შვილად აყვანა როგორც თემა ხშირად გვხვდება ხოლმე საოჯახო განლაგებებში. უმეტეს შემთხვევაში, ეს წარმოადგენს ბავშვის ფსიქიკაში ნეგატიურ ჩარევას, რაც ბიოლოგიური მშობლების მიერ ბავშვის ადრეულ ასაკში გაცემით არის გამოწვეული. საუბარია ტრავმატიზაციაზე. გაშვილებით ბავშვის ცხოვრებაში მასსა და მის მშობლებს შორის პირველი კავშირი სამუდამოდ ნადგურდება. ტრავმატიზაცია აქ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს, თავისი ასაკის გამო, არ აქვს შანსი დაიცვას თავი გაშვილებისან.
გაშვილების შედეგად ასეთ ადამიანები საოჯახო განლაგებაში ხშირად განიცდიან რომ ისინი არსად არ არიან სასურველნი. თუმცა ისინი მშობლების ორ ჯგუფს შორის იმყოფებიან, მაინც ყოველთვის ეძებენ თავიანთ ბიოლოგიურ მშობლებს. თუ ბავშვს არ უთხრეს მისი გაშვილების შესახებ, მას ცხოვრებაში გამუდმებით ექნება ის განცდა რომ ის არსად არის განკუთვნილი და გაუცნობიერებლად მუდმივად რაღაცას ძიებაში იქნება.
გაშვილებული ადამიანის შინაგანი მტკივნეული კითხვები:
რატომ გამაშვილეს მშობლებმა?
რატომ არ ვიყავი სასურველი?
ისეთი ცუდი ვარ, რომ ჩემი დატოვება არ მოინდომეს?
არა ვარ მოსაწონი?
ვინ არის მამაჩემი, ვინ არის დედაჩემი?
შედეგიანი იქნება თუ არა გაშვილება და იგრძნობს თუ არა ბავშვი თავს მიღებულად, დიდწილად დამოკიდებულია ასევე მშვილებლების დამოკიდებულებასა და მათ მოტივაციაზე. უნდათ მათ რომ ბავშვის გვერდით იყვნენ, როდესაც მას დახმარება ესაჭიროება, თუ უბრალოდ სურთ რომ ყავდეთ შვილი? როგორ ფიქრობენ და როგორ საუბრობენ ისინი მის ბიოლოგიურ მშობლებზე? უგულებელყოფენ და მალავენ მათ? ან უფრო მეტად მშობლებზე ზრუნავენ ბავშვის ნაცვლად? ბავშვს არაცნობიერი, მაგრამ ძალიან ძლიერი ლოიალობა აქვს მისი ბიოლოგიური მშობლების მიმართ. ამიტომ მშვილებელთა დამოკიდებულებამ შეიძლება აქ ბევრი რამ არასწორი გამოიწვიოს ან დაარღვიოს.
ასევე თავად გამშვილებელმა მშობლებმაც შეიძლება ამითი ტრავმაც მიიღონ. ამ მშობლებს ხშირად ცუდად იხსენიებენ, ცუდი მშობლების იარლიყს აკრავენ და ისინი ასევე ხშირად იტანჯებიან მის გამოც, რომ მათ თავად არ, ან ვერ აღზარდეს საკუთარი ბავშვი.
ნაშვილები ბავშვის შინაგანი და გარეგანი კონფლიქტები:
ზემოაღნიშნული კითხვების გარდა, შვილად აყვანილ ბავშვი ასევე განიცადის გაბრაზებას და კომპენსაციის მცდელობას, რის გამოც მას ხშირად უხდება ურთიერთობების არიდება (ეს მე აღარასოდეს განმიმეორდება). თანაბრად ხშირია ხოლმე ასევე რეგრესიის გამოვლინება, დიდებულების ფანტაზიები და ბორდერლაინერობის სინდრომი.
მაგრამ მათი ცხოვრება ძირითადად ტრიალებს ზემოთ დასმული კითხვების გარშემო და ასევე მათზე პასუხების ძიებში ბიოლოგიური მშობლებისგან. ბავშვი თავს ბიოლოგიური მშობლებისგან ნაღალატევად გრძნობს და თუ მისი გაშვილება გასაიდუმლოებულია - მაშინ ის ამას ასევე მშვილებელი მშობლებისგანაც მის მიმართ ღალატად აღიქვამს . ეს ხშირად იწვევს ისეთ აჯანყებებს, რომელსაც ვერაფერი შეაჩერებს.
საოჯახო განლაგება შეიძლება აქ როგორც გამოსავალი გამოყენებულ იქნას:
შინაგანი ფსიქიკური კავშირებისა და სოციალური დამოკიდებულებების გარკვევით.
მიტოვების ბრალის ბიოლოგიურ მშობლებზე დაკისრებით.
გაშვილებული ბავშვის დანაშაულის შეგრძნების მოცილებით, რომ მას რაღაც არ აქვს.
ბიოლოგიური მშობლების პატივისცემით საკუთარი დაბადების გარემოებს მიუხედავად.
მადლობის გადახდით იმ სიკეთისთვის, რაც მოვიდა ამის შედეგად.
ფესვების მოძიებით (უცხო ქვეყნებიდან ნაშვილები ბავშვებისთვის).
მისი ბიოლოგიური მშობლების მიღებით ისეთების, როგორებიც ისინი არიან და იყვნენ.
საოჯახო განლაგების დროს ამ ფაქტების დასახელებით და მეთოდოლოგიური მუშაობით.
გაშვილებული იძენს სიცხადეს და შეუძლია გააცნობიეროს მისი სავარაუდო და "მოჩვენებითი" იდეები.
ის იძენს დამოუკიდებლობას და სტაბილურობას საკუთარ ფესვებთან მიმართებაში და შემდეგ მას შეუძლია საკუთარი ცხოვრება ააშენოს, რომელიც თავისუფალია მუდმივი ძიებისგან და ან საკუთარი ან ვინმეს მხრიდან დანაშაულის ჩადენის კითხვებისგან.
Comments