top of page

ᲓᲐᲤᲐᲠᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲔᲑᲘ

Updated: Sep 13


ree

დაფარული განლაგებისას, წარმომადგენლებს არ ეძლევათ სახელები ან ფუნქციები, როგორიცაა მაგალითად მამა, დედა, ქალიშვილი, შვილი, უფროსი, ზედამხედველი და ა.შ., მაგრამ მათ ეძლევათ მხოლოდ ნომერი, ასო ან მეტსახელი.


ამ დროს წარმომადგენლებს არ ეძლევათ დამატებითი ინფორმაცია. ისინი მთლიანად უნდა კონცენტრირდნენ საკუთარ აღქმაზე. მხოლოდ განლაგების ხელმძღვანელმა და მაძიებელმა იცის ვინ ვის ან რას წარმოადგენს. ამ გზით, კონფიდენციალურობა დაცულია. ასეთი სახის განლაგებები ძალიან ჰგავს სხვა განლაგებებს. აქ კარგად ჩანს, რომ არ აქვს მნიშვნელობა წარმომადგენლებმა იციან თუ არა ვის წარმოადგენენ.


როდესაც წარმომადგენლებმა არ იციან, ვის და რომელ სიტუაციას ასახავენ ისინი თავიანთი წარმომადგენლობით, ეს ხელს უშლის მათი გონების შესაძლო საბოტაჟს და ყურადღების დაკარგვას. გარდა ამისა ამ გზით შეიძლება ასევე სრულიად ახალი შთაბეჭდილებების მოპოვებაც, რომლებიც ადრე სისტემურ ველში არ ჩანდა.


დაფარული განლაგება მნიშვნელოვანია, როდესაც რჩევის მაძიებელს არ სურს

განიხილოს ოჯახური ან საქმიანი საკითხები სემინარის სხვა მონაწილეების წინაშე. ეს განსაკუთრებით ხშირია პროფესიული კონსულტაციის კონტექსტში. ასეთ შემთხვევებში, დაფარული განლაგებით მუშაობა რჩევის მაძიებელს საშუალებას აძლევს ჩაატაროს განლაგება წარმომადგენლებთან, კომპანიის რაიმე საიდუმლოების ან ასევე შინაგანი საიდუმლოების გამჟღავნების გარეშე.


ᲜᲐᲮᲔᲕᲠᲐᲓ ᲓᲐᲤᲐᲠᲣᲚᲘ ᲒᲐᲜᲚᲐᲒᲔᲑᲐ


ნახევრად დაფარულ განლაგებაში წარმომადგენლებმა იციან რა არის საკითხი, მაგრამ არ იციან ვის ან რას წარმოადგენენ.


ᲢᲔᲢᲠᲐᲚᲔᲛᲐ


ტეტრალემის (გადაწყვეტილების მიღების) სტუქტურული განლაგება ძირითადად მაშინ არის შესაფერისი, როდესაც რაიმე ფუნდამენტური გადაწყვეტილებები უნდა იქნას მიღებული. ეს მეთოდი აუმჯობესებს სხვადასხვა ალტერნატივების უკეთესად გაგებას და განცდას. ეს განლაგების მეთოდი პირველ რიგში მომავლისკენ არის მიმართული და მიზნად ისახავს რჩევის მაძიებლის პოტენციალის განვითარებას.


ხშირად, როდესაც ვინმე ორ ალტერნატივას შორის ძლიერ კონფლიქტშია,

შესაძლებელია, რომ ეს შიდა კონფლიქტი გამოწვეული იყოს ოჯახურ სისტემაში ჩახლართულობით. ასეთ შემთხვევებში, გადაწყვეტილების განლაგება ძალიან სასარგებლოა.


ტეტრალემის განლაგების ტექნიკა გადაწყვეტილების მიღების პროცესში არჩეული რეპრეზენტატორები წარმოადგენენ იმ ალტერნატივებს, რომელთა შორისაც უნდა იყოს გადაწყვეტილება მიღებული. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია პოლარიზაციის თავიდან აცილება, როცა მხოლოდ ორი ვარიანტია. ამის თავიდან ასაცილებლად ამ დროს ყოველთვის ემატება მესამე ელემენტი, მაგალითად „რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი“, და ასევე სხვადასხვა შესაძლებლობები.


ტეტრალემის განლაგებაში (რომელიც სტრუქტურული განლაგების ერთ-ერთი ფორმაა), ამას კიდევ ემატება სხვა დანარჩენი ელემენტები, როგორებიც არიან:


  1. პირველი

  2. მეორე

  3. ორივე

  4. არცერთი

  5. არც ეს და არც არაფერი.


ᲛᲘᲓᲒᲝᲛᲐ


ეს მეთოდი არ არის იმის შესახებ, თუ რომელი პოზიცია არის სხვებზე უფრო სწორი ან უკეთესი, არამედ უპირველეს ყოვლისა ამ დროს უფრო მნიშვნელოვანია ყველა პოტენციური შესაძლებლობის დანახვა. მათი პატივისცემა და ამგვარად უფრო გაცნობიერებული და სიღრმისეული წვდომის შესაძლებლობა განკითხვის გარეშე მიღებულ გადაწყვეტილებამდე.


მაგალითად, შესაძლებელია, რომ ემოციური უარყოფა (ხშირად სისტემურად

გამოწვეული) ხელს უშლიდეს რომელიმე ალტერნატივის რეალიზაციას, ან ბლოკავდეს იმ პერსპექტივაზე წვდომას, რომელიც ასევე ორ შესაძლო ალტერნატივას შორის სინთეზს გახდიდა შესაძლებელს.


ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დავაფასოთ არ არჩეული ვარიანტიც. მხოლოდ მაშინ იძენს ჩვენს მიერ არჩეული ვარიანტი თავის სრულ მნიშვნელობას, როცა არარეალიზებულ ვარიანტსაც პატივს ვცემთ.


მაგალითად, თუ ქალი მიდის იმ დასკვნამდე, რომ სრულფასოვანი დედობა მისთვის შეუძლებელია, რადგან მას კარიერის გაგრძელება სურს, ის პატივისცემით უნდა აცნობიერებდეს მის დანაკარგს, რადგან როდესაც ის მოქმედებს დევიზით "ოჰ, მე არ მჭირდება ბავშვები", ის ზიანს აყენებს იმას, რაც არ არის რეალიზებული. ეს მიდგომა კი მას აშორებს იმასაც, რაც მან აირჩია - კერძოდ, მის კარიერას.


მხოლოდ იმ შემთხვევაში შეუძლია მას ჰქონდეს სრული პროფესიული ცხოვრება, თუ ის ასევე პატივს სცემს იმას, რაც არ განხორციელებულა, ამ შემთხვევაში ბავშვის ყოლა.


ასე რომ, რაღაცის არჩევა და მისი მიიღწევა შესაძლებელია მხოლოდ ძალიან კარგად გაცნობიერებიული, დანახული, მიღებული და განცდილი უარის თქმის გზით რაღაცა სხვაზე.

 
 
bottom of page