top of page

იურიდიული სამართალი



როგორ არის შესაძლებელი საოჯახო განლაგების მეთოდის გამოყენება იმ ახალი გზების მოსაძებნად, რომ იურიდიული დავა წლები არ გაიწელოს და ყველა დამარცხებულები არ დარჩეს? საოჯახო განლაგების მუშაობის საფუძვლები შესაძლებელია რომ სასამართლო პრაქტიკის მოთხოვნებს მოერგოს და მათთან ადაპტირდეს.


გამოსავალი

გამოცდილება გვიჩვენებს, რომ სამართალწარმოების დიდი ნაწილი შეიძლება გადაწყდეს სასამართლოს გარეთ (დავის დაწყებამდე). კონფლიქტები ორმხრივი შეთანხმებით წყდება და ასევე მიღწეულია ხოლმე ინტერესთა ბალანსიც, რომელთა შესრულება კონფლიქტის მხარეებს კვირების ან თვის შემდეგაც უწევთ...


იურიდიული სისტემის ძირითადი თემებია:


სიმართლის დაჩემება და რეალური სამართლიანობა

დანაშაული და უდანაშაულობა

დამნაშავე და მსხვერპლი

შურისძიება და სინანული

კუთვნილი სასჯელი და შემამსუბუქებელი გარემოებები

სიმტკიცე და გამჭრიახობა

განზრახვა და შემთხვევითობა


განლაგების სამუშაოების დროს, როგორც მიზანდასახული გათვლების, ასევე უბედური შემთხვევების დანახვა, შეფასება და შედგენა თავიდან ხდება ხოლმე და ამასთანავე ყოველთვის შესაძლებელია მისი უფრო სიღრმისეული შესწავლა კონკრეტულ შემთხვევასთან დაკავშირებით.


აქ არის ისეთი მოყვანილი მაგალითები, რომლებიც ასევე კანონის ყველა სფეროსთვის გამოყენებულ სისტემური განლაგების პოტენციალს აჩვენებენ. როგორც მაგალითად მოლაპარაკებების, შეთანხმებების და ასევე შემდგომი აუცილებელი ნაბიჯების დადგენების...


ასევე მიზანია, რომ უფრო მეტი ყურადღება მიექცეს ტრანსგენერაციული "დამნაშავის" მხედველობაში მიღებას, როგორც კონფლიქტებში ეფექტურ ზეგავლენის ფაქტორს და შესაბამისად ახალი გადაწყვეტილებების მოძიებას, როგორც მაგალითად ეს შემდეგ შემთხვევებში აისახება:


საოჯახო სამართალი

აღიარებული უნდა იყოს მშობლების კრიზისი და მათთან ერთად იპოვონ გამოსავალი. განშორების შემთხვევაში, დადებული უნდა იყოს შეთანხმებები კონტაქტის, მეურვეობისა და ვალდებულებების შენარჩუნების შესახებ.


წინა პლანზე წარმოჩენილი თემის უკან, ასევე გავლენას ახდენენ დაფარული, გადაბარებული და ფარული კონფლიქტები...


ქონებრივი და მემკვიდრეობითი დავები

კონსულტაცია და შერიგება მემკვიდრეობასა და მემკვიდრეობასთან, მემკვიდრეობის ან სამკვიდრო დავების გადანაწილება და დაყოფა მემკვიდრეების მხარეებში...


სისხლის სამართალი

უნდა მოიძიოს შესაბამისი სასჯელი. სერიოზულად უნდა იყოს გათვალისწინებული ჩადენილი დანაშაულის საშიშროებალ...


დამნაშავეების მსხვერპლის ანაზღაურება

დინამიკის ამოცნობა, მიყენებულ ზიანზე დათანხმება, ბალანსის დადგენა...


კონფლიქტის შუამავლობა

შემუშავებული უნდა იყოს მონაწილე მხარეების პერსპექტივები. განლაგების დროს მიღებული შედეგები იძლევა კონფლიქტის საკითხების უფრო გაფართოებულ აღქმას. ამის შედეგად უფრო მკაფიორ ჩანს ხოლმე მხარეების შემათანხმებელი გადაწყვეტილებები...


ეს ახალი შესაძლებლობები უფრო ამარტივებს მუშაობას და ეხმარება როგორც ამ პროფესიის წევრებს, ასევე ყველა თანამონაწილეს იმაში, რომ ამ რთული და საპასუხისმგებლო სამუშაოს მიუხედავად, ისინი ფსიქიკურად და ფიზიკურად ჯანმრთელები დარჩნენ.


ბერტ ჰელინგერი

5 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page