top of page
AutorenbildMoksha Peikari

კოლექტიური სინდისი 1



(ნაწილი პირველი)


იმ სინდისის მიღმა, რომელსაც ჩვენ ვგრძნობთ, მოქმედებს კიდევ ერთი, სხვა სინდისი. ეს ძლიერი სინდისია და თავისი ზემოქმედებით ბევრად აღემატება ინდივიდუალურ სინდისს.

კოლექტიური სინდისი ჯგუფური სინდისია. თუ ინდივიდუალურ სინდისს ცალკეული ადამიანი გრძნობს და მის ინდივიდუალურ გადარჩენას და ინდივიდუალური მიკუთვნებულობის განცდას ემსახურება, კოლექტიური სინდისის მხედველობის არეში ოჯახი და ჯგუფი, როგორც ერთი მთლიანობა, ისე ექცევა.

ის მთელი ჯგუფის გადარჩენას ემსახურება, თუნდაც ამისთვის ცალკეული ადამიანის მსხვერპლად გაღება გახდეს საჭირო. ის ამ ჯგუფის სრულყოფილებასა და იმ წესრიგს ემსახურება, რომელიც მის გადარჩენას ყველაზე უკეთ უზრუნველყოფს.

როცა ინდივიდის ინტერესები თავისი ჯგუფის ინტერესებს ეწინააღმდეგება, მაშინ ხშირად ჩვენს კოლექტიურ სინდისს მისი ინდივიდუალური სინდისიც ეწინააღმდეგება. რომელ კანონზომიერებებს ემსახურება კოლექტიური სინდისი? როგორ ამკვიდრებს ის ამ კანონზომიერებებს?


**ა. თანაბრობა ჯგუფის ყველა წევრს აქვს უფლება, იყოს ამ ჯგუფის თანაბარი წევრი. თუ რომელიმე წევრი, ნებისმიერი მიზეზით, ამ ჯგუფიდან გაირიცხება, მაშინ გარიცხული წევრი სხვა წევრმა უნდა ჩაანაცვლოს.

ინდივიდულაურ სინდისთან შედარებით კოლექტიური სინდისი ამორალურია, ანუ ის არ განასხვავებს კეთილს და ბოროტს, დამნაშავეს და უდანაშაულოს. მეორე მხრივ, ის ყველას ერთნაირად იცავს. ის იცავს მათ წევრობას ან ცდილობს ამ წევრობის აღდგენას მაშინ, როცა მათ ამაზე უარს ეუბნებიან.


რა ხდება მაშინ, როცა ჯგუფის რომელიმე წევრს წევრობაზე უარს ეუბნებიან? კოლექტიური სინდისი მას ოჯახის სხვა წევრს ჩაანაცვლებს ისე, რომ ის ამას ვერ აცნობიერებს და მას ამგვარად ჯგუფში აბრუნებს.


როგორ ვლინდება მსგავსი უკან დაბრუნება? ოჯახის სხვა წევრი ამ განდევნილის ბედისწერას თავის თავზე იღებს. ის მასავით ფიქრობს, აქვს მსგავსი გრძნობები, მის მსგავსად ცხოვრობს, მასავით ავად ხდება და მასავით კვდება კიდეც. ოჯახის ეს წევრი იმ მეორეს - განდევნილს ემსახურება და მას ჩაანაცვლებს. ის მთლიანად მის განკარგულებაშია და მის უფლებებს იცავს ასე. როცა განდევნილი წევრი საკუთარ ადგილს იბრუნებს, ოჯახის ამ წევრს ამ ათვისებული როლისგან გათავისუფლების სურვილი უჩნდება.


ნუ იფიქრებთ, თითქოს, განდევნილი ინდივიდის სურვილია, რომ ის ამგვარად ჩაანაცვლონ, თუმცა, ზოგჯერ, შესაძლოა ეს ასეც იყოს, როცა მაგალითად ამ იდივიდს ოჯახის რომელიმე წევრის ბოროტება სურს. ოჯახის ამა თუ იმ წევრის ჩანაცვლება ხდება მასთან გარკვეულწილად თანმდევი გაიგივებით, (ცნება Verstrickung-ს ფსიქოლოგიაში შემდეგი მნიშვნელობა აქვს: ეს არის წინაპრის არაცნობიერი მიბაძვა და მისი ბედისწერის გამეორება.) სწორედ ამ სინდისს სურს ეს ასე და ამგვარი სუტუაციის შესაქმნელად ოჯახზე ის ასე ზემოქმედებს. ეს სინდისი ჯგუფის სისრულის აღდგენას ესწრაფვის.


**ბ. ინსტინქტი არსებობს საფრთხე, რომ ეს სინდისი ინდივიდად მივიჩნიოთ - თითქოს, მას თავისი პირადი მიზნები აქვს, რომელზეც საგულდაგულოდ ფიქრობს და რომლის მიღწევასაც თავგამოდებით ცდილობს. ეს სინდისი ინსტინქტივით მოქმედებს, ჯგუფური ინსტნქტივით, რომელიც მხოლოდ ერთ მიზანს ესწრაფვის: მისი მიზანია - გადაარჩინოს და აღადგინოს მთლიანობა. სწორედ ამიტომ, ის ბრმად ირჩევს ამ მიზნის მისაღწევ საშუალებებს.


**გ. მიკუთვნებულობა სიკვდილის მიღმა ინდივიდს, რომელზეც ეს სინდისი ახდენს გავლენას და რომელსაც ის წარმართავს, იმით ამოვიცნობთ, რომ ის განდევნილი ოჯახის წევრის ადგილს იკავებს. ამასთან, ის ფაქტიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ სიკვდილი არავის აკარგვინებს წევრობის უფლებას, ანუ, ოჯახის გარდაცვლილ წევრს ეს სინდისი ისევე ექცევა, როგორც - ცოცხალს. ოჯახიდან სიკვდილით არავინ განიდევნება.

ოჯახი თავის გარდაცვლილ და ცოცხალ წევრებს თანაბარი სიყვარულით ექცევა. ამ სინდისს ოჯახში გარდაცვლილი წევრების დაბრუნებაც სურს, ასე რომ, სიკვდილით ადამიანი თავის მიწიერ ცხოვრებას კარგავს და არა ოჯახის წევრობის უფლებას.


ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page