ნაწილი მეორე
**დ. პრობლემა მხოლოდ სიყვარულით გადაიჭრება ოჯახური სისტემიდან განდევნილის დაბრუნების უნარი მხოლოდ სიყვარულს შესწევს... რომელ სიყვარულს? სიყვარულს, რომელსაც ვგრძნობთ. ეს სიყვარული მეორე ადამიანის მიმართ სიმპათიაა, ისეთის, როგორიც ის არის; ეს სიყვარული მისი გარდაცვალებით გამოწვეული სევდაცაა. ეს სიყვარული ის ტკივილიცაა, რომელსაც ჩვენ განვიცდით, როცა მას რამეს ვვნებთ.
ეს სიყვარული გვაგრძნობინებს, ვახერხებთ თუ არა იმ მეორე ადამიანის გულში შეღწევას და მის შემორიგებას, ჰგვრის თუ არა ის მას სიმშვიდეს და იკავებს თუ არა ის მისთვის კუთვნილ ადგილს და რჩება თუ არა ის ამ ადგილზე. ამის შემდეგ უკვე კოლექტიური სინდისი მშვიდდება.
როგორც ვხედავთ, კოლექტიური სინდისი სიყვარულს ემსახურება - ოჯახის წევრთა თანაბარ სიყვარულს.
**ე. დაბალანსება მანამ გავაგრძელებდე, მინდა რამდენიმე სიტყვით ამ ორ სინდისს შორის ბალანსს შევეხო. გაცემასა და მიღებას, მოგებასა და წაგებას შორის ბალანსის მოთხოვნილებაც სინდისის საკითხია.
ინდივიდუალური სინდისი, რომელსაც ჩვენ, როგორც სუფთა სინდისს და სინდისის ქენჯნას, დანაშაულს და უდანაშაულობას, ისე აღვიქვამთ, გაცემასა და მიღებას შორის დაბალანსბის პრობლემას ისევე ადევნებს თვალს, როგორც დანაშაულისა და უდანაშაულობის გრძნობას და სუფთა სინდისსა და სინდისის ქენჯნას. დანაშაულის და უდანაშაულობის განცდა, უბრალოდ, ამ შემთხვევაში, სხვაგვარად აღიქმება.
დანაშაული აღიქმევა, როგორც ვალდებულება, როცა რაიმეს ისე ვიღებ, რომ სანაცვლოდ მის ტოლფასს არაფერს გავცემ. უდანაშაულობა აღიქმება, როგორც ამ ვალდებულებისგან თავისუფლება: როცა ჩენ ვიღებთ და გავცემთ ისე, რომ აღებ-მიცემა ანაზღაურებულია.
აქვე ისიც უნდა დავამატოთ, რომ ანაზღაურება სხვაგვარადაც შესაძლებელია. რაღაც ტოლფასის დაბრუნების ნაცვლად, რასაც ჩვენ ხშირად მშობლებთან დამოკიდებულებაში ვერ ვახერხებთ, შეგვიძლია, სანაცვლოდ, რაღაც ტოლფასი შვილებს გადავცეთ.
**ვ. მონანიება ანაზღაურება ტანჯვითაც შესაძლებელია. ესეც სინდისის საკითხს წარმოადგენს. როცა ვინმეს ტანჯვას განვაცდევინებთ, სანაცვლოდ გვინდა, ჩვენც გავიტანჯოთ და ტანჯვის შემდეგ სინდისი აღარ გვაწუხებს.
ანაზღაურების ეს ფორმა, მონანიებაა. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამგვარი მოთხოვნილება საკუთარ თავზეა მიმართული, რადგან ამ დროს არაფერს გავცემთ და ამ ფორმით არაფერს ვანაზღაურებთ. მიუხედავად ამისა, მეორე ადამიანი, ჩვენი მონანიების წყალობით, ტანჯვისას თავს მარტო აღარ გრძნობს.
