სული და მამაჩვენი
ჩვენ განუწყვეტლივ განვასხვავებთ სხეულს და სულს, ხშირად იმ გაგებით, რომ სული თითქოს უფრო მაღალია, სხეული მასზე დაქვემდებარებულია და მხოლოდ მის სამსახურში იმყოფება. ამის გამო ჩვენ ხშირად უგულებელვყოფთ ხოლმე ჩვენს სხეულს, საკუთარ თავს კი მასზე მაღლა და ასევე მის წინააღმდეგ ვაყენებთ.
მაგალითად, განდგომის, ან ჩვენთვის უფრო მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად, ჩვენი სხეულის შესაძლებლობის მიღმა და მისთვის საფრთხის შექმნის გზით.
მსგავსი რამ ასევე მართალია, როდესაც ჩვენ ჩვენს ცნობიერებაზე ვსაუბრობთ ხოლმე. განსაკუთრებით მაღალ ცნობიერებაზე. ამ იდეით, ჩვენ საკუთარ თავს ჩვენს სხეულზე მაღლა ვაყენებთ და ამითი ასევე ყველაფერ იმაზე მაღლა ვდგებით, რაც შემოქმედებითად ყოველ წამს მის გადარჩენას ემსახურება, მისი განახლებით და მისი ჭრილობებისგან განკურნებით.
შეიძლება რომ რაიმე ჩვენს ცნობიერებაში, რა დიდი და ინოვაციურიც არ იყოს ის, ამ სულიერ მიღწევას რომ შეედაროს? განა არსებობს რაიმე უფრო აბსურდული და სულმოკლული, ვიდრე ის დამოკიდებულება, რომელიც ცდილობს სხეული სულის სამსახურში დააყენოს? მაგალითად, განდგომის გზით?
როგორ სინათლეში ჩანს ამ მხრივ მრავალი სულიერი გზა და მათთან ერთად მრავალი რელიგია? რაშია მათი არსი და სული? სად არის მაღლადმყოფადი და ყოვლისმომცველი ცნობიერება? სად არის აქ დედამიწის ცნობიერება? სად იმყოფება თქვენი სული? სად იმყოფება აქ მამა? რა არის აქ ღვთისმოსავი?
არის თუ არა საწყისში დაბრუნება, მიწაზე და იმ ძალებთან დაბრუნება, რომლებიც ყველაფერს ქვემოდან აკავებენ, გადამწყვეტი პროგრესი? რამდენად განსხვავებული ვიქნებოდით ასე? რამდენად განსხვავებული იქნებოდა სამყარო? რამდენად განსხვავებული იქნებოდა სიყვარული და სიცოცხლის სიყვარული?
აქვე მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმ სურათზე, რომელიც ჩვენი "სულიერების და ყოვლისმომცველი ცნობიერების" გადმოსახედიდან დიდწილად გვერძე გვაქვს გადადებული.
ეს არის ჩვენი მამის ხატება და მნიშვნელობა
მამა იმაზე უფრო მეტია, ვიდრე მამაკაცი. ამიტომაც არა სწორი იქნება ის, რომ რასაც მამაზე ვამბობ, ეს ქალს რომ დავუპირისპიროთ. თუმცა ის დედასთან მიმართებაში გარკვეულ დაპირისპირებაში ხვდება.
დედას ააქვს მიდრეკილება, რომ ბავში უფრო თავისკენ მიიზიდოს, განსაკუთრებით ვაჟი და ამითი ის მამას მოაცილოს. რას აშორებს ის ამითი ბავშვს და ვაჟს?
იგი მათ აშორებს მიწას, მის სხეულს და ამგვარად, უშუალოდ იმ შემოქმედებით სულს, რომელიც მფარველობს მიწას და ყველაფერს, რაც ცხოვრობს და არსებობს და ყოველ წამს ცოცხლობს .
სული, როგორც ჩვენ ეს ზოგადად წარმოგვიდგენია, ეწინააღმდეგება მიწას და რაც მასზე ყვავის. ამიტომაც არის, რომ ჩვენ სულს უფრო იმას ვუკავშირებთ, რაც აღემატება დედამიწას და მასზე არსებულ ყველაფერს.
ამიტომ, განსაკუთრებით რელიგიებში, სული დედამიწის და სხეულის მიღმა, ეგრეთ წოდებულ ზებუნებრივ მიდამოებშია დამკვიდრებული, ყველა იმ თავისი შედეგებით, რასაც ეს იდეა ახდენს მიწასთან და ჩვენს სხეულთან ურთიერთობაში.
ჩვენც ასევე იგივეს ვგრძნობთ ხოლმე, როდესაც მაღალ ცნობიერებაზე ვსაუბრობთ, მომავლის განსხვავებულ ცნობიერებაზე, რომელიც სცდება და უსწრებს ჩვენს ეგრეთ წოდებულ წარსულ და ვიწრო ცნობიერებას...
სწორედ ამ გზას, უპირველეს ყოვლისა, ეძებენ ხოლმე ის ვაჟები, რომლებიც დედამ მამას დააცილა და რომლებიც უნდა მოერგონ და მოემზადონ ეგრეთ წოდებული „უფრო მაღალი“ მიზნებისათვის.
ამასთან, მამა, იმიტომ, რომ ის თავის ცხოვრებას თავისი შვილებისა და მათი დედის გადარჩენის სამსახურში ხედავს, იძულებულია რომ ამისთვის ყველაფერი გვერდზე გადადოს. ამგვარად ის რჩება დედამიწის და მისი განვითარების სამსახურში... ის მათ სულების სამსახურშია.
აქედან გამომდინარე, განა წარმოსადგენია ჩვენთვის, რომ თავისი არსით მამა მიწას განუდგება? რომ იგი მიწას და მასზე ცხოვრებას დათმობს, თითქოს ისინი მეორე და ბოლო ადგილზე იყვნენ?
ამ თვალსაზრისით, რაშია დედამიწის მომავალი და მასზე სიცოცხლე? სხვა რომელ დამოკიდებულებაში და რომელ სხვა ცნობიერებაში? სად ვიპოვოთ სხვა სიყვარული? სხვა უფრო საპასუხისმგებლო საქციელი?
სად არის ის სული, რომელიც პირდაპირ იგრძნობა იმ ყველაფრის მოქმედებაში, რაც ჩვენშია და ჩვენს სამყაროში და რომელიც გვიხსნის და გვკურნავს?
აქვე შეიძლება ვკითხოთ: სად უნდა ვიპოვოთ ღმერთი?
სად და როგორ განვიცადოთ საკუთარი თავი სულიერად და რელიგიურად და რომელი ყოვლისმომცველი გზით? და როგორ დავუბრუნდეთ ისევ ამ სულიერ ცნობიერებას?
უკან დაბრუნების გზას მამასთან ჰარმონიაში ვხვდებით.
ბერტ ჰელინგერი
Comments