კეთილგანწყობა არის მოძრაობა, რომელიც გულში იწყება. თუ დედის მიმართ კეთილგანწყობილებას ვახერხებთ, მაშინ ეს მოძრაობა უფრო გვიადვილდება.
რა ხდება მაშინ, როდესაც კეთილგანწყობას რაღაც უპირისპირდება, ან როცა ის ადრე რაღაცა მიზეზების გამო წყდება?
ამ დროს იმის ნაცვლად, რომ სხვათა და საკუთარი თავის მიმართ კეთილგანწყობილნი ვიყოთ, ჩვენ პირიქით ვიქცევით და მათ ზურგს ვაქცევთ.
თუ ჩვენ შევძელით ჩვენს ურთიერთობებში ამ ძირითადი შინაგანი და ასევე გარეგანი მოძრაობისკენ შემობრუნება, მაშინ ეს წარმატებად გადაიქცევა.
მთავარია ვიცოდეთ, თუ როგორ შემოვაბრუნოთ ეს მოძრაობა ჩვენი ცხოვრებისკენ, სხვა ადამიანების, წარმატების და ბედნიერებისკენ.
ამისთვის არსებობს ვარჯიშები და მოძრაობები, რომელთა მეშვეობითაც ჯერ განდგომის მოძრაობას იგრძნობთ შინაგანად სხეულში და ამის შემდეგ მის ყოვლისმომცველი კეთილგანწყობისკენ შემობრუნებას შეძლებთ.
ბერტ ჰელინგერი
Commentaires