top of page
AutorenbildMoksha Peikari

დაშორება



წყვილის ბევრი ურთიერთობა პარტნიორთაგან რომელიმეს ბრალის გარეშე მთავრდება.


ამის მიზეზებს ხშირად მათ წარმომავლობით ოჯახებში გადაუჭრელი პრობლემები და ასევე შინაგანი ჰარმონიული თანაარსებობის წესრიგის დარღვევები განაპირობებს. ასეთ შემთხვევაში, ურთიერთობის დასრულება აღიარებული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს პარტნიორების შემდგომ განვითარებაში ხელს შეუშლის. თუ ერთ-ერთ პარტნიორი ურთიერთობის დასრულებას არ სცნობს, მეორე ეს არ დააბრკოლებს, ის წავა და ურთიერთობას დატოვებს.


 

მაშინაც კი, როდესაც ურთიერთობის დასრულება უკვე ნათელია, ზოგი მაინც თვლის, რომ მათ კიდევ უფრო დიდი ხანი უნდა იტანჯონ, სანამ მთლიანი დაშორება მოხდება. ეს მიდგომა გარკვეულწილად არის მიზანშეწონილი, რადგან მხოლოდ მაშინ აქვთ მათ შინაგანად დაშორების ძალა, როდესაც ორივემ უკვე გარკვეული ტკივილი განიცადა.


რადგან ურთიერთობა არ შედგა, წყვილს მწუხარება და ტკივილი დაშორების საშუალებას აძლევს. ამ შემთხვევაში უკვე აღარ იქნება საყვედური, რჩება მხოლოდ ტკივილი.


მოსიყვარულე განშორება პარტნიორის მიმართ პატივისცემას გულისხმობს:


”მე ძალიან მიყვარდი. შენ მე ბევრი რამ მაჩუქე. მე ამას ჩემში ვიტოვებ. მეც ასევე ბევრი რამ მოგეცი და შენც შეგიძლია ეს ყველაფერი შენთვის დაიტოვო. მე ჩემს წილ პასუხისმგებლობას ვიღებ იმის შესახებ, რაც ჩვენს შორის არასწორი იყო და შენს წილს შენთან ვტოვებ. ახლა კი მშვიდობით გტოვებ“.


ბერტ ჰელინგერი

10 Ansichten0 Kommentare

Comments


bottom of page