ამონარიდი ბერტ ჰელინგერის ერთ ერთი ადრინდელი განლაგებიდან, სადაც ქალიშვილს რთული ურთიერთობა ჰქონდა საკუთარ მამასთან:
რაც შეეხება, მამასთან დაკავშირებულ პრობლემას, შინაგანად ვალდებული ხარ აღიარო, რომ სიცოცხლე მისი მეშვეობით გებოძა, და რომ მან გაგზარდა. ამგვარად, მან შენთან დაკავშირებული მოვალეობა უკვე შეასრულა.
ის, რაც შემდეგ მოხდება, ცხოვრებისა და იმ ძალისადმი შენი უშუალო პასუხისმგებლობის საკითხია, რომელიც შენ წარგმართავს და რაღაც განსაკუთებული სახით თავის სამსახურში ჩაგიყენებს. ამ პასუხიმგებლობაში ვერავინ ჩაერევა და ამის უფლება არც არავის აქვს - თვით შენს მშობლებსაც კი.
მთავარია, სიყვარულით აღიარო ის, რაც მამაშენისგან მოგეცა. ამგვარად, შენ მუდამ სიყვარულით იცხოვრებ და ამავე დროს, ყურადღებას შენს ცხოვრებას და მოწოდებას დაუთმობ.
ასე რომ, შენ გაემიჯნები მას ისე, რომ არ მოგიწევს უსაყვედურო.
როგორც შენ გაქვს შენი ცხოვრება, რომლის წინაშეც თავად გეკისრება პასუხისმგებლობა, ასევე აქვს მას თავისი ცხოვრება და პასუხიმგებლობა მის წინაშე. დაე ის თავის სივრცეში იყოს იმ ყველაფრით, რაც ამ სივრცის ნაწილია, იქნება ეს მისი შეცდომები თუ მისი დანაშაული.
შენი სივრცის გარშემო კი შემოხაზე წრე, სადაც შენ საკუთარ თავთან დარჩები და სადაც ის შემოჭრას ვერ შეძლებს. დატოვე მისი სიტყვები ამ წრის გარეთ და ამგვარად, შენი სული აუმღვრეველი იქნება.
ბერტ ჰელინგერი
Commentaires