top of page
AutorenbildMoksha Peikari

დაკავშირებულობა და მისი მნიშვნელობა



ჩვენი ქმედებები განისაზღვრება (ურთიერთ)-კავშირებით. თუ ჩვენ ვიცავთ ჩვენი იმ სისტემის წესებს, რომლებაც განვეკუთვნებით (ნათესავი, ოჯახი, სამეგობრო წრე), მაშინ ვგრძნობთ, რომ ამ სისტემას ვეკუთვნით და დაცულები ვართ. თუ არა, მაშინ ვგრძნობთ რომ გარიყულები ვართ და სისტემას არ ვეკუთვნით. სისტემის შიგნით ყოველი ცვლილება გავლენას ახდენს სისტემის სხვა ნაწილებზე. მისი ფუნქციებია დაკავშირებულობა, ინტეგრირებულობა, შეკრულობა.


ახალშობილი ბავშვი ამ კავშირს სიყვარულის სახით გრძნობს, იმის და მიუხედავად, თუ რას განიცდის ის ამ სისტემაში, მისი მიმღებლობა იქნება ეს, თუ მისთვის რაიმე დანაკლისი. ეს დაკავშირებულობის თემა არა მხოლოდ მამას და დედას, ან ახლო ნათესავებს ეხება, არამედ შეიძლება ქვეცნობიერად რამდენიმე თაობაზეც კი გაგრძელდეს. ესენი შეიძლება იყვნენ მშობლებისა და ბებია-ბაბუების ყოფილი პარტნიორები. ომში დაკარგული თანამებრძლები, ვისთანაც ასევე ძლიერი ემოციური კავშირები დგება ხოლმე. ასევე კლანიდან გარიცხულები, რომლებიც სისტემის არ აღიარებული და არ მიღებული ნაწილები არიან. ეს გავლენას ახდენს სისტემებზე და ასევე მათ შემდგომ შთამომავლობეზეც.


ხშირად სისტემიდან "გამორიცხულები" ან არ დანახულები არიან ხოლმე ადრე გარდაცვლილი დედმამიშვილებიც, ეს ხდება განსაკუთრებით მკვდრადშობადობის და აბორტების დროს. მშობლები ხშირად საერთოდ არ ესაუბრებიან ხოლმე ამ თემებზე თავიანთ შვილებს, ტკივილის, სირცხვილის ან დანაშაულის გამო.


საოჯახო განლაგების დროს კავშირები ხილული ხდება.


ეს კავშირები აყალიბებს ადამიანს და გავლენას ახდენს მთელს მის მის სიცოცხლეზე, ანუ, აქედან განისაზღვრება, თუ როგორ იმოქმედებს ადამიანი შემდგომში, თავდაჯერებულად თუ შეშფოთებულად, თამამად თუ ფრთხილად. ადვილად მეგობრობს სხვა ადამიანებთან თუ უფრო ფრთხილია ურთიერთობებისა და კავშირების ჩამოყალიბებაში. ადამიანის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნილება არის დაკავშირებულობა.


საოჯახო განლაგებების მეთოდოლოგია გვაძლევს უნიკალურ შესაძლებლობას ამ ფსიქიკური პროცესების წარმოსაჩენად. ეს ხდება სისტემის წარმომადგენლების როლების შემსრულებლების სცენურ სივრცეში გადაადგილებით, მათთვის მოკლე ინფორმაციული კითხვებით, ასევე რეპრეზენტატორების მეშვეობით გარიყული პირების სისტემასთან შემოერთებით, მოკლე, არსობრივი და ძირეული დიალოგის მეშვეობით. ასევე უამრავი სხვა ასპექტებით ხდება ურთიერთობების შიდა და დაფარული დინამიკების გამოჩენა, მათი სივრცული ანიმირება და პოტენციური ჰარმონიზაცია.

Comentários


bottom of page