top of page
AutorenbildMoksha Peikari

გლოვა



ზოგჯერ ისე ჩანს ხოლმე, რომ თითქოს ზოგი გარდაცვლილი ძალიან ნელ-ნელა გვტოვებს. ისე, თითქოს აქ ჯერ კიდევ რაღაცა დროით გაჩერებულები ყოფილიყვნენ... განსაკუთრებით დიდხანს რჩებიან ხოლმე ისინი, ვინც არ უგლოვიათ, რომლებსაც პატივს არ სცემდნენ ან ივიწყებდნენ. ყველაზე დიდხანს კი რჩება ის, ვის შესახებაც საერთოდ არ სურთ იცოდნენ, ან უბრალოდ მისი ეშინიათ... გლოვა აღსრულდება მაშინ, როდესაც ადამიანი შინაგანად დაუშვებს ტკივილს. ამ ტკივილის წყალობით ის პატივს სცემს და აფასებს მიცვალებულს. როდესაც მიცვალებულებს გლოვობენ და პატივს სცემენ, ისინიც უკან გადიან. ამის შემდეგ მათთვის ეს ცხოვრება ნამდვილად სრულდება და მათ შეუძლიათ რომ უკვე იყვნენ გარდაცვლილები...

სიკვდილი ჩვენი ცხოვრების ავსება და ასრულებაა. როდესაც ჩვენ სიკვდილთან მიმართებაში ეს ხედვა გვაქვს, მაშინ მასთან ჩვენი დამოკიდებულებაც განსხვავებულია. ეს ასევე ეხება მათ, ვინც ძალიან ადრე გარდაიცვალა და ასევე იმ ბავშვებისაც, რომლებიც მკვდრები დაიბადნენ... არსებითი ყოველთვის რჩება მანამდეც და მის შემდეგაც. ის, საიდანაც სიცოცხლეში შემოვდივართ და სადაც სიცოცხლის შემდეგაც უკან ვბრუნდებით... როდესაც გარდაცნლილებს შინაგანადაც ვუშვებთ, ისინი ჩვენზე სასიკეთოდ მოქმედებენ. ეს არ საჭიროებს რაიმე ზეწოლას ან განსაკუთრებულ ძალისხმევას ჩვენი მხრიდან. მეორეს მხრივ, ისინი, ვინც ძალიან დიდხანს გლოვობენ, გარდაცვლილებს ეკიდებიან, მიუხედავად იმისა, რომ მათ უკვე წასვლა სურთ. ხანგრძლივ გლოვას ხშირად იქ ვხვდებით ხოლმე, სადაც ვინმეს რაიმე ვალი აქვს დარჩენილი მიცვალებულთან და ამას შინაგანად არ აღიარებს. შეყვარებულები ძალიან დიდხანს არ გლოვობენ. როდესაც ადამიანს უყვარდა და ის ახლა გარდაცვლილს გლოვობს, ცხოვრება აწი ისევ შეიძლება რომ გაგრძელდეს და შეყვარებული გარდაცვლილებიც ამას შინაგანად ყოველთვის თანახმდებიან... ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page