top of page
AutorenbildMoksha Peikari

დედის პოვნა და მიღება


დაბადების შემდეგ მნიშვნელოვანი მოვლენა და წარმატება ასევე დედისკენ მოძრაობაა, რომელიც ძუძუს გვაწოვებს და ზრუნავს, რომ გამოგვკვებოს. დედის რძესთან ერთად მის მიღმა არსებულ ცხოვრებასაც ვიღებთ. რა გვხვდის წარმატებულს და რა გვამზადებს მომავალი წარმატებისთვის პროფესიულ საქმიანობასა და ცხოვრებაში?


დედა, როგორც ცხოვრების წყარო იმ ყველაფერთან ერთად, რაც მისგან ჩვენსკენ მოედინება. ცხოვრებას მასთან ერთად ვიღებთ. ეს აქტიური მიღებაა. რძე რომ გადმოდინდეს, ძუძუ უნდა მოვწოვოთ. დედა რომ მოვიდეს, უნდა მოვუხმოთ. ჩვენ უნდა გავიხაროთ იმით, რასაც მისგან საჩუქრად ვიღებთ. ის ჩვენ გვამდიდრებს...


მოგვიანებით ირკვევა, რომ ის, ვინც დედის მთელი სისავსით მიღებას შეძლებს, წარმატებული და ბედნიერია, რადგან ცხოვრებისა და პროფესიისადმი ადამიანს ზუსტად ისეთი დამოკიდებულება აქვს, როგორიც - დედისადმი. როგორც დედას უარყოფს ადამიანი, ასევე უარყოფს მას ცხოვრება, პროფესია და საქმე...


როგორც დედის არსებობა ახარებს ადამიანს, ასევე ხარობს ის ცხოვრებით და საქმით. როგორი სიყვარულითაც იღებს ადამიანი დედისგან იმას, რასაც ის სულ უფრო და უფრო მეტს აძლევს, ასევე ასაჩუქრებს ცხოვრება და საქმე მას წარმატებით...


ვინც დედას პირობებს უყენებს, ის პირობებს ცხოვრებას და ბედნიერებასაც უყენებს. როგორც დედას უჩნდება დისტანიცა, როცა შვილი მას პირობებს უყენებს და უარყოფს, ასევე იხევს უკან მისგან წარმატება. სად იწყება ჩვენი წარმატება? ის დედასთან იწყება. როგორ მოდის ჩვენთან წარმატება? როგორც დედა მოდის ჩვენთან, რომელსაც პატივს მივაგებთ...


მოძრაობა დედისკენ


დედას ბევრი ადამიანი ადრეულ გამოცდილებას უპირისპირებს. თქვენ უკვე განგიცდიათ ადრეულ ასაკში მასთან განშორება, როცა მაგალითად დედას სხვასთან დაუტოვებიხართ, ან როცა დედათქვენი ავად გამხდარა და გამოსაჯანმრთელებლად სხვაგან წასულა, ან როცა ავად გამხდარხართ და დედას თქვენი მონახულების უფლება არ ჰქონია. ეს გამოცდილებები მომავალში თქვენს ქცევებზე ღრმა გავლენას ახდენს და შედეგად ამ ქცევებსაც ცვლის...


განშორების ტკივილს და უდედობით განცდილ უიმედობას, სასოწარკვეთილებას, რომ ის გვერდით არ გყავდათ მაშინ, როცა დედა ასე გჭირდებოდათ, ხშირად ასეთ შინაგან გადაწყვეტილებამდე მიჰყავხართ ხოლმე. მაგალითად: „მე მას თავს დავანებებ“, „მე მარტო დავრჩები“, „მე თავს მისგან შორს დავიჭერ“...


როცა ბავშვს შემდგომში უკვე დედასთან დაბრუნების საშუალება ეძლევა, ხშირად ის დედას გაურბის, თავს არ აფერებინებს, გულის კარს უკეტავს და მას და მის სიყვარულს ახლოს არ უშვებს. როცა დედა მასთან მიახლოვებას და ხელში აყვანას ეცდება, ის მას შინაგანად უარყოფს და ამას ხშირად გარეგნულადაც გამოხატავს...


ბერტ ჰელინგერი

Komentar


bottom of page