთან, ვინც შენზე იზრუნეს, როდესაც მე ავად ვიყავი.


ასე შეუძლია შვილს, იაროს დედასთანაც და აღმზრდელ მშობლებთანაც, მაგრამ დედას აღარ შეუძლია მისი უკან გამორთმევა მათთვის. ეს უკვე აღარ გამოდის.


ბერტ ჰელინგერი

6 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page