top of page

გაცემასა და მიღების კანონზომიერება

Autorenbild: Moksha PeikariMoksha Peikari


ამ კანონზომიერებას მაშინ ვარღვევ, თუ ნაკლებს გავცემ იმასთან შედარებით, რასაც ვიღებ. იგივე შეიძლება ითქვას მაშინაც, როცა პირიქით ხდება - როცა იმაზე მეტს გავცემ, ვიდრე შეუძლიათ ან სურთ რომ დამიბრუნონ.


ბევრს სიყვარულის განსაკუთრებულ გამოვლინებად მიაჩნია, თუ მეორე ადამიანს უსურველად დააფრქვევს თავის სიყვარულს. მაგალითად, როცა ცდილობენ მეორე ადამიანს იმაზე მეტი რამ მისცენ, ვიდრე ის ამის ატანას შეძლებს.


ეს მათ ურთიერთობაში წონასწორობას არღვევს. ამის შემდეგ, მეორეს ბალანსის აღდგენა უძნელდება. რა არის ამის შედეგი? მეორე, რომელსაც ზომაზე მეტი მიეცა, ურთიერთობას წყვეტს. ზომიერების დარღვევა იმის საპირისპირო შედეგს იწვევს, რასაც გამცემი იმედოვნებდა.


ის ურთიერთობები, როცა ერთი იმაზე მეტს გასცემს, ვიდრე იღებს, ისევე განიცდის მარცხს, როგორც ის ურთიერთობები, როცა ერთი იმაზე მეტს იღებს, ვიდრე თავად სურს ან შეუძლია რამეს გაცემა.


თუმცა დაბალანსების შესაძლებლობა ასეთ შემთხვევაშიც არსებობს. მაგალითად, როდესაც ადამიანი უნარ-შეზღუდულია. ის ამ დროს ხვდება, რომ უფრო მეტი უნდა მიიღოს, ვიდრე თავად შეძლებს რამეს გაცემას და ამიტომ მეორეს მოთხოვნებს კი არ უყენებს, არამედ მთელი გულით მისი მადლიერია. მადლობაც ანაზღაურებას ემსახურება.


ანაზღაურება გადაცემით


ასევე ისიც გასათვალისწინებელია, რომ ვინმესთვის ტოლფასის დაბრუნებით ყოველთვის როდი შევძლებთ ანაზღაურებას. განა შესაძლებელია მშობლებს საკადრისი საზღაური დავუბრუნოთ, ან მასწავლებელს, წლების მანძილზე რომ გვეხმარებოდა? მათგან ჩვენ მთელი ცხოვრების მანძილზე დავალებულები ვართ.


ამ ვალდებულების წნეხს ბევრი იმით ცდილობს გაექცეს, რომ უარს ამბობს მეორისგან რამის მიღებაზე და ასე თავს იღარიბებს, რადგან ვალდებულების წნეხი მძიმეა. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ მან სიცოცხლე მთელი სისავსით განიცადოს, მისი უარმყოფელი ხდება.


არსებობს მარტივი გამოსავალი, რომ ამ სიტუაციაშიც შევძლოთ საზღაურის დაბრუნება. ნაცვლად იმისა, რომ რამე დავაბრუნოთ, მას ჩვენ სხვას გადავცემთ და ეს სხვა, პირველ რიგში და ხშირ შემთხვევაში, ჩვენი შვილები არიან. ასეთ დროს ყველა კარგად გრძნობს თავს - გამცემიც და მიმღებიც.


ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page