top of page

ემოციური მიჯაჭვულობის ფორმები




ადამიანებს შორის კავშირი დგება და ნარჩუნდება მაშინ, როდესაც თანამონაწილეები ერთმანეთზე ისეთი ინტენსიური გრძნობებით რეაგირებენ, როგორიცაა შიში, სიყვარული, ბრაზი, დანაშაული ან სირცხვილი. ერთმანეთზე დამოკიდებულება ამ ემოციური მდგომარეობების ურთიერთგაცვლაში ვლინდება. სულიერი, ემოციური მიჯაჭვულობა და კავშირი ნების მიღმა მოქმედებს - ვერავინ შეძლებს ამ კავშირის და ბმის დამყარებას ან მის დაძალებას უბრალო ნებისყოფის მოქმედებით. ჩვენი სული აქ არაცნობიერად მუშაობს, რადგან შინაგანი დაკავშირებულობის ფორმირება არის პროცესი, რომელიც ნებისა და გონების მიღმა ხდება. ამიტომაც შეუძლიათ ასეთ მიჯაჭვულობებს ჩვენზე ისე იმოქმედონ, რომ ჩვენ ამის შესახებ ცნობიერად არც ცოდნა და არც წარმოდგენაც არ გვქონდეს.


მიჯაჭვულობის გრძნობები

გრძნობები არის ადამიანის ფსიქიკის რეაქცია აღქმებსა და გამოცდილებებზე. გრძნობები არის გამოცდილების და სიტუაციების სუბიექტური შეფასება. გრძნობები წარმოიქმნება კონკრეტულ სიტუაციებში. თუმცა, სიტუაციის ცვლილებით ისინი მაშინვე არ ქრებიან და ხშირად თავიანთ კონკრეტულ გამომწვევ მიზეზებთან დამოკიდებულებაში რჩებიან დიდი ხნის განმავლობაში. ამიტომ, წარსული სიტუაციების განცდები ხშირად გავლენას ახდენს უშუალო აწმყოს ემოციურ მდგომარეობაზე. ეს ნიშნავს, რომ უმეტეს შემთხვევაში, თავად სიტუაცია კი არ არის ხოლმე ან კარგი, ან ცუდი, არამედ ამ აწმყოს განცდას "წარსული გამოცდილების გავლენა" ახლავს თან.


უსაფრთხოება და სიყვარული

ისინი, ვინც სიყვარულს ზურგს აქცევენ, ხშირად ამას იმედგაცრუებული სიყვარულის გამო აკეთებენ. თუმცა იმედგაცრუება ვერ გამოიწვევს ამ მოთხოვნილების შეწყვეტას. ხშირად იმედგაცრუება იმის გამო, რომ არ მიიღეთ სიყვარული, აღიარების მოთხოვნილებად იქცევა. დევიზით „თუ მეტს მივაღწევ, მეც უფრო მეტად მაღიარებენ (შემიყვარებენ)“.


დაუცველობა და შიში

ადამიანი ძალიან დიდ შიშს განიცდის მაშინ, როდესაც მას მიტოვების და მარტო დარჩენის ეშინია. არის შიშის კიდევ ერთი ფორმა, რომელიც ასევე ხელს უშლის მიჯაჭვულობისგან გათავისუფლებას. ეს არის საკუთარი ჯგუფისადმი განკუთვნადობის დაკარგვის შიში. სადაც ადამიანები ერთმანეთს აშინებენ და სადაც შიში ცხოვრების მთავარი განცდა ხდება, ის წესები, რომლებიც თითქოს რაღაცა უსაფრთხოებას ქმნიან, სინამდვილეში ყველაფერს ახშობენ რაც ცოცხალია. ქრონიკული შფოთვა ჩვეულებრივ აუტანელი ფსიქიკური ტკივილის თავიდან ასაცილებელი შინაგანი სტრატეგიაა. ეს იმის საფასურია, რომ ამ ტკივილისგან არ გავიჭყლიტოთ და მან არ გაგვანადგუროს..


დანაშაული და უდანაშაულობა

დანაშაულის გრძნობა სპეციფიურად უფრო იმ სიტუაციებისთვის არის დამახასიატებელი, როდესაც ჩვენ (ან რეალურად ან წარმოსახვაში) თავს ვესხმით, ვატყუებთ, ვმანიპულირებთ, ვამცირებთ ან გვშურს მათ, ვისთანაც ვფიქრობთ რომ წესით სიყვარულით უნდა ვიყოთ დაჯკავშირებულები.


სიამაყე და სირცხვილი

ჩვენ გვინდა, რომ სხვებმა იმ კარგი საქმეებისთვის აღფრთოვანებით გვაღიარონ, რომელსაც ჩვენ ჯგუფისთვის ვაკეთებთ. ეს ასევე უსაფრთხოების და დაცულობის განცდას მატებს ჩვენს ცხოვრებას. ჩვენ ვცდილობთ, რომ სხვებმა იამაყონ ჩვენით და ჩვენი მიღწევებით. დანაშაული, სირცხვილი და სიამაყე ხშირად არეგულირებენ პირად საჭიროებებსა და ჯგუფურ ინტერესებს შორის დაძაბულ ურთიერთდინამიკას და ქმნიან ბალანსს ეგოიზმსა და ალტრუიზმს შორის.


ბრაზი და სიძულვილი

ბრაზის გრძნობა ჩნდება განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დაკავშირებულობას და მიჯაჭვულობას საფრთხე ემუქრება. გაბრაზება არის ემოცია, რომელიც მაშინ ჩნდება, როდესაც ვინმე წინააღმდეგობას უწევს და აპროტესტებს კავშირის გაწყვეტას. ვინც გაბრაზებულია, მას სხვა ადამიანთან მჭიდრო კავშირი აქვს. გაბრაზება გამოხატავს ინტერესს სხვა ადამიანის მიმართ. ამიტომ, ხშირად ბავშვები მშობლებში ბრაზის გრძნობას იწვევენ, რომ შეამოწმონ, არიან თუ არა მშობლები მათით დაინტერესებულნი.


სიძულვილი

სიძულვილის განცდა ძირითადად იმედგაცრუებული სიყვარულისგან წარმოიქმნება.


მწუხარება და ტკივილი

ვიღაცის დაკარგვა, ამ მათსთან ურთიერთობის გაწყვეტა, ვისთანაც დიდი ემოციური მიჭაჯვულობა გვქონდა, მთელ სხეულს უმოქმედოდ ხდის. ამ დროს იბლარება გრძნობები და ასევე იხშობა საღად აზროვნების უნდარი.

1.376 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Kommentarer


bottom of page