top of page
AutorenbildMoksha Peikari

მამიკოს გოგო მამაკაცებს არ აფასებს




მამა სამყაროს გასაღებია. მამა - ძალა, გავლენა, პატივისცემა ფულიც და ასევე მატერიალური კეთილდღეობაა. მამა ქალიშვილს საკუთარ მნიშვნელობას მის გვერდით უბრალოდ ჩუმად ყოფნითაც კი აჩვენებს.


ქალიშვილის გადაჭარბებულმა სიყვარულმა, შესაძლოა საკუთარი ოჯახური ბედნიერება გააფუჭოს. ხშირად ხდება, რომ "მამიკოს გოგო" მამაკაცებს პატივს არ სცემს. ეს იმიტომ, რომ პედესტალზე მამა ყავს, მისი ყველა თვისება გაიდეალიზებული აქვს და მისთვის ყველა სხვა კაცი ამ ილუზიურ იდეალთან შედარებით არარაობაა...


როგორც წესი, ყველა ქალი კაცისგან იმას ითხოვს, რისი მიცემაც საკუთარმა მამამ მისთვის ვერ შეძლო. ამიტომ, გოგონა, რომლისთვისაც ფინანსური შემოსავალი სიყვარულზე გაცილებით უფრო მნიშვნელოვანია, სავარაუდოდ იმედგაცრუებულია მამით. ის ვერ ეგუება მისი სიყვარულის დაკარგვას და ამის კომპენსირებას ცდილობს მატერიალური საზღაურით.


მამა ბავშვს აძლევს დაცულობისა და სიძლიერის გრძნობას. ასე რომ, თქვენი ფინანსური მდგომარეობა მთლიანად მამის ხატზეა დამოკიდებული. თუ გიყვართ მამა უფრო იოლად გექნებათ ფული. თუკი აქ მეტი წყენაა, ფული და მისი მნიშვნელობა შეიძლება ნაგვადაც კი მოგეჩვენოთ.


ქალებისთვის მამისგან მიღება უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ის ყველაფერს, რისი მიღებაც მისგან ვერ შეძლო, შემდგომში პარტნიორი კაცისგან მოითხოვს. რეალურად, ვერცერთი მამაკაცი ვერ შეძლება გახდეს მისი მამა. ამიტომ ეს მამაკაცები ან შინაგანად ტყდებიან, ან მიდიან და ტოვებენ მათ. ნებისმიერ შემთხვევაში ასეთი ურთიერთობა სასბოლოოდ შინაარსობრივად ინგრევა.


რაც შეეხება მამის დეფიციტს კაცებში, აქ ვიღებთ მოლაყბე ხელმოცარულებს. იმისთვის, რომ ვიშოვოთ ფული, უნდა გვქონდეს შინაგანი სურვილი მამას დავუმტკიცოთ, რომ მასზე ნაკლები არ ვართ და იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ეს ფინანსური კეთილდღეობა, მამაკაცი პირველ რიგში უნდა გათავისუფლდეს მამის მიმართ პროტესტიდან.


როგორ შევურიგდეთ საკუთარ თავში მშობლებს?


ჩქვენი დედასთან ურთიერთობა, ოჯახი და მთელი ჩვენი სოციალური ურთიერთობებია, ხოლო მამა, პირველ რიგში დაცულობის გრძნობას, გავლენას, სტაბილურობას და ასევე ფულსაც წარმოადგენს. თუ გვინდა რომ ეს ყველაფერი გვქონდეს, ამისათვის შინაგანად უნდა გავთავისუფლდეთ მშობლებთან პრეტენზიებისგან. ბევრი ჩვენგანისთვის ცხადია, რომ ეს ნამდვილად არ არის უბრალო და მარტივი გასაკეთებელი საქმე.


თუ შევძლებთ, რომ ისინი ისეთები მიიღოთ როგორებიც არიან, ვააპატიებთ მათ და არ გავემიჯნებით, ასეთ შემთხვევაში, მთელი თქვენი გენეტიკური ხაზის ძალა თქვენზე გადმოვა და ის სიყვარულით აგავსებთ.


საკუთარ მუცელში დედისადმი პრეტენზიებია. ეს პრეტენზიები ხელს გვიშლის ასევე პირად ცხოვრებაში. შესაძლოა გარშემომყოფთა თვალში წარმატებულიც ვჩანდეთ, მაგრამ ჩვვენი რეალური შინაგანი ამბიციები მანამდე არ დაკმაყოფილდება, სანამ დედისადმი პრეტენზიებისგან ბოლომდე არ გავთავისუფლდებით.


რაც შეეხება მამისადმი პრეტენზიებს, ამაზე ჩვვენი შიშები, თავდაჯერების ნაკლებობა და გადაწყვეტილებებში მერყეობაც მიანიშნებს. ასეთი წყენა გვართმევს შინაგანი დაცულობის გრძნობას და ლუკმა პურის მოსაპოვებლად მძიმე შრომას გვაიძულებს.


არ აქვს მნიშვნელობა რა სახის, რა ფორმის ურთიერთობა გვაქვს მშობლებთან ახლა, საერთოდ გვაქვთ თუ არა ურთიერთობა, ან საერთოდ გვყავთ თუ არ ამშობლები. ჩვვენ საკუთარ თავში მათდამი პრეტენზიებისადმი უნდა გავთავისუფლდეთ და ეს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის უნდა გავაკეთოთ.


როგორ მოვახერხოთ საკუთარ თავში მშობლებთან შერიგება?


იმისთვის, რომ საკუთარი გრძნობების სიმართლე გადაამოწმოთ, აზრობრივად გაუგზავნეთ საკუთარი სიყვარულის სხივი მამას და დედას (უმჯობესია თუ ცალ-ცალკე გააკეთებთ ამას), და დააკვირდით, რა სიგანისაა ეს სხივი. თუკი თქვენი გრძნობა ოკეანეზე ნაკლებია, მაშინ პრეტენზიები გქონიათ, რადგან ნამდვილ სიყვარულს საზღვრები არ აქვს. ეს იქნება პირველი მიხვედრილობა.


გააცნობიერეთ მშობლებთან ურთიერთობა. როგორია სინამდვილეში თქვენი სიყვარული მათდამი?


როდესაც მშობლების მიმართ შინაგანი პრეტენზიებისგან გათავისუფლდებით, თავადაც გაგიკვირდებათ როგორ დაიკავებს გათავისუფლებული წყენის ადგილს თქვენს ცხოვრებაში წარმატება, ჯანმრთელობა, ფინანსური კეთილდღეობა და ასევე უფრო მეტად ჰარმონიული ურთიერთობები. ეს რეალურად არის შესაძლებელი.


ამის შემდეგ სიმძიმე გაქრება და იმას მიხვდებით, რომ სინამდვილეში თქვენი მშობლები აქ არაფერ შუაში იყვნენ. რეალურად ეს პრეტენზიები თქვენ დააკოპირეთ თქვენი მშობლებისგან ისე, როგორც გესმოდათ. ეს სტანდარტები თქვენ დაუწერეთ საკუთარ თავს მათი სქემის მიხედვით და მერე მათი სახელით ცხოვრებას იქამლავდით თქვენივე გამოგონილი დანაშაულის გრძნობით...


ბერტ ჰელინგერი

Comments


bottom of page