ანაზღაურების ამ ფორმას სიყვარულთან ნაკლებად ან სრულებით არ აქვს კავშირი. ის უფრო ინსტინქტური ბუნებისაა და უპირობოა.
**ზ. შურისძიება ანაზღაურების მოთხოვნილება მაშინაც გვიჩნდება, როცა ვინმეს რაიმე ვნებას გვაყენებს. ასეთ დროს ჩვენც გვინდება, მას ვნება მივაყენოთ. ანაზღაურების მოთხოვნილება, ასეთ დროს, შურისძიებად გადაიქცევა. თუმცა, შურისძიება მხოლოდ წამიერად ანაზღაურებს, რადგან ის ყველა სხვა დანარჩენ მონაწილეში შურისძიების გრძნობას აღვიძებს და საბოლოოდ, მათ მხოლოდ აზიანებს.
**თ. განკურნება
ანაზღაურება კოლექტიური სინდისის დროსაც არაცნობიერია, რადგან ის, ვინც გაძევებულს ჩაანაცვლებს, არ იცის, რომ საზღაურს ამ ფორმით იღებს. ანაზღაურება, ამ შემთხვევაში , უპიროვნოა, რადგან ის, ვინც საზღაურს იღებს, ინდივიდუალური სინდისის თვალსაზრისით, უდანაშაულოა.
ანაზღაურების ეს ფორმა, შეიძლება განკურნების პროცესს შევადაროთ. უზენაეს ძალთა ზემოქმედებით აქაც დაზიანებულის აღდგენის პროცესი ხორციელდება. კოლექტიური სინდისის მიზანი დაკარგულის დაბრუნება და ამგვარად, მთლიანობის წესრიგის აღდგენაა.
**ი. იერარქიულობა კვლავ დავუბრუნდები კოლექტიური სინდისის კანონზომიერებას და რამდენიმე სიტყვით შევეხები მეორე კანონზომიერებას, რომელსაც კოლექტიური სინდისი ემსახურება და რომლის დაზიანების შემთხვევაშიც ის მის აღდგენას ცდილობს.
ამ კანონზომიერების თანახმად, თითოეულს აქვს უფლება, ჯგუფში ის ადგილი დაიკავოს, რომელიც მას ასაკობრივად ერგება. ეს ნიშნავს, რომ ისინი, რომლებიც ამ ჯგუში ახალმოსულებამდე იყვნენ, უპირატესობა ენიჭებათ. ამიტომ ენიჭებათ მშობლებს შვილებთან, ხოლო უფროს შვილს კი უმცროსთან შედარებით უპირატესობა.
ასე რომ, ყველას თავისი კუთვნილი ადგილი გააჩნია. დროთა განმავლობაში ის იერარქიულ კიბეზე ქვემოდან ზემოთ გადაინაცვლებს და ესპროცესი გრძელდება მანამ, სანამ ის საკუთარ ოჯახს შექმნის და პირველ ადგილს დაიკავებს.
ამ დროს მკვიდრდება მეორე ტიპის იერარქიულობა; ეს ოჯახთა შორის იერარქიულობა გახლავთ, ანუ მშობლებისა და საკუთარ, ახალ შექმნილ ოჯახს შორის იერარქიულობა. ახალ ოჯახს, მშობლების ოჯახთან შედარებით, უპირატესობა ენიჭება.
ეს კანონზომიერბა შენარჩუნებული მაშინაც, როცა რომელიმე მშობელი, სხვა პარტნიორთან იწყებს ურთიერთობას და შვილი უჩნდება. ამგვარად, ის ახალ ოჯახს ჰქმნის, რომელსაც წინა ოჯახთან შედარებით უპირატესობა ენიჭება. ახლად შექმნილი ოჯახი ისევე არ წყვეტს კავშირს წინა ოჯათა, როგორც თქვენ არ წყვეტთ კავშირს მშობლების ოჯახთან, როცა საკუთარ ოჯახს ქმნით.
ბერტ ჰელინგერი
Comments