თუ გვსურს ძალიან მაღლა ასვლა, როგორ უნდა დავბრუნდეთ ისევ რეალურ ცხოვრებაში?
უკან ისევ მამაჩვენის ხელით ჩამოვდივართ. უპირველეს ყოვლისა, ის უნდა იყოს ჩვენს რეალურ ცხოვრებაში. ეს ასევე მისივე ოჯახის გადარჩენის ერთადერთი გზაა. ყოველ შემთხვევაში ადრე ეს ასე იყო...
როგორ გრძნობენ თავს დღევანდელობაში შობილი ბავშვები, როდესაც ისინი მამის გარეშე იზრდებიან? მაგალითად, იმის გამო, რომ დედა მას დაშორდა და შვილები მასთან უნდა დარჩენილიყვნენ, მეტწილად მამისგან განცალკევებული?
დგანან კი ისინი მაინც მყარად ნიადაგზე? ან, იქნებ მათ მაღლა ასვლა იმიტომ შეუძლიათ, რომ დედა მამის ნაცვლად ამაყად უყურებს მათ და მათ სიდიადეს აფასებს?
თუ შვილები დედის ხიბლში რჩებიან და თავიანთ გაგებით მაღლა მიემართებიან, არიან კი ისინი ასე ცხოვრებასთან ჰარმონიაში, ან დედამიწისთვის სიკეთის სამსახურში? რამდენად ხშირად გრძნობენ თავს ამ შემთხვევაში შვილები გაუცხოებულად? ხედავენ სხვები მათ? სად არის მათი რეალური ძალა?
აქ იბადება კითხვა: სად ვიპოვოთ და როგორ დავრჩეთ იმ სხვა ცნობიერებაში, რომელსაც ისე მოვყავართ ყველაფერთან ჰარმონიაში, რომ მერე ჩვენ ამ ყველაფერს ერთად ისე ვღებულობთ, როგორც ეს არის და როგორ ხდება, რაიმესთან მიკერძოების გარეშე?
ჩვენ ამას ყველაზე უფრო მეტად მამასთან ერთად და მამის გვერდით ვხვდებით.
დავაკვირდეთ ქრისტიანულ რელიგიებს, განსაკუთრებით კი კათოლიკურს, რომელიც ძირითადად კაცების სქესის წარმომადგენელია. სად არის აქ მამათათვის ადგილი?
აყენებენ თუ არა უკანა პლანზე მამებს დედები, რომლებიც ცდილობენ რომ პირველი ადგილი დაიკავონ ცელიბატ კაცებს შორისაც კი? ამისთვის საკმარისია მხოლოდ მარიამის ერთგულებაზე და მასთან ასოცირებულ ცელიბატობაზე რომ ვიფიქროთ.
ამ რელიგიებისთვის მამა, უპირველეს ყოვლისა, არსებობს როგორც მამა ღმერთი, როგორც უცოლო მამა. შესაბამისად, ის არ არის ნამდვილი მამა. მის გვერდით ნამდვილი მამებისთვის ცოტა ადგილია. ან იქნება ამ მამა ღმერთს ჰყავს ცოლი, დედა ქალღმერთი? როგორც მისი ცოლს, ისე აღვიქვავთ და განვიცდით ჩვენ ეკლესიას... როგორ დავუბრუნდეთ ქრისტიანული რელიგიის მიხედვით უკან საკუთარ მამებს?
ჩვენ ზეციდან მიწაზე ვბრუნდებით, ისევ ზემოდან ქვევით. როგორ გრძნობენ თავს დედები? ისინიც ბრუნდებიან მიწაზე მამებთან, ქმართან და ვაჟებთან ერთად.
რას ვიტყვით ამის ფონზე მთლიანად ჩვენი დედამიწის ცნობიერებაზე: პატარავდება ის ამითი? ან იქნებ პირიქით, უფრო მეტი ხდება? უკავშირდება გაყოფის ნაცვლად? რჩება ის ყველაფერ დანარჩენთან ერთად ქვევით?
ბერტ ჰელინგერი
Comments