მუცელი ძირითადად არის დედასთან პრობლემების ინდიკატორი, ფინანსური პრობლემები, უფულობა - მამასთან. თქვენი დედასთან ურთიერთობა, თქვენი ოჯახი და თქვენი სოციალური კავშირებია, ხოლო მამა, დაცულობის გრძნობა, გავლენა და ფული.
უბედური და ნაწყენი ადამიანები დედას „დაატარებენ“ მუცლით. რაც უფრო დიდია ჩვენი პრეტენზიები დედასთან, მით უფრო დიდია ჩვენი მუცელიც. რატომ ხდება ასე? რა ზრდის თქვენს ღირპს? ძირითადად ნეგატიური ემოციები და გადაუმუშავებელი განცდები.
ჩვენ ყველანი ემოციებით ვცხოვრობთ და მუდმივად ვისწრაფვით მათ შესაგრძნობად. ყველა ადამიანი ოცნებობს ბედნიერებაზე, მაგრამ გზად უწევს თვალი გაუსწოროს ბოროტებას, შურს, ბრაზს და სიძულვილს… სწორედ ამ დროს ვსწავლობთ ნეგატივისგან თავის დაცვას, ვადებთ საკუთარ გულს და სულს ბოქლომს. მაგრამ რა უნდა ვქნათ, როდესაც ტკივილს ყველაზე ახლობელი ადამიანები - დედა და მამა გაყენებს?
რადგან ჩვენ ვერ ვახერხებთ ავირიდოთ ამგვარი განცდები, ამიტომ მშობლებთან დაკავშირებული ნეგატიური ემოციები დიდხანს იხარშებიან ჩვენში და სამწუხაროდ, ხშირად მიზეზის გაუცნობიერებლადაც სამუდამოდ რჩებიან იქ. ამიტომაც, გვინდა თუ არა ეს, ერთხელ აუცილებლად მოგვიწევს გავაცნობიეროთ ჩქვენი ჭეშმარიტი ურთიერთ-დამოკიდებულება მშობლებთან. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენს საკუთარ სისტემაში ხდება ძლიერი და სასიცოცხლოდ საშიში ინტოქსიკაციები...
ფსიქოლოგებმა უკვე დიდი ხანია შენიშნეს კავშირი ნეგატიურ, ჩახშობილ ემოციებსა და ჯანმრთელობას შორის. სულიერება კიდევ უფრო შორს მიდის და ადამიენბთან ურთიერთობებს ერთმანეთთან კარმულლადაც აკავშირებს. სისტემური განლაგება სწორედ ფსიქოლოგიისა და სულიერების საზღვარზე დგას.
ადამიანებს ყოველდღიურ ცხოვრებაში მართავს არა მხოლოდ მისი გონება, მოტივები და სიტუაციური გრძნობები, არამედ ასევე ოჯახური ველიც, სადაც ყველა მნიშვნელოვანი (ასევე პრობლემური) შემთხვევა ჩაწერილია, რაც ნათესაურ კავშირებში ხდება ხოლმე.
ოჯახურ განლაგებაში საკვანძო ფიგურები თავად ადამიანი და მისი მშობლებია. ძირითადად სწორედ იმის მიხედვით, თუ როგორ აეწყობა ამ ორ ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანთან ურთიერთობა ბავშვობაში, განისაზღვრება მთელი თქვენი შემდგომი ცხოვრება.
იმას, ვისაც დიდი მუცელი აქვს, დედას ატარებს მუცლით: „დედა, მე შენ უარგყოფ და ამიტომ მუცლით გატარებ“. გამოდის, რომ რაც უფრო დიდია სიძულვილი, წყენა და უარყოფა, მით უფრო დიდია ჩვენი მუცელიც.
ყველა ბავშვი - დედის სისხლი და ხორცია. ის მისგან ბრმა და უპირობო სიყვარულს ითხოვს. მომავალ პარტნიორშიც გაუცნობიერებლად დედის თვალებს ვეძებთ, მიუხედავად სქესისა. თუმცა ხშირად დედას თავისი გეგმები აქვს ბავშვის ცხოვრებაზე. ის შესაძლოა გამუდმებით აკრიტიკებდეს, მოითხოვდეს მისგან იმას, რისთვისაც მზად არ არის.
ვინ იცის ასე რამდენი შვილის ბედი გააფუჭეს მზრუნველმა დედებმა, თავიანთი ,,ბავშვის“ პრესტიჟულ უნივერსიტეტში, ან შემოსავლიან, თუმცა მოსაწყენ სამსახურში მისი მოწყობით. ძირითადად ხომ დედა ირჩევდა ხოლმე იმ კლასგარეშე წრეებსაც, რომლებზეც ბავშვი დადიოდა.
