top of page

ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა




ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა


წუხილი, ეჭვები, რიტუალები და ცრურწმენები ჩვენი ჩვეულებრივი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია. თუმცა, როდესაც ისინი ძლევამოსილები ხდებიან, როგორიცაა მაგალითად ხელების საათობით ან განმეორებით დაბანა, მიუხედავად იმისა, რომ ამას აზრი არ აქვს, ეს არის ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის შემთხვევაში, ტვინი იჭედება გარკვეულ აზრში ან იმპულსში და ვეღარ დუნდება - მუდმივი გამეორების ღილაკის მსგავსად. დაზარალებულ პირს აქვს არასასურველი იდეები ან იმპულსები, რომლებიც მუდმივად ჩნდება და იმდენად არასასიამოვნოებია, რომ ისინი იწვევენ შიშს, ნერვიულობას, ზიზღს ან გარკვეულ ქცევას.


 


ასეთი აკვიატებები ძალიან განსხვავდება შინაარსით, როგორიცაა მაგალითად:


ჭუჭყი ან დაბინძურება: ადამიანის ან მსგავსი ექსკრემენტები, ჭუჭყიანი, მტვერი, სპერმა, მენსტრუალური სისხლი, მიკრობები, ინფექციები


• ძალადობა და აგრესია: ფიზიკური ან სიტყვიერი თავდასხმა საკუთარ თავზე ან სხვა ადამიანებზე, უბედური შემთხვევები, უბედურებები, ომი, კატასტროფები, სიკვდილი და ა.შ. მაგალითად, დედა მუდმივად შიშობს, რომ მოწამლავს ქმარს და შვილებს, ან ქალიშვილს ეშინია, რომ დედას მოულოდნელად კიბესთან ხელი არ ქრას


წესრიგი: მოწესრიგებულობა, სიმეტრიისკენ სწრაფვა საგნების განლაგებისას


რელიგია: რელიგიური პრაქტიკა და რიტუალები, რწმენა, მორალური დამოკიდებულებები


სექსუალობა: სექსუალური აქტები საკუთარ თავზე ან სხვებზე, ინცესტური იმპულსები, სექსუალური შესაძლებლობები.


აკვიატებულ-კომპულსიური აზრებით გამოწვეული ძლიერი არასასიამოვნო გრძნობებისა და შიშების გამო, როგორც წესი, ჩნდება გადაუდებელი აუცილებლობა რაიმეს ქმედების, რათა შეამცირდეს ეს არასასიამოვნო განცდა. ეს შეიძლება გაკეთდეს აკვიატებული „კარგი“ ან „მანეიტრალიზებილი“ აზრების საშუალებით, ან გარკვეული, ხშირად რიტუალიზებული ქცევების განხორციელების გზით - ე.წ. იძულებითი აქტებია მაგალითად:


სისუფთავის აკვიატებული ჩვევა: ზ. ბ. ხელების მუდმივი დაბანა


კონტროლის აკვიატებული ჩვევა: გარკვეული ნივთების მუდმივი შემოწმება, როგორიცაა ღუმელი, კარის საკეტები, გაზის ონკანები, საფერფლეები, მნიშვნელოვანი ქაღალდები და ა.შ.


• წესრიგის აკვიატებული ჩვევა: ამ დროს ხდება ხოლმე მკაცრი წესების მიხედვით მცდელობა რომ მუდმივად შეიქმნას სიმეტრია, წესრიგი ან წონასწორობა გარემოში, ისეთი საგნების სრულყოფილად ორგანიზებით, როგორიცაა მაგალითად წიგნები ან საკვები.


• შეხების აკვიატებული ჩვევა: **შინაგანი იძულება შეეხო ნივთებს ან არ გინდოდეს შეხება.


• დათვლის აკვიატებული ჩვევა: ყველაფერი, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში ჩნდება, უნდა დაითვალოს.


