ინდივიდუალური სინდისი განასხვავებს სუფთა სინდისს და სინდისის ქენჯნას. როცა სინდისი სუფთა გვაქვს, თავს კარგად ვგრძნობთ, ხოლო როცა სინდისი გვქეჯნის-ცუდად. რა ხდება მაშინ, როცა სინდისი სუფთა გვაქვს და მაშინ, როცა სინდისი გვქეჯნის? რა უსწრებს წინ სუფთა სინდისს და რა -სინდისის ქენჯნას ისეთი, რაც მათ ასეთად განგვაცდევინებს?
თუ კარგად დავაკვირდებით, როდის გვაქვს სუფთა სინდისი და როდის განვიცდით სინდისის ქენჯნას, დავინახავთ, რომ სინდისი მაშინ გვქენჯნის, როცა რაღაც ისეთს ვფიქრობთ და ვგრძნობთ, რაც იმ ადამიანთა და ჯგუფების ინტერესებს და მოლოდინს არღვევს, რომლის ნაწილადაც თავს მივიჩნევთ ან ხშირად ვალდებულები ვართ, თავი ამა თუ იმ ჯგუფის წევრად ჩავთვალოთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენი სინდისი ფხიზლად გვადევნებს თვალს, რომ ამ ადამიანებთან და ჯგუფებთან კავშირი შევინარჩუნოთ. ის უშუალოდ აკვირდება, ზიანდება თუ არა ჩვენი კავშირი და მიკუთვნებულობა ამ ადამიანებთან და ჯგუფებთან და აღიქვამს ჩვენს ფიქრებს, სურვილებს და ქცევებს. როცა ჩვენი სინდისი აღიქვამს, რომ ჩვენი ფიქრებით, გრძნობებით და საქციელით ამ ადამიანებს და ჯგუფებს ვშორდებით, მათთან კავშირის გაწყვეტის საფრთხეს ის შიშით პასუხობს. ამ შიშს ჩვენ, როგორც სინდისის ქენჯნას, ისე განვიცდით.
ხოლო როცა ისე ვფიქრობთ, ისეთი სურვილები გვაქვს და ისე ვმოქმედებთ, რომ სრული ჰარმონია გვაქვს ამ ადამიანების და ჯგუფების მოლოდინთან თუ მოთხოვებთან, მაშინ თავს მათ წევრად მივიჩნევთ და მიკუთვნებულობის ამ განცდასაც, როგორც საიმედოს, ისეთად აღვიქვამთ. წევრობის გარანტირებულობა ჩვენზე კეთილისმყოფელ გავლენას ახდენს და კარგად მოქმედებს. ჩვენ აღარ გვაშინებს ის, რომ ამ ადამიანებთან და ჯგუფებთან, უეცრად, კავშირი გაწყდება და მარტონი და დაუცველნი დავრჩებით. ამ კავშირის უსაფრთხოებას, როგორც სუფთა სინდისს, ისეთად აღვიქვამთ.
მაშასადამე, ინდივიდუალური სინდისი გვაკავშირებს იმ ადამიანებთან და ჯგუფებთან, რომლებსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭებათ იმისთვის, რომ თავი კარგად ვიგრძნოთ. რადგან ეს სინდისი, მხოლოდ კონკრეტულ ადამიანებთან და ჯგუფებთან გვაკავშირებს და დანარჩენებს გამორიცხავს, ამიტომ ის ვიწრო სინდისს წარმოადგენს.
ამ სინდისს ჩვენთვის, ბავშვობაში, განუზომელი მნიშვნელობა ჰქონდა.
ბავშვი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავი რაღაცის წევრად იგრძნოს, რადგან ამგვარი კავშირისა და მიკუთვნებულობის განცდის გარეშე ის თავს დაუცველად გრძნობს. ინდივიდუალური სინდისი უზრუნველყოფს ჩვენს გადარჩენას იმ ჯგუფებსა და ადამიანებთან, რომლებიც ასე მნიშვნელოვანია ჩვენი გადარჩენისთვის. ჩვენ ვხედავთ, რამდენად მნიშვნელოვან ადგილს იკავებს ინდივიდუალური სინდისი ჩვენს საზოგადოებასა და კულტურაში. ამ თვალსაზრისით, ის, თუ როგორ განვასხვავებთ ერთმანეთისგან სიკეთეს და ბოროტებას, არსებითად, ამ სინდისთა შორის განსხვავებებია. ისინი განსაზღვრავენ, რამდენად უზრუნველყოფს რაიმე ჩვენს რომელიმე ჯგუფთან წევრობას ან რამდენად დამაზიანებლად მოქმედებს მასზე.
ის, რაც ჩვენს წევრობს უზრუნველყოფს, სიკეთედ აღვიქვამთ. სიკეთედ მას ჩვენ სუფთა სინდისი მეშვეობით განვიცდით ისე, რომ არ გვიწევს ფიქრი იმაზე -როცა მას გარკვეული დისტანციიდან ვაკვირდებით -ნამდვილად კარგია ის ჩვენთვის თუ ჩვენთვის ან თუნდაც სხვებისთვის-ცუდი. სიკეთე ამ დროს დაუფიქრებლად აღიქმევა. ის, როგორც სუფთა სინდისი, ისე აღიქმება.
ასე რომ, სიკეთე, აბსოლუტურად გაუაზრებელად განიცდება, როგორც სიკეთე მაშინაც კი, როცა ის დამკვირვებელს ამ ველის მიღმა უცნაურად და უფრო სიცოცხლის დამაზიანებლად ეჩვენება, ვიდრე მის მსახურად.
იგივე შეიძლება ითქვას, ბოროტებაზეც, ოღონდ მას სიკეთეზე უფრო მძაფრად განვიცდით, რადგან ის დაკავშირებულია იმ შიშთან, რომ მიკუთვნებულობის გრძნობას და მასთან ერთად სიცოცხლის უფლებასაც დავკარგავთ.
ასე რომ, სიკეთისა და ბოროტების განსხვავება, საკუთარი ჯგუფის შიგნით გადარჩენასთან არის დაკავშირებული. ის ემსახურება ჯგუფში ცალკეული ადამიანის გადარჩენას.
ბერტ ჰელინგერი
Commentaires