top of page

ზურგის, ან წელის ტკივილი




ზურგის, ან წელის ტკივილს, რომელიც სამი თვე ან მეტხანს გრძელდება, ექიმები ქრონიკულად მიიჩნევენ. თვეების განმავლობაში ზურგის ტკივილს შეიძლება მრავალი განსხვავებული მიზეზი ჰქონდეს. ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა რევმატული დაავადებები, შეიძლება როგორც ზურგის მუდმივ ტკივილს, ასევე სომატურ მიზეზებს და თიაქარის ან ხერხემლის გამრუდებასაც იწვევდნენ. მწვავე სიმპტომები ასევე შეიძლება ქრონიკული გახდეს, მიუხედავად იმისა, რომ საწყისი გამომწვევი მიზეზები დიდი ხანის აღმოფხვრილიც შეიძლება იყოს. ასეთ შემთხვევაში სხეულმა უკვე "ისწავლა" ტკივილი, ის თავად იქცა ავადმყოფობად. აქ დიდ როლს თამაშობს თავის ტვინში და ზურგის ტვინში მომხდარი ცვლილებები, ფსიქიკა და ასევე ტკივილის მეხსიერებაც.


ზურგის ტკივილი ოჯახურ და სისტემურ განლაგებაში "ჰელინგერის მიხედვით".


ბერტ ჰელინგერის თვალსაზრისით, ზურგის ტკივილი ხშირად ჩნდება შინაგანად ქედის მოხრაზე უარის გამო, ხშირად (მაგრამ არა ყოველთვის) მამას ან დედას, ზოგჯერ ორივე მშობელის მიმართ. ზურგის ან წელის ტკივილი მთავრდება მაშინ, როდესაც რჩევის მაძიებელი (კლიენტი) თაყვანს სცემს ვინმეს - ზოგ შემთხვევაში ამის გაკეთება შესაძლოა იატაკამდეც კი საჭირო იყოს. ქედის მოხრა შინაარსობრივად ნიშნავს: „მე შენ პატივს გცემ.“ თუ ვერ იპოვნეთ პატივის მისაგები პირი, ქედის მოხრა ზოგჯერ თავად სიმპტომის წარმომადგენლის (რეპრეზენტატორის) წინაშეც კი საკმარისია.


ზურგის ქრონიკული ტკივილის შემთხვევაში, ასევე ხშირად როლს თამაშობს ოჯახში დანაშაულის გრძნობა ან დანაშაული, რომელშიც დაავადებული იგივდება მისი ოჯახთან განკუთვნადობის შეგრძნების და ლოიალურობის გამო.

27 Ansichten0 Kommentare

Comments


bottom of page