დედაზეა დამოკიდებული ცხოვრებისადმი საბაზისო ნდობა. თუკი დედა ხშირად წუხდა თქვენ გამო, თქვენ აუცილებლად შეისრუტავდით მის საკუთარი თავისადმი სიბრალულს, შიშებს და ცხოვრებისადმი უნდობლობასაც.
ასე რომ კაცი, რომელიც ცოლს ღალატობს, ფაქტიურად დედის სიყვარულს ეძებს სხვა ქალებში. პარადოქსულად ჟღერს ეს დაკავშირებულობა, მაგრამ რადგან ბავშვობაში ის ხშირად ხედავდა მას იმედგაცრუებულს, ახლა ძალიან სურს რომ ის ბედნიერად აქციოს. ჩვენ მიდრეკილნი ვართ რომ ძალიან ღრმად გავატაროთ ხოლმე საკუთარ თავში მშობლების ემოციები და ასეთი სახის ინტერნალიზაციით კიდევ უფრო ვამძიმებთ საკუთარ სიტუაციას.
დედა შვილს უპირობო სიყვარულს და მზრუნველობას აძლევს. დედა მას უზრუნველყოფს საკვებით. თუკი ამ პროცესში რაღაც დაირღვა, ბავშვი ზრდასრულ ასაკში ახდენს ამის კომპენსირებას. მაგალითისთვის, ხშირად ემოციური დეფიციტის შევსებას საჭმლით ვცდილობთ ხოლმე. დედის დანაკლისს საკვებით ვინაზღაურებთ.
ასე რომ, დედას, ამა თუ იმ ფორმით, შეუძლია მთელი თავისი სიმძიმით დააწვეს ბავშვს. მასში გროვდება წყენა, სიძულვილი და ამიტომ განიცდის ხოლმე ბავშვი სულიერ ტკივილებს. ეს ემოციები გასასვლელს ვერ პოულობენ და ბავშვის სისტემაში იბეჭდებიან და შიგნით რჩებიან.
გადის დრო. ბავშვი იზრდება. იმისთვის რომ ის გადარჩეს მას ესაჭიროება იმისი ცნობიერება, რომ გათავისუფლდეს დედასთან ურთიერთობით დაგროვილი ნეგატივისგან. ამ დროს ირთვება თავდაცვითი მექანიზმები რადგან სხვა შემთხვევაში ფსიქიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებდა.
სწორედ ამის გამოა, რომ ადამიანები ივიწყებენ ბავშვობის წყენას. პრობლემა აქ იმაშია, რომ ეს მხოლოდ ცნობიერ დონეზე განიდევნება და მეხსიერებიდანაც იშლება, მაგრამ გრძნობა და ემოციური შრე რჩება, გადანაცვლდება და მუცელში იწყებს წვეთ-წვეთ ჟონვას. ასე წარმოიქმნება ერთგვარი საცობი, რომელიც ცხოვრებისეული წარმატებისთვის საჭირო ენერგიას ბლოკავს.
წარმატებას დედის სახე აქვს. ეს ფრაზა ნიშნავს შემდეგს: ,,როგორი დამოკიდებულებაც გაქვს ქვეცნობიერ დონეზე, დედასთან, ისეთივე იქნება თქვენი წარმატებაც“. მამაკაცი მხოლოდ მაშინ მოახერხებს წარმატების მიღწევას, როდესაც ის თავისი ქალური ნაწილის ამუშავებას შეძლებს საკუთარ თავში: განივითარებს ინტუიციას და მოახერხებს წარმატებულ უკუკავშირს სამყაროსთან.
ჩვენ შეგვიძლიათ თეორიულად და დაუსრულებლად ვამტკიცოთ, რომ დედა გვიყვარს, მაგრამ ამის სიმართლეზე რეალობა ლაპარაკობს. რეალობა არის უკუკავშირი ჩვენი ჭეშმარიტი სიყვარულის მშობლებისადმი. ყველაზე მეტად დედისადმი წყენას ადამიანის ცივი მზერა ამხელს. დედით იმედგაცრუება საკუთარი თავით იმედგაცრუებამდე მიდის.ეს იწვევს უნდობლობას, მარტოობას, იზოლირებულობას და ჩაკეტილობას...
ბერტ ჰელინგერი
Comments