• სიტყვიერი გამოხატვის აკვიატებული ჩვევა: გამონათქვამები, წინადადებები ან მელოდიები უნდა განმეორდეს უსასრულოდ

აზრები და ქცევები, რომლებიც იძულების კონტექსტში წარმოიქმნება, არის უაზრო, არასასიამოვნო, განმეორებადი, ზოგჯერ მძმედ საზიანოა დაზარალებული პირისთვის და ამასთან ერთად ძალიან რთული დასაძლევია გარე დახმარების გარეშე. ინტრუზიული აზრები და განმეორებითი ქცევები ხშირად დაზარალებულებში სირცხვილის გრძნობას იწვევს. ბევრი ობსესიურ-კომპულსიური სიმპტომიანი ადამიანი თვლის, რომ ისინი თავად ქმნიან აკვიატებულ აზრებს ან მოქმედებებს, ანუ ისინი თავად არიან დამნაშავე თავიანთი ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის გამო. ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის უფრო მსუბუქი ფორმები ასევე შეიძლება ეფუძნებოდეს ქცევებს, რომლებიც ადამიანს ბავშვობაში ეკრძალებოდა. მაგალითად, რწმენამ, თითქოსდა ყოვლისმომცველი და დამსჯელი ღმერთის მიმართ, შეიძლება ხელი შეუწყოს აკვიატებულ-კომპულსიური წარმოსახვების გამოწვევას.


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ოჯახურ განლაგებებში

სისტემურად, ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა ხშირად დაკავშირებულია სერიოზულ დანაშაულთან. ყველაზე ხშირად საქმე მკვლელობას ეხება. ეს შეიძლება იყოს პირადი ბრალი ან ოჯახის სისტემის წევრის ბრალი. ობსესიურ-კომპულსიურ აშლილობა - ისევე როგორც ბევრი სხვა დაავადებაც, პირველ რიგში აიძულებს ადამიანს ქმედების სახით, მაგალითად პანიკის შეტევებით ან ეპილეფსიით, - როგორც მკვლელობის სურვილის იმპულსებისგან თავდაცვა, რომლებსაც ხშირად სისტემის სხვა წევრისგან არის ხოლმე მიღებული.


გამოსავალი

ყველა შემთხვევაში, გამოსავალი არის დაზარალებული პირის ამ სისტემური ჩახლართვების მოგვარება, ხშირად განლაგების დროს მსხვერპლის მიმართ ქედის მოხრით. თუ ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მკვლელობის იმპულსებისგან თავდაცვას წარმოადგენს, დაზარალებული უნდა ადგეს შეკრული მუშტებით და ხმამაღლა იყვიროს: „მოგკლავ!“ როდესაც ის თავის განზრახვას ასე ხმამაღლა დაყვირებით იძახის, ხშირად ის მაშინვე ამჩნევს, რომ ის საერთოდ არ არის ეს, ვისაც შინაგანად ეს სურვილი ამოძრავებდა - და ის ამისგან თავისუფალია.


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა მრავალთაობათა ფსიქოტრავმატოლოგიაში

ფრანც რუპერტის აზრით, იძულებითი აზროვნებისა და მოქმედების მქონე ადამიანები საკუთარი ტრამვის გრძნობების კონტროლის სტრატეგიების ხაფანგში არიან, რომლებმაც, სავარაუდოდ, ეს გრძნობები უნდა დათრგუნონ. ის ვარაუდობს, რომ ეგზისტენციალური ტრავმები არიან ამ იძულებების მიზეზები, რადგან ობსესიურ-კომპულსიური აშლილობის ძირითადი გრძნობებია შიში და დანაშაულის შეგრძნება წარუმატებლობის შიშს გამო. მაგალითად, ბავშვს შეიძლება განუვითარდეს აკვიატებული კონტროლის იძულების სერია, როგორც რეაქცია მის მძიმე დეპრესიაში და ხშირად სუიციდისკენ მიდრეკილ დედაზე და მოგვიანებით დედის უეცარი სიკვდილის შიში პარტნიორზე გადაიტანოს.


ობსესიურ-კომპულსიური აშლილობები ასევე შეიძლება აიხსნას ვინმესგან (სისტემის წევრისგან) აღებული გრძნობების კონცეფციით: ამის მიხედვით, დაზარალებული ადამიანი სისტემაში ემოციურად მიჯაჭვულ და ჩახლართულ კონტაქტშია რომელიმე სისტემის წევრთან. სხვა შემთხვევაში შეიძლება აიხსნას ასევე გამოსახულებები ან იდეები, რომლებიც იძულებით დაზარალებულში ჩნდება, და მას ჯერა რომ ისინი სინამდვილეში მას შეემთხვა... მაგალითად, ბავშვის ჩვევა გამუდმებით იძულებითი ხელების დაბანა შეიძლება დაკავშირებული იყოს დედის მიმართ სექსუალურ ძალადობასთან, რადგან მან მემკვიდრეობით მიიღო გაუპატიურებული დედის შინაგანად დაბინძურებულობის განცდა.

4 Ansichten0 Kommentare
bottom of page