სისტემური და საოჯახო განლაგების მიხედვით დეპრესიას შესაძლოა სხვადასხვა დინამიკა შეესაბამებოდეს:
არ დაფასება ან აბუჩად აგდება ოჯახის მნიშვნელოვანი წევრის, ხშირად მშობლის:
დეპრესია ზოგჯერ იმის გამო ჩნდება, რომ ჩვენს გულში მნიშვნელოვანი პიროვნების ადგილი არ არის. როგორც წესი, ეს ხშირად რომელიმე ერთ მშობელს ეხება. ეს შესაძლოა მისი ნაადრევი გარდაცვალების, მშობლების განშორების შედეგად ამ ერთ მშობელთან კონტაქტის დაკარგვის, გაშვილების, ან იმის არ ცოდნის გამოც ხდებოდეს, თუ ვინ არის მამა...
ვისაც სძულს ან ვინც უგულებელყოფს მამას ან დედას, ის ხშირად ვარდება ხოლმე დეპრესიაში, რადგან მათი არ მიღების გამო ისინი სასიცოცხლო ენერგიის თითქმის ნახევარს კარგავენ. ხშირად ისიც ხდება, რომ მართალია ისინი არ ღებულობენ საკუთარ მშობლებს, მაგრამ მზად არიან ბევრი გასცენ ცხოვრებაში... მაგრამ, ვინც მხოლოდ გასცემს და უკან არ იღებს, დროთა განმავლობაში ის შიგნიდან ცარიელდება...
დეპრესიის მკურნალობა შეიძლება მშობლების სიყვარულით, მათი მიღებით, ისეთების როგორებიც ისინი არიან. თუმცა, აქ უმეტეს შემთხვევაში გამოსავალი მოითხოვს, რომ ბებია-ბაბუაც უნდა იყვნენ განლაგებულები, რომ მშობლებმაც მიიღონ ის, რაც მათაც ასევე სჭირდებოდათ თავიანთივე მშობლებისგან. საჭირო და აუცილებელია თაობების ხაზში იმ წერტილის პოვნა, სადაც თავდაპირველად შეწყდა დენადი სიყვარულის ნაკადი, რათა განკურნება ჯერ იქ წარიმართოს.
როგორც თითქმის ყოველთვის ხდება ხოლმე, საოჯახო სისტემებში დინამიკა შეიძლება შემდგომმა თაობამ აიღონ თავიანთ თავებზე. მაგალითად გოგონა, რომელიც საკუთარ თავს არაცნობიერად მამის ყოფილ შეყვარებულში აიგივებს, ამიტომ ვერ ურთიერთობს საკუთარ დედასთან და ამის გამო ის მძიმე დეპრესიაში ვარდება...
დეპრესიის კიდევ ერთი მიზეზი შეიძლება ასევე ბავშვის ადრეული სიკვდილი ან ბავშვის ნაადრევი მშობიარობით გამოწვეული ფატალური შედეგიც იყოს. ასეთ შემთხვევებში ზოგიერთი დედა, ან ასევე და-ძმაც მიდრეკილია მძიმე დეპრესიისკენ ან სიკვდილის ლტოლვისკენაც.
მათ სურთ მიჰყვნენ გარდაცვლილ შვილს ან დედმამიშვილს, ანუ მოკვდნენ, რათა მათთან იყვნენ.
ოჯახური ტანჯვა:
ზოგიერთ მძიმე დეპრესიას, რომელიც მთელი სიცოცხლის განმავლობაში გრძელდება, ხშირად სხვა ღრმა სისტემური მიზეზები აქვს. უმეტესად ისეთ შემთხვევებში, თუ ეს ოჯახი რაიმე დიდ ტანჯვას განიცდიდა. მაგალითად იმის გამო, რომ (დიდი) მშობლები დაიღუპნენ საკონცენტრაციო ბანაკებში ან იმის გამო, რომ და-ძმა ადრე გარდაიცვალა მძიმე ავარიაში. განლაგებაში ასევე ომის დროს დედის გაუპატიურებაც დეპრესიის ერთ ერთ მიზეზად განიხილება.
მიდგომა, გამოსავალი:
დეპრესიის გამომწვევი მიზეზი (ვინმეს დაკარგვის ან დაშორებით გამოწვეული ტრავმა) უნდა მოიძიოს. ხშირად შეიძლება ეს რამდენიმე თაობის წინაც იყოს მოსაძებნი. ამის შემდგომ თქვენ საბოლოოდ მიდიხართ ამ სიმპტომიდან მის რეალურ საწყისამდე, რომლის მოგვარებაც შესაძლებელია სისემური და საოჯახო განლაგების მეთოდის გამოყენებით.
განლაგების დროს „დედის მიმართ შეწყვეტილი მოძრაობის“ მეთოდის გამოყენებას აზრი არ აქვს მძიმე დეპრესიის მქონე ადამიანებში, რომელთა დედებიც თავად ტრამვის ხაფანგში არიან გამომწყვდეულები. ასეთ შემთხვევებში საჭიროა ჯერ დედის ტრავმის ამოცნობა. ამიტომ კლიენტმა ჯერ თავი უნდა აარიდოს დედასთან ემოციურად და ფიზიკურად შვილის როლში ახლოდ ყოფნის სურვილს. მიუხედავად იმისა, რომ ეს გარემოება თავდაპირველად კლიენტში ფსიქოლოგიურ დისკომფორტს და ტკივილებსაც იწვევს, საბოლოოდ მაინც ფიქსაციისგან განცალკევების პროცესი იწყება, რაც ასე ვთქვათ ჯერ „ჯანსაღ“ მწუხარებას ან სევდასაც იწვევს.
ეს განცალკევების პროცესი შვილს დედის მტკივნეულ მდგომარეობაზე ფიქსაციის აუცილებლობის და ლოიალურობის გამო მუდმივად მისი დახმარების სურვილის მოხსნაში ეხმარება. თავდაპირველად ეს საუკეთესო საშუალებაა დისტანციიდან დედა-შვილს შორის კეთილგანწყობილი ურთიერთობის შესაქმნელად.
ბერტ ჰელინგერი
Comments