როდესაც ადამიანები ერთად ცხოვრობენ, ან ერთად მუშაობენ, მათ შორის ხდება ასევე კონფლიქტებიც.
კონფლიქტები მთელი ცხოვრების განმავლობაში მოგვყვებიან. ყველა, ვინც კონფლიქტში მონაწილეობს, იღებს ძალიან მნიშვნელოვან რამეს: ისინი აუმჯობესებენ თავიანთ თვითშემეცნებას, თვითშეგნებას და იძენენ ახალ უნარებს პიროვნული ურთიერთობების გაღრმავებისა და განახლებისთვის. რაც ხშირად არ არის უმტკივნეულო...
საფუძვლები
ერთ ერთი მიზეზი, რის გამოც კონფლიქტები რთულია და ზოგჯერ გადაუჭრელი ჩანს, არის ის, რომ არა მხოლოდ ურთიერთსაწინააღმდეგო ინტერესები, მოთხოვნილობები და ფაქტობრივი არგუმენტები ეჯახება ხოლმე ერთმანეთს, არამედ მათ უკან ასევე იმალება "ფარული გზავნილები", ანუ დაფარული, არაცნობიერი ზრახვები. ეს ფარული მიზნები წარსულში გაჩდნენ, ჩვენი ან ჩვენი წინაპრების მიერ.
ისინი, ან ასევე ჩვენც, ხშირად მოვხვედრილვართ ხოლმე ისეთ სიტუაციებში, რომლებიც მართალია ობიექტურად, სრულიად განსხვავდება ამჟამინდელი კონფლიქტისგან, მაგრამ სისტემურად ესენი ერთსა და იმავე ლოგიკურ დონეზე იმყოფებიან.
მსგავსი ტკივილი ან იგივე ბრაზი ჩვენმა წინაპრებმა უკვე განიცადეს, მაგრამ რადგან ესენი არ იყო მოგვარდებული, ამიტომ ესეც თაობიდან თაობაზე გადადიოდა ხოლმე. ეს ამჟამინდელი მოვლენა, სხვა არაფერია, თუ არა უბრალოდ იმ დროიდან მოყოლებული მოვლენების სისტემური გამეორება. ეს კონფლიქტის ყველა თანამონაწილეს ეხება!
გამოსავალი
თუმცა ჩვენ არ შეგვიძლია კონფლიქტის სხვა მხარეებზე და პირებზე პირდაპირი გავლენის მოხდენა, სამაგიეროდ ჩვენ შეგვიძლია რომ საკუთარი თავები შევცვალოთ.
საოჯახო განლაგების მეშვეობით შეგვიძლია დავიწყოთ არსებული ტკივილის, რისხვის, შიშის და ასევე კონფლიქტში მონაწილე ყველა სხვა გრძნობის და განცდის გაცნობიერება. მათ უნდა მივუდგეთ რბილად, ნაზად და სიყვარულით.
თუ ჩვენ, მათთან ბრძოლის სანაცვლოდ, ჩვენს მიერ აქამდე რეპრესირებულ, ან უარყოფილ ნაწილებს ისე მივიღებთ, როგორებიც ისინი არიან, მაშინ ისინიც მათი მხრიდან თავიანთ შინაგან არსს გაგვიმჟღავნებენ და ჩვენ ამითი შევძლებთ მათი ღირებულებების უკეთესად ამოცნობას ჩვენი ცხოვრების წონასწორობისთვის.
ამ გზით ჩვენ შინაგან სიმშვიდეს (შესაძლოა საერთოდ პირველადაც) მივაღწევთ. ჩვენი ახალი, ჰარმონიული, შერიგებული და შემრიგებლური პიროვნება ასევე ცვლის კონფლიქტურ ვითარებას.
ხშირად ჩვენი კონფლიქტის ”ოპონენტები”-ც რეაგირებენ ხოლმე ჩვენში მომხდარი ცვლილებების გამო. ისინიც ასევე იცვლებიან და ამითი ისეთი სახის მოგვარებები ხდება ხოლმე შესაძლებელი, რომლებიც ადრე საერთოდ წარმოუდგენელი იყო.
ბერტ ჰელინგერი
Comentarios