top of page

ემიგრაცია და მისი შედეგები



ემიგრაცია, ლტოლვილობა ან განდევნა ასევე მთავარი თემებია საოჯახო განლაგებაში. აქ ბევრი რამ სიტუაციიდან გამომდინარეა, თუ რატომ ტოვებს ადამიანი სამშობლოს. ასევე ბევრი რამ არის დამოკიდებული იმაზეც, თუ როგორ მიატოვებს და როგორ ფიქრობს ის მასზე. საოჯახო განლაგებებში გვხვდება ისეთი შემთხვევებიც, სადაც ჩანს, რომ ადამიანებს სურთ თავიანთ თავებში დათრგუნონ და დაივიწყონ მათ მიერ მიტოვებული სამშობლო, ხშირად ისინი არ სცემენ პატივს და არ აღიარებენ მას სამშობლოდ.


ხშირად შეიძლება დავაკვირდეთ, რომ როდესაც ვინმე სამშობლოს ტოვებს, რადგან მას აღარ სურს იქაურ პრობლემში და ტკივილებში მონაწილეობა, ეს მაინც უარყოფითად მოქმედებს მათზე.


განსხვავებულია ის სიტუაცია, როცა მათ თავიანთ ქვეყანაში დევნიან და ემიგრაციაში თვის დასაცავად ან გადასარჩენათ მოუწიათ წასვლა. ისინი ხშირად პოულობენ თავშესაფარს სხვა ქვეყნებში, საიდანაც მათ მაინც შეუძლიათ გარკვეული ცვლილებების შეტანა და რაღაცის გაკეთება სამშობლოში დარჩენილებისთვის.


ემიგრაციის კონტექსტის საოჯახო განლაგებების დროს ხშირად გამოკვეთილად ჩანს ხოლმე, რომ ზოგადად ყველა თანამონაწილესთვის კარგია, თუ ისინი საკუთარ სამშობლოსთან წარსდგებიან, მას „განსჯის გარეშე“ აღიარებენ და გაცნობიერებულად გაითვალისწინებენ იმას, რომ ისინი სწორედ ამ ქვეყანაში არიან დაბადებულები და რომ ისინი მისი წარმომადგენლები არიან.


განლაგების პროცესის მსვლელობის დროს ძალიან ხშირად სიტუაცია უკეთესობისკენ მიემართება, როდესაც საკუთარი ფესვები ისევ აღიარებული და დანახულია. ბერტოლდ ულსამერის ერტ ერთი წიგნის სათაური ამას კარგად გადმოსცემს ამას: „ფესვების გარეშე, ფრთების გარეშეა“.


ემიგრაციასთან და ლტოლვილობასთან დაკავშირებული სხვა თემები:


ლტოლვილობის დანაკარგების ტრანსგენერაციული ტრავმატიზაცია


საყვარელი ადამიანების, ნათესავების, ბავშვების დაკარგვა


საარსებო წყაროს დაკარგვა და ამოძირკვა


სტატუსისა და პირადული იდენტობის დაკარგვა


ოჯახის ერთიანობის დაკარგვა


ვინც ემიგრაციაში წავიდა, ის თანდათან ეგუება ახალ გარემოს. ახალი უკვე წინა პლანზე გადმოდის და ძველი სამშობლო ცოტათი უფერულდება. თუმცა, თქვენ როგორც მისი, ასევე თქვენი ახალი ქვეყნის და სამყოფელის ერთგული რჩებით. ამან შეიძლება თქვენში გარკვეულწილად სინდისის კონფლიქტი გამოიწვიოს, რადგან მათ მიმართ ლოიალობა ზოგჯერ განსხვავებულია. ადამიანს ორივე ქვეყანაში ეშინია საკუთარი განკუთვნადობის დაკარგვის. გარკვეული ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური და ასევე სოციოლოგიური მიზეზების გამო, ასეთ შემთხვევებში ხშირად ქალებზე მეტად კაცები უფრო იტანჯებიან.


მიგრაციის და ასევე ლტოლვილობის კონტექსტში სასარგებლო და დამხმარეა იმ სიტუაციისა და გზის გაცნობიერება, რომელიც გაიარეთ. ასევე ისიც ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ გაცნობიერებულად დაემშვიდობოთ სამშობლოს. შესაძლოა პატარა რიტუალის სახით ახალ სამყოფელში ძველი სამშობლოსთვის პატარა კუთხის ან ადგილის გამოყოფა. პარალელურად, ასევე სასარგებლოა თქვენი ახალი ადგილსამფელის ერთგვარ საჩუქრად დანახვა, მისი სრულად აღიარება და დაფასება.

475 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page