დღესდღეობით მამები უკანა პლანზე გადადიან ხოლმე, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქალი უფრო მეტად არის მიჯაჭვული ბავშვებზე და მათი აღზრდა ძირითადად საკუთარი წარმოდგენებით სურს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იგი ქმარს შორდება ან მიტოვებულია მის მიერ. ამას მრავალი მიზეზი აქვს, რომელთა განხილვას ან შეფასებას აქ არ შევეცდებით. უფრო მეტად, მე ვეცდები სიტუაციის გარედან გადახედვას, ოჯახში მამის ადგილის შესახებ ჩემი გამოცდილების დეტალებით გაზიარებით.
ოჯახში არსებობს იერარქია, რომლის მიხედვითაც ისინი, ვინც ადრე იყვნენ, უფრო მაღალ ადგილს იკავებენ, ვიდრე მათ შემდეგ მოსულები. ქალი და კაცი ერთდროულად შემოდიან ოჯახში. ისინი ერთად ქმნიან ოჯახს. ანუ, ისინი თანაბარები არიან ამ რანგით. არც ერთ მათგანს არ შეუძლია მეორეს ზემოდან ყურება ისე, თითქოს ერთი უფრო მნიშვნელოვანი ან მეტი იყოს მეორეზე. მათი შვილების წინაშე კი ისინი ამ მხრივ თანაბრად მნიშვნელოვნები და დიდები არიან. გარდა ამისა, მამაკაცებსა და ქალებს შორის კიდევ ერთი განსხვავებული იერარქია არსებობს. ეს დამოკიდებულია ოჯახში ქალისა და მამაკაცის როლებზე და მათ ფუნქციებზე.
აქ პირველ რიგში არის ფუნქცია, რომელიც საშუალებას აძლევს ოჯახს გადარჩეს და უზრუნველყოს გარესამყაროს უსაფრთხოება, ანუ საარსებო წყაროს უზრუნველყოფა. ადრე ეს პირველ რიგში მამა იყო და შესაბამისად, ამ მხრივ, მას უფრო მაღალი ადგილი ეკავა. ამას მოწმობს ის ფაქტიც, რომ არა მარტო განლაგების დროს, არამედ ცხოვრების სხვა სფეროებშიც და ასევე საზოგადოებაშიც ის ქალის გვერდზე, მის მარჯვნივ დგას ხოლმე.
მათ შემდეგ, მათგან მარცხნივ, როგორც განლაგებაში, ასევე ცხოვრების ნებისმიერ სხვა სფეროშიც, ბავშვები დგებიან ხოლმე თავიანთი ასაკის მიხედვით, სქესის განურჩევლად. მაგალითად სუფრასთან, მაგრამ ასევე სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ოჯახი სადმე ერთად გამოჩნდება ხოლმე. თანმიმდევრობის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მაშინ, როდესაც ქალი და მამაკაცი სხვადასხვა ქვეყნებიდან მოდიან და შესაძლოა, რომ თითოეული მათგანი, განსხვავებული ენით, განსხვავებული კულტურით და ასევე სხვა რელიგიითაც კი გამოირჩეოდეს ერთი მეორესგან.
ამ შემთხვევაში მამა პირველ ადგილს იკავებს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ასეთი ურთიერთობა წარმატებულია, როდესაც ცოლი და შვილები მამას მიჰყვებიან მის ქვეყანაში, მის ენაში, კულტურაში და რელიგიაშიც კი. ეს უპირატესობას ანიჭებს ქალის ქვეყანას, ენასა და კულტურას. ნიშნავს ეს იმას, რომ ქალები ამითი უკანა პლანზე გადადიან? არა. აქ ეს ყველაფერი მხოლოდ თანმიმდევრობას ეხება. ამიტომ ბავშვები ასევე იღებენ დედის სამშობლოს, მის ენას და კულტურას, მაგრამ მხოლოდ მამის სამშობლოს, ენის და კულტურის შემდეგ თანმიმდევრობით.
სხვაგვარად არის საქმე, როდესაც დედას უწევს ხოლმე ოჯახის საარსებო წყაროს უზრუნველყოფა. ამ შემთხვევაში იგი დგება პირველ ადგილზე, როგორც ზემოთ იყო აღწერილი მამის შემთხვევაში, ხოლო მამა ამ დროს მის დაქვემდებარებულ ადგილს იკავებს. რა თქმა უნდა, დასაწყისში დედა პირველ ადგილს იკავებს შვილებთან მიმართებაში. ის შვილებს შობს, მათ საზრდოობს და უპირველეს ყოვლისა, მათზე ზრუნავს. ამიტომ სწორედაც ამ აუცილებლობიდან გამომდინარე ის მათ განსაკუთრებულად იზიდავს. მხოლოდ რამდენიმე ხნის შემდეგ დგება ხოლმე მამა თანაბარი უფლებებით მათ გვერდით. ის ბავშვებს ოჯახის გარეთ არსებულ სამყაროს აცნობს და მამაკაცურად უზრუნველყოფს მათ მომავალს.
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დედა ადრეულ ასაკშივე, თანასწორობიდან გამომდინარე, შვილებს მამისკენ უბიძგებს და მათ მასაც ანდობს. რაც მე აღვწერე აქ არის გარე მხარე. თქვენ ამ გარემოებას ხშირად ხელს უშლით ხოლმე, რადგან დედაც და მამაც სინდისის მეშვეობით მჭიდრო კავშირში არიან თავიანთი წარმომავლობის ოჯახებთან. ამიტომ ორივე ცდილობს, რომ შვილები საკუთარი წარმომავლობის ოჯახის მითითებებისა და არა პარტნიორის ოჯახის მითითებების შესაბამისად აღზარდოს.
დღევანდელობაში ხშირად დედა ხელმძღვანელობს ხოლმე და შვილებს ამითი მამისგან აუცხოვებს ხოლმე. ამიტომ აქ მას და მის ოჯახისთვის თანაბარი პოზიციის მინიჭება გადამწყვეტი ნაბიჯი იქნება სრული თანასწორობისკენ. რა თქმა უნდა, ეს ასევე საპირისპირო მიმართულებით მართებულია.
რა შედეგი მოაქვს ამას? ბედნიერი წყვილი და ბედნიერი შვილები.
ბერტ ჰელინგერი
Comments