top of page

კეთილგანწყობა


წლების წინ ბერტ ჰელინგერის ერთ ერთ სემინარს ვესწრებოდი და მან თემა კეთილგანწყობასთან დაკავშირებით ერთი ასეთი საინტერესო და უცნაური ისტორია მოჰყვა:


ერთ ერთი მისთვის ნაცნობი ქალი აფრიკის რომელიღაცა ქვეყანაში ტურისტულად მგზავრობის დროს ადგილობრივმა ტერორისტებმა ტყვედ აიყვანეს იქ მყოფ სხვა დასავლელი ქვეყნების მოქალაქეებთან ერთად.


მას უკან იარაღით ხელში ერთი ტერორისტი ადგა თავზე და დანარჩენი მძეველებიც ერთად ჩამწკრივებულები სადღაც მიყავდათ...


უეცრად ეს ქალი მოტრიალდა, ამ ტერორისტს თვალებში შეხედა და უთხრა: მე ვიცი, რომ შენ გულში კარგი ადამიანი ხარ, უბრალოდ გარემოებები შეგექმნა ისეთი, რაც ამის გაკეთებას გაიძულებენ და ამიტომ არის, რომ ეს სხვანაირად არ შეგიძლია...


ამისი თქმა იყო და ამ ტერორისტმა მოჰკიდა ამ ქალბატონს ხელი, რიგიდან გამოიყვანა და მოშორებით სადღაც წაიყვანა. როდესაც ისინი ყველას მოცილდნენ, მან ეს ქალი გაუშვა და გაათავისუფლა...


ეს ისტორია ამ ქალმა შემდგომში ბერტ ჰელინგერს მოუყვა, როდესაც მან ის პირადად ნახა.


ამ ისტორიიდან აღსანიშნავია იმის დანახვა, თუ რა დიდი ძალა აქვს კეთილგანწყობას და თუ რა სიღრმეეზბე გვეხება ის ჩვენ ყველას. ზოგიერთ შემთვევაში, მას ასეთი სასწაულების მოხდენაც კი შეუძლია. ოღონდ, რა თქმა უნდა ის არ უნდა იყოს ფარისევლული...


შოთას დიდებულ ვეფხისტყაოსანშიც არის კეთილგანწყობის შესაბამისი ერთი ძალიან კარგი და ასევე ყველა ჩვენთაგანისთვის კარგად ცნობილი გამონათქვამი:


„გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი“.


მოქშა ფეიქარი

7 Ansichten0 Kommentare

Aktuelle Beiträge

Alle ansehen

Comments


bottom of page